კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

– შეყვარებულმა მიმატოვა, თანაც გამომიგზავნა ფოტო, რომელზედაც თავის ბიჭთან ინტიმურ პოზაშია გადაღებული... მე კი ეს ფოტო მამამისს გავუგზავნე...

***

ამერიკელს უყვარს თავისი ქვეყანა და ვერ იტანს მათ, ვინც მის აზრს არ იზიარებს. რუსს არ უყვარს თავის ქვეყანა და ეზიზღება ყველა, ვისაც მისი ქვეყანა არ უყვარს.

***

ტაქსის დისპეტჩერი:

– ოცდამეორე, შეგიძლია მგზავრი აიყვანო, ზუსტად მაგ ქუჩაზე...

– რა თქმა უნდა, კიდევ ორი ადგილი მაქვს თავისუფალი.

– ოღონდ ჩქარა, 17 საათის რეისს უნდა მიუსწროს, ანკარისკენ..

– ამის გარანტიას გაძლევ.

– კი მაგრამ, ოცდამეორე, როგორც ვიცი, გზაზე დიდი საცობია?

– მერე რა... ჩემი მგზავრი ზუსტად მაგ რეისის პილოტია... 

***

– საყვარელო, წელს სად ვაპირებთ დასვენებას?

– ჩვენი ფულის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ... საერთოდ არ დავღლილვართ.

***

პირველკლასელს ათლარიანი მისცეს:

– აუ, მდიდარი ვარ!

მეექვსეკლასელს მისცეს ათლარიანი:

– არა უშავს „მაკდონალდსში“ მაინც შევალ.

მეთერთმეტეკლასელს მისცეს ათლარიანი:

– ეს ფულია?

სტუდენტს მისცეს ათლარიანი:

– აუ, მდიდარი ვარ!

***

– რა ხდება, რატომაა ჭურჭელი დამტვრეული?

– ვჩხუბობდით.

– დივანი რაღამ ჩატეხა?

– ვრიგდებოდით...

***

მხოლოდ მამაკაცი იძინებს ბოლომდე ხმააწეული ტელევიზორის წინ და იღვიძებს, როდესაც ხმას ჩაუწევ...

***

– გაბრაზებული ჩანხარ.

– ხო ცოლს ვეჩხუბე... ვერაფრით შევთანხმდით, სად წავიდეთ დასასვენებლად... მე მინდა თურქეთში, იმას კი... ჩემთან ერთად უნდა წამოსვლა...

***

გიო მესამედ ქორწინდება და მმაჩის ბიუროში შედის:

– მე – როგორც ყოველთვის...

***

– ტელეფონს რატომ არ პასუხობდი?

– აუ, რეკავდი? მე კიდევ მუსიკამ შემიტყუა და ვცეკვავდი...

***

– მამაო, შევცოდე...

– ასეთი რა გააკეთე, შვილო ჩემო... რაში გამოიხატა შენი ცოდვა?

– მეგრელი მოვატყუე.

– ეს ცოდვა არ არის, შვილო, ეს საოცრებაა...

***

გლობალურ დათბობაზე მეტყველებს თუნდაც ქალის ტრუსები, გასული საუკუნის დასაწყისში პანტალონები ეცვათ, მერე გრძელტოტიანი... მოკლე ტრუსები, ტანგა... და... ახლა ისიც გაიხადეს...

***

– ნუ აჰყვებით ქალს ჩხუბში, თქვენ 10 წუთის შემდეგ მოგბეზრდებათ, მას კი – არა.

***

სეირნობდა გოგო ზოოპარკში, უცბად წყლიდან მშიერმა ნიანგმა ამოყო თავი და მისკენ გამოექანა... შეხედა და მიხვდა, რომ სულაც არ შიოდა, ახლოს რომ მივიდა, იმასაც მიხვდა, რომ სულაც არ იყო ნიანგი...

***

– ვერ დაინახეთ სიჩქარის 40 კილომეტრამდე შეზღუდვის ნიშანი?

– როგორ არა?

– აბა, რატომ მიქროდით 100 ლარით მეტი სიჩქარით?

скачать dle 11.3