ქათმის მწვადი
საჭირო ინგრედიენტები: 6 ნაჭერი ქათმის ფილე, 3 სადილის კოვზი ლიმონის წვენი, 150 მილილიტრი მაწონი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი.
მომზადების წესი: ქათმის ხორცი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და დაასხით ლიმონის წვენი. მაწონში აურიეთ მარილი, კურკუმა და მოასხით ქათმის ხორცის ნაჭრებს. 6 საათის შემდეგ ხორცი ამოიღეთ მარინადიდან და შეწვით გრილზე ან მაყალზე.