კობრის გულიაში ვლად არამოვისგან
გემრიელად ჭამა ძალიან მიყვარს, თუმცა, ვცდილობ, ორგანიზმი არ გადავტვირთო მძიმე საკვებით და ამიტომ მსუბუქ კერძებს ვანიჭებ უპირატესობას. კობრის გულიაში, რომელიც ძალიან მიყვარს, უგემრიელესი კერძია. მას ნებისმიერი ადამიანი მარტივად მოამზადებს და შემდეგ საკუთარი ნახელავით ისიამოვნებს.
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა, 6 ცალი პომიდორი, 250 გრამი ნიახურის ძირი, 3 თავი ხახვი, 250 მილილიტრი ბოსტნეულის ბულიონი, 150 გრამი არაჟანი, 1 სადილის კოვზი პაპრიკა, 700 გრამი კობრის ფილე (კანის გარეშე), 1 ცალი ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი: წიწაკა შუაზე გაჭერით, თესლი ამოაცალეთ და თხლად დაჭერით. პომიდორი დამდუღრეთ, კანი გააცალეთ და წვრილად დაჭერით. ასევე წვრილად დაჭერით ხახვი და ნიახური. ქვაბში გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ დანარჩენი ბოსტნეული და განაგრძეთ შუშვა. დაასხით ბულიონი და ხარშეთ 10-15 წუთის განმავლობში. შემდეგ შეურიეთ არაჟანი, მარილი, პილპილი, პაპრიკა, ლიმონის წვენი და კიდევ 5 წუთი ხარშეთ. დაუმატეთ დაჭრილი თევზი, 5 წუთში ცეცხლი გამორთეთ და კერძი თავდახურული გააჩერეთ.