კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიკარგა ქართველი მსახიობი რომის ქუჩებში და რა ვერ გაიხსენა მან

ეს ამბავი საქართველო რომ საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყანა იყო, მაშინ მოხდა.

როგორც ყოველთვის, ათასნაირი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ, ჩავაღწიეთ იტალიის დედაქალაქში.

გადაღლილები ვართ, ერთი მამაპაპური გამოძინება ას კილო ოქროს გვირჩევნია.

მიგვიყვანეს და დაგვაბინავეს თეატრალურ მოღვაწეთათვის განკუთვნილ ერთ-ერთ სასტუმროში.

დავიძინეთ, ჩემო ბატონო.

გათენდა, უფრო სწორად დილის წყნარი რიჟრაჟია.

ჩვევად მქონდა, ყოველ დილით ერთი საათი უნდა მევარჯიშა სუფთა ჰაერზე. მიჩვეულმა ორგანიზმმა ვარჯიში მომთხოვა. წამოვხტი. ჩავიცვი უსახელო მაისური და სპორტული თხელი შარვალი. „ჩამოვიპარე“ ეზოში და დავცხე ვარჯიში – სირბილი, განმკლავი, ბუქნები და ვარ ერთ ამბავში. საქმე სირბილზე რომ მიდგა, გავედი უკაცრიელ ქუჩაში და მივყევი დილის სუფთა ჰაერს, თან საათს დავყურებ დროდადრო. „გაღვიძებამდე“ ჯერ 40 წუთი კიდევ მაქვს. რომ ვიგრძენი, უკან დაბრუნების დროა, შემოვბრუნდი, მაგრამ მივხვდი, რომ... გზა ამერია.

შევალ ერთ „ტუპიკში“ – „ნი ტო“. დავბრუნდი უკან, ისევ უცხო ატმოსფეროში მოვხვდი. მოკლედ – დავკარგე სასტუმრო და დავიკარგე მეც.

რა ვქნა, აღარ ვიცი...  დროზე სასტუმროში უნდა ვიყო, მომკლავენ „ჩვენები“ („კაგებე“), „ნადზირატელებს“ ვგულისხმობ.

პოლიციელი არ გამომეცხადა იღბლად?

– რაშია საქმე? – მიმახვედრა ჟესტით და მიმიკით.

– დავიკარგე, მსახიობი ვარ-მეთქი, – მივახვედრე მეც.

– რომელ სასტუმროში ხარ, იმას თუ მეტყვი, გეშველება შენც, მეც და ტრიფონსაცო, რა...

– რაღა ვქნა, კაცო! ენა არ ვიცი, არადა ამ პოლიციელმა არ დამიწყო იტალიური?

გონებაში მახსოვდა, რომ სასტუმროს რომელიღაც მუსიკალური ინსტრუმენტის სახელი ერქვა, მაგრამ ფლეიტა, საქსოფონი და ტრომბონი – არაფრით...

– „აკორდეონ“, – ვთქვი მორცხვად.

– პოლიციელებმა ხელები მხრების სიგანეზე გაშალა – ხომ ეს თქვიო?

– იეს! – ვუთხარი, რაც ვიცოდი ინგლისურად.

– ნოუ! – თქვა პოლიციელმა, – ასეთი სასტუმრო აქ ნამდვილად არააო.

დავძაბე გონება:

– ჩონგურ?

– ნოუ!

დოლი გამახსენდა, მაგრამ იტალიურად არ ვიცი, არადა, გული მიგრძნობს „ზედა ვარ“. როგორ მივახვედრო?

– ტაური, ტაური, ტაური, დიმპიტაური... ტაური... დავიცხე მუხლებზე ხელი... არა? არც ეს?

რაღა ვქნა?

ვიღაცა რუსულის მცოდნე ქალი გვაკვირდება შორიდან. მერე მოვიდა და ჩაგვეძია, რას წვალობთ, რას ჩალიჩობთო, იტალიური ცოდნია.

პოლიციელმა უთხრა:

– უთარგმნე ერთი მაგას, ინსტრუმენტის სახელის პირველი ასო მაინც გაიხსენოს, დანარჩენი მე ვიცი მერეო.

– თუ შეიძლება მთლიანად ვიტყვი-მეთქი, – გამინათდა გონება.

გაუხარდა: – მიდიო.

– პიანინო... პიანინო...

– არა, არც მასეთი სასტუმრო ვიციო, – შეწუხდა კაცი.

ჩართო რაცია ამ პოლიციელმა და რუსეთის საელჩოს დაუკავშირდა, ნახევრად გახდილი თქვენი მოქალაქე ვნახე აგერ ქუჩაში, მომეხმარეთ, გამარკვევინეთ, ვინაა, რა სულიერიაო.

– ვინაა, რა კაციაო? – იკითხეს რუსებმა.

– მსახიობიაო, – ამან.

– ნუ ი არტისტ! – ისმის რუსულად საელჩოდან.

თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, მოგრიალდა მანქანა და მიმიყვანეს ჩემს სასტუმროში. 

არ გაინტერესებთ, რა ერქვა სასტუმროს?

„როიალი“!

მსახიობ კოტე თოლორაიას ნაამბობის მიხედვით 

 

скачать dle 11.3