კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: ბოლო დროს ძალიან შემოვიდა მოდაში ბევრი ნათლია და ზოგს ექვსი ნათლიაც კი ჰყავს. ეკლესიურად განსაზღვრულია თუ არა ნათლიების რაოდენობა?

პასუხი: ნათლიების რაოდენობა განსაზღვრული არ არის, შეგიძლიათ, ბავშვი მოანათვლინოთ როგორც ერთ, ასევე რამდენიმე ადამიანს, თუმცა აქაც, ისევე, როგორც ყველაფერში, ზომიერება დაიცავით და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ნათლიას უდიდესი მოვალეობა ეკისრება ნათლულის მიმართ. მან უნდა იზრუნოს თავისი ნათლულის სულიერებაზე და ეს ერთ ადამიანსაც შეუძლია.

კითხვა: როგორ უნდა მივიღოთ საქებარი სიტყვები, რომლებსაც ჩვენი მისამართით ამბობენ, რომ ხიბლში არ ჩავვარდეთ?

პასუხი: ამის შესახებ წმიდა ფილარეტ მოსკოველი გვმოძღვრავს: როდესაც თქვენს ქებას გაიგონებთ, გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები.

კითხვა: რატომ მოეთხოვება მორწმუნეს ცოდვილთა სიყვარული?

პასუხი: ქრისტიან ადამიანს უნდა უყვარდეს ცოდვილნი მათი მძიმე ცოდვების მიუხედავად, რადგან ცოდვილებიც ჩვენს მოყვასებად რჩებიან. მათ შეუძლიათ შეცვალონ თავიანთი ცხოვრების წესი და მხოლოდ უფალმა უწყის, ვინ აღმოჩნდება ზეციური სასუფეველის ღირსი. ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილი ადამიანები, მაგრამ უნდა სძულდეს მათი ცოდვები.

კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ თუ არა სიმართლე?

პასუხი: ვინც იცის სიმართლე და დაფარავს მას, ცრუმოწმეს ემსგავსება. მაგრამ ადამიანი უნდა სდუმდეს მაშინ, თუკი იცის, რომ მის ნათქვამ სიმართლეს უბედურება მოჰყვება.

скачать dle 11.3