კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აქვს თუ არა ცოლ-ქმრის ურთიერთობაში მნიშვნელობა სიყვარულს და რას აღარ აკეთებენ ქალები ოჯახის შესანარჩუნებლად

თუ ცოლ-ქმარს შორის სიყვარული აღარ არის, ჯობია, ერთად არ იცხოვრონ, „წყვილი“ – მხოლოდ სიტყვა არ არის, ეს ცნებაა და კარგად უნდა იქნეს გაგებული – ზუსტად და სრული პასუხისმგებლობით. სიყვარულიც არ არის მარტივად გასაგები. ეს არის ბევრი შემადგენელი კომპონენტის ერთობლიობა. პარტნიორთან უნდა გაკავშირებდეს ურთიერთგაგება, პატივისცემა, სითბო, ლტოლვა და მოთმინების ნიჭი – სხვანაირად, დამაკავშირებელი ძაფი წყდება და ცოლ-ქმარს შორის ჩნდება გაუცხოება. ასეთ დროს ძალიან ადვილია, გამოჩნდეს ვიღაც მესამე და, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან ისინი. 

 

დიანა (34 წლის): გავთხოვდი 28 წლის. აზრი არა აქვს იმაზე ლაპარაკს, როგორ ვიყავი დარწმუნებული ჩემი არჩევნის სისწორეში. მჯეროდა, რომ კუბოს ფიცრამდე ერთად ვიქნებოდით და უზომოდ გვეყვარებოდა ერთმანეთი. მეტყვით, რომ ყველა ახალგათხოვილი ქალი სწორედ ასე ფიქრობსო, მაგრამ, მთლად ასეც არ არის საქმე. იცით, როგორ მიყვარდა ჩემი ქმარი? მეგონა, ვერ ვისუნთქებდი მის გარეშე. ბავშვიც არ ვიყავი, რომ მეფიქრა, რაღაც დამემართა-მეთქი და ყველაფერი სპონტანური გრძნობისთვის დამებრალებინა. საკმაოდ გამიზნულად, ცივი გონებით და ურთიერთობის დროში გამოცდით მივიღე გადაწყვეტილება.

– რამდენი ხნის განმავლობაში ხვდებოდით ერთმანეთს?

– ორი წლის განმავლობაში, მაგრამ, ძალიან ტრადიციული შეყვარებულები ვიყავით, ყოველგვარი ფიზიკური სიახლოვის გარეშე, რასაც ახლა ძალიან ვნანობ. მიმაჩნია, რომ ყველა ის პრობლემა, რომელიც მე ახლა მაქვს, აქედან არის წამოსული. ყველაფერი ძალიან გამირთულდა და გამოსავალსაც ვერ ვპოულობ. ქალისთვის რთულია ასეთ რეალობასთან შეგუება, თანაც, ისეთი ქალისთვის, როგორც მე ვარ – ქმარიც მყავს და საყვარელიც, რასაც ძალიან განვიცდი.

– ქმარი გყავთ,  პარალელურად საყვარელიც და ეს მათი თანხმობით ხდება?

– არა, რას ამბობთ, რა თანხმობაზე მელაპარაკებით! ქმარმა არაფერი იცის და საყვარელიც დარწმუნებულია, რომ გათხოვილი არ ვარ – არ მითქვამს მისთვის, პრობლემას მოვერიდე. ისედაც საკმარისზე მეტი სირთულე შევუქმენი საკუთარ თავს. ვნანობ იმასაც, რომ ქმარს ერთი წლის შემდეგ არ გავშორდი – მაშინვე, როცა მის მიმართ ლტოლვა გამიქრა. ახლა ეს უკვე შეუძლებელია.

– რატომ?

– სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, შევეცდები, აგიხსნათ, როგორ მივედი აქამდე. ვინ დამიჯერებს, თუ ვიტყვი, რომ მე ასეთი ცხოვრება არ მინდოდა? ჩემი საყვარელი ცოლიანია და სულ ცდილობს, დამიმტკიცოს, როგორ ვუყვარვარ. რა თქმა უნდა, არ მჯერა მისი. ყველა ცოლიანი კაცი, რომელსაც საყვარელი ჰყავს, ზუსტად ასეთი ტექსტებით ლაპარაკობს, არანაირი განსხვავება არ არის. ჩემი ქმარი კი საკმაოდ ერთგული ადამიანია. ის, ალბათ, ვერასდროს მიხვდება, რა ხდება მის თავს. სამი წელი დავკარგე ქმართან ურთიერთობაში. პირველ წელს დაკარგულად არ მივიჩნევ, იმიტომ, რომ მაშინ მართლა მიყვარდა. გაუცხოება და განურჩევლობა მერე მოვიდა და სამი წელი უშედეგოდ ველოდებოდი, რომ სასწაული მოხდებოდა.

– რა სასწაულზე ლაპარაკობთ?

– გრძნობის დაბრუნების სასწაულზე. მართლა არ ვიცი, რა მოხდა. ფაქტი ის არის, რომ გათხოვებიდან ერთი წლის შემდეგ სერიოზული დეპრესია დამეწყო. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო: კარგი ქმარი მყავდა, ვუყვარდი და თავს მევლებოდა; საყიდლებზე ერთად დავდიოდით; ცდილობდა, რაღაცით გავეხარებინე; ზედმეტად არ მაწუხებდა... ვიცი, იტყვით, რაღა უნდოდა ამ ქალს მეტიო, მაგრამ, როგორ აგიხსნათ... ასე მარტივად არ არის საქმე. მერჩივნა, ეყვირა და სახლში ქარიშხალი დატრიალებულიყო, ვიდრე ჩვენ შორის უკანასკნელი ნაპერწკალი ჩამქრალიყო. დეპრესია საშინელება იყო. თითქმის არ ვჭამდი, არაფერი მიხაროდა; აღარც თმის დავარცხნა მინდოდა, აღარც ლამაზად ჩაცმა...

– თქვენი მეუღლე ვერ ამჩნევდა ამას?

– ამჩნევდა და ამ ყველაფერს იმას აბრალებდა, რომ შვილი არ მიჩნდებოდა. საწყალი, მეუბნებოდა, ტყუილად ნერვიულობ. მოგვარდება ეს პრობლემა, გვეყოლება შვილი, ასე ნუ განიცდიო. ჩუმად ვიყავი, რა მეთქვა, როგორ ამეხსნა რეალური მიზეზი? ვერ გაიგებდა.

– და, რა იყო რეალური მიზეზი?

– ის, რომ მის მიმართ ვნება, ლტოლვა გამიქრა. ცხოვრების ხალისი დავკარგე. ვგლოვობ საკუთარ თავს. ფაქტობრივად, ჩემში სიცოცხლის სხივი ჩაქრა. ჯერ ისევ საკმაოდ ახალგაზრდა ვარ, რომ ცხოვრება დამემთავრებინა; პირიქით, უნდა მოვქცეულიყავი ისე, რომ ხელახლა განმეცადა მძაფრი გრძნობები. თავიდან ვცდილობდი, ჩემში ის ხმა ჩამეხშო, რომელიც ჩამჩიჩინებდა, დროა, შენს თავზე იფიქრო, რატომ უნდა შეეწირო მსხვერპლადო.

– ანუ, საყვარელი გაიჩინეო, შინაგანმა ხმამ გიკარნახათ?

– ასე არასწორად ჟღერს... „შინაგანმა ხმამ მითხრა“ და ასეთი რაღაცეები დაცინვას ჰგავს, მე კი ძალიან სერიოზულად ვუყურებ ამ ყველაფერს. საყვარელი რომ გავიჩინე, ეს მოხდა სრულიად შემთხვევით და, მერე მივხვდი, რაც მჭირდა. როგორც უკვე გითხარით, მე სახლიდან თითქმის არ გამოვდიოდი – ისე გამოვიყურებოდი, როგორ შეიძლებოდა, ვინმეს მოვწონებოდი?! ჩემმა ერთ-ერთმა დაქალმა, რომელიც დაახლოვებით ხვდებოდა, რა იყო ჩემი უბედურების მიზეზი, ძალით წამათრია რაღაც წვეულებაზე. წინააღმდეგობას ვუწევდი, მაგრამ, არ მომეშვა. ქმარმაც მთხოვა, წადიო. მრცხვენია, როცა ვიხსენებ, როგორ დიდსულოვნად მოიქცა და იქცეოდა ყოველთვის. სწორედ ამიტომ ვერ ვეყრები და ვერ ვეუბნები სიმართლეს. კარგი ადამიანია, გული როგორ გავუტეხო? მამაკაცისთვის ხომ ეს ძალიან დამამცირებელია! როცა ამაზე ვფიქრობ, ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემი მდგომარეობა უიმედოა, მუდმივად ასე იქნება და არაფერი შეიცვლება. თუმცა, აღარაფერს ვაკეთებ ოჯახის შესანარჩუნებლად; უფრო სწორად, მე ვფიქრობ, რომ აღარაფერს ვაკეთებ.

– მეუღლეს რომ დაელაპარაკოთ?

– და, რა ვუთხრა, აღარ მაინტერესებ, აღარ მიზიდავ და აღარ მაქვს შენ მიმართ ლტოლვა-მეთქი? ძალიან რთულია ეს ყველაფერი. გავიცანი ის ადამიანი და მივხვდი, რა მჭირდებოდა მთელი ამ ხნის განმავლობაში. ქმარს ყველანაირად ვუგებ. ჩემი საყვარელისთანა მამაკაცს კი არასოდეს ვისურვებდი ქმრად. ვიცი, უცნაურად მოგეჩენებათ ჩემი სიტყვები, მაგრამ, აბსოლუტურად სხვადასხვა რამეა ლტოლვა და ურთიერთგაგება. ქმარს ბევრ რამეში ვუგებ, ერთად კარგად ვართ... თუმცა, პირადი ცხოვრება საერთოდ არ მქონდა; როგორც ქალი, მე აღარ ვარსებობდი... რომ გითხრათ, ჩემმა ახალმა ნაცნობმა ძალიან ბევრი იწვალა ჩემს მოსახიბლავად-მეთქი, ტყუილი იქნება. რაღაც კაცური ძალა იგრძნობოდა მასში და, ისეთი ლტოლვა ვიგრძენი მის მიმართ, რომ ზუსტად ვიცოდი, როგორც კი სიახლოვეს შემომთავაზებდა, უარს ვერ ვეტყოდი. ასეც მოხდა.

– როგორც მივხვდი, ქმარი, როგორც მამაკაცი, აღარ გაინტერესებთ. თუმცა, მასთან თანაცხოვრებაზე უარს არ ამბობთ.

–  ვიცი, ძნელი გასაგებია. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა... ძალიან მინდა, ჩემს ქმარშიც ვხედავდე იმ თვისებებს, რომლებიც საყვარელში დავინახე. ის მე სიცოცხლისკენ მაბრუნებს; იმას მაძლევს, რაც ქალს აცუილებლად უნდა ჰქონდეს – ყველა ნორმალურ ქალს, რა თქმა უნდა. ვიცი, ორმაგი ცხოვრება კარგს არაფერს მომიტანს და სულ ვფიქრობ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ... ოდესმე რომ დავდგე გულახდილობის გუნებაზე და ქმარს მოვუყვე, საყვარელი რომ მყავს – ეს კატასტროფა იქნება, მაგრამ, ამ ვერსიასაც არ გამოვრიცხავ. მირჩევნია, მან არაფერი გაიგოს – რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს ვერსია გაცილებით მისაღებია. მინდოდა, ნორმალური ოჯახი მქონოდა. არ მინდა განქორწინება. როცა იქნება, შვილის გაჩენაც მომინდება ჩემი ქმრისგან და საკუთარ თავზე ნაკლებად ვიფიქრებ. ქმარი ჯერ კიდევ არ არის ჩემთვის უცხო ადამიანი და, იქნებ კიდევ გამოგვივიდეს რამე. საერთო ინტერესები, საღამოს საუბრები, განვლილი დღის ამბების მოყოლა, მზრუნველი გამოხედვა და ხელის ჩაკიდება – ეს ყველაფერი არაჩვეულებრივია და, არ მინდა, ბოლო შანსი ხელიდან გავუშვა. იქნებ, ცხოვრება ბედნიერი სცენარით განვითარდეს. ვის უნდა, არეული ურთიერთობები ჰქონდეს?!

– როგორ ფიქრობთ, ვინ იყო დამნაშავე იმაში, რომ ერთმანეთის მიმართ ლტოლვა გაგიქრათ?

– როგორ დავაბრალო ეს ჩემს ქმარს? შეიძლება, დამნაშავე ორივე ვართ, ან, ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზები არსებობს... ერთი სიტყვით, არ ვიცი და ჯერჯერობით არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ – არ შემწევს ამის უნარი.

 

скачать dle 11.3