კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას აკეთებს მერი ტარიელაშვილი მიზნის მისაღწევად და ვინ დაუწერა მას აივნის წინ – „მე <3 მერი”

მერი ტარიელაშვილის ცხოვრება მანამდეც საკმაოდ საინტერესო იყო, სანამ ის დიზაინერ ირაკლი კახნიაშვილს გაიცნობდა და მისი სამოდელო სახლის „ირაკლეონის” მოდელი გახდებოდა, თუმცა, როგორც თავად მოდელი ამბობს, „ირაკლეონში” მოსვლის შემდეგ მას რეალობად ექცა ის, რაზეც მანამდე მხოლოდ ოცნებობდა, რითაც ცხოვერება მისთვის ბევრად საინტერესო და სასიამოვნო გახდა. 


მერი ტარიელაშვილი: გავიზარდე თბილისში. ძალიან დამჯერი და ბეჯითი ბავშვი ვიყავი. მოდელობაზე ვოცნებობდი, ალბათ, დაბადებიდან. საკმარისი იყო, აპარატი დამენახა, რომ მაშინვე ვიწყებდი პოზირებას. ოთახში მარტო რომ ვრჩებოდი, წინ და უკან დავდიოდი – წარმოვიდგენდი, რომ პოდიუმზე ვიყავი. ყოველთვის ძალიან მიყვარდა სწავლა, გარკვეულწილად ამის გამოც, მშობლები წინააღმდეგები იყვნენ, რომ  მოდელი გამოვსულიყავი. მეც ვთანხმდებოდი, მაგრამ, უცხო ადამიანის გაცნობისას, პირველივე კითხვა – „შენ მოდელი ხარ?“ – ყოველთვის გულს მტკენდა.

– როგორ მოხვდი ირაკლი კახნიაშვილთან „ირაკლეონში” და რა შეიცვალა ამის შემდეგ შენს ცხოვრებაში?

– ირაკლიმ ინტერნეტის საშუალებით მიპოვა. მასთან შეხვედრის შემდეგ რეალობად მექცა ის, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდი. ზოგჯერ თავი სიზმარში მგონია, მაგრამ, ზუსტად ვიცი, რომ ეს არის ის, რაც ყველაფერზე მეტად მაბედნიერებს! ახლა, კითხვაზე: „შენ მოდელი ხარ?“ – ამაყად ვპასუხობ: „დიახ, მე მოდელი ვარ!“

–  რა მიღწევები გაქვს სამოდელო ცხოვრებაში?

– პირველი მიღწევა ისაა, რომ „ირაკლეონის” მოდელი ვარ. ჯერ ახლა ვიწყებ და მაქვს ბევრი გეგმა. დანარჩენს მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მიზანდასახული ვარ და მჯერა ჩემი ძალების.

– შენი პარამეტები შეესაბამება სტანდარტს?

– ვარ 48 კილოგრამი, სიმაღლე – 1,75 სანტიმეტრი. ჩემი პარამეტრებია: 85X59X89.

– რას აკეთებ იმისათვის, რომ ასეთ კარგ ფორმაში იყო?

– დიეტა არასდროს დამიცავს, მაგრამ, ვცდილობ, სწორად ვიკვებო. გვინდა თუ არ გვინდა, არასწორი კვების შედეგი აისახება ჩვენს გარეგნობაზე, რაც მოდელისთვის ყველაზე მეტად არასასურველია. თუმცა, არ არის აუცილებელი, იყო მოდელი, ერთი სახალისო ფრაზა ვიცი: „ცოდვაა, თუ ქალს შეუძლია გამოიყურებოდეს უფრო ლამაზად და არ გამოიყურება“. ქალის მთავარი იარაღი ხომ სილამაზეა, ამიტომ, ჭკვიანი ქალი არასოდეს მისცემს თავს იმის უფლებას, რომ ცუდად გამოიყურებოდეს. რა ჯობია საკუთარ თავზე ზრუნვას?! ხშირად მეუბნებიან, შენ რა გენაღვლება, ჭამ და მაინც არ სუქდებიო. მე კი ვფიქრობ, ეს ჩემს გარეგნობაზე ცუდად რომ აისახებოდეს, აუცილებლად გავაკონტროლებდი. თანაც, ახლა უფრო მეტად მომეთხოვება ყოველთვის საუკეთესო ფორმაში ყოფნა.

– ფიქრობ თუ არა, რომ ყველაფერი, პირველ ყოვლისა, მაინც გენეტიკაა და სხვა არაფერი?

– გეთანხმები, ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული გენეტიკაზე, მაგრამ, ხომ გვინახავს ლამაზი ქალი, რომელმაც არ იცის, როგორ წარმოაჩინოს თავისი თავი? ასევე, ვიცით სხვა, შედარებით ულამაზო ქალები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურებიან, რადგან, თავს უვლიან. საუკეთესო და ყველაზე იშვიათია შემთხვევა, როცა გენეტიკურად ლამაზი ქალი ამავდროულად ჭკვიანიც აღმოჩნდება და იცის, როგორ მოუაროს ამ სილამაზეს – ეს საუკეთესო ვარიანტია (იცინის).

– ვინ გიდგას გვერდში, რომ წარმატებებს მიაღწიო სამოდელო სფეროში, ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი?

– ჩემი ულამაზესი დედიკო და დეიდები. დედა მხოლოდ 36 წლისაა. მართალია, თავიდან  არ უნდოდა, მოდელი რომ გამოვსულიყავი, მაგრამ, რადგან ახლა ხედავს, რომ ეს მე ძალიან მახარებს და ბედნიერს მხდის, ამიტომ, ჩემ გვერდითაა და უხარია ჩემი წარმატებები. 

–  წარმომიდგენია, შენნაირი გარეგნობის გოგოს რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლება. რა „სისულელეებს” სჩადიან ისინი შენი გულის მოსაგებად?

– კი, თაყვანისმცემელი ბევრი მყავს, დღეს დილითაც ცდილობდა ერთი ადამიანი ჩემს გაცნობას ტექსტით, რომ საკმაოდ შეძლებულია, ორი მანქანა ჰყავს, სახლი აქვს და ასე შემდეგ. ჩემთვის ეს ყველაფერი სულ ერთია. არ მომწონს შეფასების ასეთი კრიტერიუმები. საერთოდ არ მაინტერესებს, რამდენი სახლი აქვს და რამდენი მანქანა ჰყავს მამაკაცს, პირველ ყოვლისა, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს. ძალიან მიყვარს დამოუკიდებლობა და მაქვს ამბიცია – ყველაფერს მივაღწიო ჩემით, მე თვითონ!

– დარწმუნებული ვარ, ამ „მანქანებიანი” და „ბინებიანი” ბიჭის გარდა, უფრო არაორდინარულებიც არსებობენ... 

– საბედნიეროდ (იცინის)...

– მათზეც მიამბე. მაგალითად, სერენადას თუ გიმღერიან, გულებს თუ გინთებენ აივნის წინ, ან, იქნებ, უფრო ორიგინალურებიც არიან...

– ერთმა ბიჭმა გადაწყვიტა, ყველაზე ორიგინალური ყოფილიყო. გულიც და სერენადაც ერთდღიანი სიამოვნებაა, მან კი აივნის წინ დიდი ასოებით დამიწერა: „მე <3 მერი!” და, ორი თვის განმავლობაში, აივნიდან რომ ვხვდებოდი, ამ წარწერას ვხედავდი. ისე, სასაცილოა, მაგრამ, დღესაც ძალიან ბევრი ბიჭი იბრალებს, რომ ჩემი შეყვარებულია, თან ისეთები, რომლებსაც არც კი ვიცნობ. ზოგჯერ ეს ძალიან მომაბეზრებელია, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. ფიზიკურად დროც არ მაქვს – ისე ვარ დაკავებული საკუთარი საქმეებით, რომ არაფრისთვის აღარ მრჩება დრო.

– გათხოვებას ჯერ არ გეგმავ?

– ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, გათხოვება ჯერ ადრეა! რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ამისთვის მზად არც ვარ. გუშინ დედა ხუმრობით მეუბნებოდა: ადრე ვნერვიულობდი, ნაადრევ ასაკში რომ გათხოვდეს, რა მეშველება; ახლა კი იმას ვნერვიულობ, საერთოდ რომ არ გათხოვდესო.

– რა თვისებები და ღირსებები უნდა ჰქონდეს მამაკაცს, რომელიც შენი რჩეული გახდება?

– რა საინტერესო კითხვაა... მე ძალიან მიზანდასახული ვარ. არასდროს არ ვნებდები, არც ერთ შემთხვევაში! ასე რომ, გვერდით ვერ ავიტან მამაკაცს, რომელიც სულ წუწუნებს და თავის წარუმატებლობას ცხოვრებას, მეზობლებს ან ამინდს აბრალებს. სულ მინდა, ვუთხრა: როცა წუწუნი მოუნდებათ, ჩაიხედონ სარკეში, ისე იწუწუნონ და როცა ნახავენ, რა სასაცილოდ გამოიყურებიან ამ დროს, იქნებ ცხოვრებაში აღარ გაუჩნდეთ წუწუნის სურვილი. მამაკაცი ძალიან ძლიერი და წარმატებული უნდა იყოს. უფრო მეტად ვაფასებ, როდესაც იწყებენ ნულიდან და ყველაფერს აკეთებენ მიზნის მისაღწევად! ამასთან, ძალიან რომანტიკული, მზრუნველი და ყურადღებიანი უნდა იყოს. რაც მთავარია, უზომოდ უნდა ვუყვარდე.

 

скачать dle 11.3