გამომცხვარი რულეტი
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ნებისმიერი ხორცი (ღორის ხორცი განსაკუთრებით გემრიელი გამოდის). 200 გრამი ფქვილი, 200 მილილიტრი წყალი, 2 სადილის კოვზი ზეთი, 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა, 0,5 ჭიქა არაჟანი, 70 გრამი მაგარი ყველი, 2 ცალი კვერცხი, მწვანილი (ოხრახუში), 1 კბილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი; სუნელები, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: ხორცი დაჭერით ძალიან წვრილ ნაჭრებად. ერთმანეთს შეურიეთ ტომატ-პასტა, ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და სუნელები. ეს ნარევი წაუსვით ხორცს, შეაზავეთ მარილითა და პილპილით და გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში, სანამ ცომი მომზადდება.
ცომისთვის: წყალში შეურიეთ ზეთი, აადუღეთ და მდუღარეშივე გახსენით ფქვილი. ცომი ჯერ კოვზით მოზილეთ, მერე – ხელით და აცადეთ, გაცივდეს (200 გრამ ფქვილს სჭირდება 200 მილილიტრი წყალი). ცომი გაყავით 6-8 ნაწილად (გააჩნია რულეტის ზომას). თითოეული ნაჭერი გააბრტყელეთ ძალიან თხლად, ლავაშივით. ყოველი „ლავაშის“ ზედაპირზე დააწყვეთ ხორცის ნაჭრები, რულეტივით გადაახვიეთ და შეწვით ზეთში ყველა მხრიდან. შემდეგ მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე, რომლის ფსკერზეც წინასწარ მოაბნევთ გახეხილ ყველს (მთლიანი ყველის რაოდენობის 1/3-ს). ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი, კვერცხი და დარჩენილი ყველი. მოასხით ეს მასა რულეტებს და მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 35-40 წუთში მზად არის.