კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყაბაყის პიცა

საჭირო ინგრედიენტები: 2 ცალი საშუალო ზომის ყაბაყი, 3 ცალი კვერცხი, 1,5 სადილის კოვზი ფქვილი, 0,5 კონა კამა, 1 ჩაის კოვზი საფუარი, 1 ცალი დიდი პომიდორი, 50 გრამი მაგარი ყველი, მარილი – გემოვნებით.

 

მომზადების წესი: ყაბაყი გათალეთ და მსხვილკბილა სახეხზე გახეხეთ (ყაბაყი ძალიან ნორჩი არ უნდა იყოს). რადგან ყაბაყში ბევრი სითხეა, ბადურაზე გაწურეთ. 

გახეხილ ყაბაყს შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა, კვერცხი, ფქვილი და საფუარი. მიიღებთ ცომის მაგვარ მასას, რომელსაც დაუმატებთ მარილს გემოვნებით (შეგიძლიათ დაუმატოთ სასურველი სუნელიც). ფორმას წაუსვით ცხიმი და მოაყარეთ საფანელი. გააცხელეთ აირღუმელი. პომიდორი დაჭერით რგოლებად, ყველი კი გახეხეთ. ყაბაყის ცომი მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაზე. ზემოდან დააწყვეთ პომიდვრის ნაჭრები, მოაყარეთ ბლომად ყველი და შედგით ცხელ აირღუმელში, 180 გრადუს ტემპერატურაზე. 20 წუთში გამოცხვება და „პიცა“ მზად იქნება. ცხელს ფორმიდან ვერ ამოიღებთ. აცადეთ, კარგად გაცივდეს.

скачать dle 11.3