კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ სარძლოს ეძებს ნინო ჩხეიძე თავისი წლინახევრის დუდისთვის და სად ისვენებენ ისინი ერთად

ბევრს აქვს ცხოველების პანიკური შიში და, მათი სახლში ყოლა კი არა, მათთან მიახლოებაც კი ვერ წარმოუდგენია. სწორედ ასეთი შიში ჰქონდა ნინო ჩხეიძეს, სანამ მის სახლში პატარა, საყვარელი, პომერანიერის ჯიშის ძაღლი არ მიუყვანა მეუღლემ, რომელსაც დუდი დაარქვეს. დღეს კი მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია და სულ იმაზე ღელავს, მისი ოჯახის ახალ წევრს რამე არ წამოსტკივდეს.


ნინო ჩხეიძე: არასდროს მყოლია ცხოველები, რადგან, მათი პანიკური შიში მქონდა. სტუმრად თუ მივდიოდი, პირველად იმას ვეკითხებოდი, სახლში ძაღლი ან კატა ხომ არ გყავთ-მეთქი. თუ რომელიმე ჰყავდათ, არ მივდიოდი. 

– მხოლოდ ძაღლისა და კატის შიში გქონდა თუ ფრინველებისაც?

– მარტო ძაღლის და კატის კი არა, ბატის და კვატის ახლაც მეშინია (იცინის). დედაჩემსაც ეშინია ცხოველების. ბავშვობაში სულ მაფრთხილებდა, არ შეეხო, ხელი არ მოჰკიდოო  და, ვხუმრობ ხოლმე, მგონი, ცხოველების შიში გენეტიკურად დამყვა-მეთქი. სხვათა შორის, სულ ვამბობდი, თუ ოდესმე მოვინდომე სახლში ძაღლის მოყვანა, ჩათვალეთ, რომ ძალიან ცუდად ვარ-მეთქი (იცინის). ბავშვობაში ჩიტები კი მყავდა, მაგრამ, ვერ მოვუარე და დამეხოცა. მოკლედ, ჩიტის გარდა ყველაფრის მეშინოდა და, ვერ წარმომედგინა, ძაღლი ან კატა თუ ივლიდა ჩემს სახლში. 

– თუმცა, ახლა შენს სახლში უსაყვარლესი ძაღლი – დუდი ცხოვრობს. როგორ შეეგუე და საიდან მოხვდა ის შენთან?

– რაღაც პერიოდში, მოვინდომე, პატარა, „ბუ” ძაღლი მყოლოდა, ჩემი ქმარი წავიდა და ეს მომიყვანა. საყვარელი, კეთილი ლეკვი იყო და, რაც მთავარია, ძაღლის შიში გადამალახვინა. პომერანიერის ჯიშია, ჩინური წარმოშობის. გვეგონა არ გაიზრდებოდა, მაგრამ, შევცდით (იცინის). წესით, უნდა ყოფილიყო თეთრი, ფუმფულა და პატარა, მაგრამ, შეგვრჩა შავი,  დიდი და ფუმფულა დუდი. თუმცა, ახლა ისე მიყვარს, ვერც ერთ პატარა ძაღლში ვერ გავცვლი. ვერ წარმოიდგენთ, როგორი კეთილია. ისე უხარია ჩემი დანახვა, რომ მახტება და მეფერება. არადა, პატარა რომ იყო და ფეხებში მედებოდა, დისკომფორტი მქონდა და, ამის გამო, დილით, საწოლიდან რომ ვდგებოდი, ჩუსტების ნაცვლად, ბოტებს ვიცვამდი და ისე დავდიოდი (იცინის). დუდიც ბოტებზე მახტებოდა და ისე გამოხატავდა ჩემდამი სიყვარულს. ახლა კი ძალიან შევეჩვიე, ვეფერები კიდეც და ჩემი ხელითაც ვბან და ვუვლი.

– რამდენი წელია, დუდი შენთან ცხოვრობს  და რატომ დაარქვი ეს სახელი?

– წელიწადნახევარია, დუდი ჩვენთან ცხოვრობს. თავიდან, სახელზე რომ დავფიქრდი, ბევრი ვერსია მქონდა: კუსი, ბუსი, შმიკი, მიკი, მაგრამ, ბოლოს დუდი ვარჩიე. ეს სახელი „მესაყვარლა” და, თან, ჩემს ძაღლს ძალიან უხდება.

– დუდი შენს ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს არ ემტერება?

– მარტო ამაზე გვაქვს კონფლიქტი მე და დუდის (იცინის). არ დამავიწყდება, ერთხელ, ძვირად ღირებული ფეხსაცმელი ვიყიდე, უფრო სწორად, ჩამოიტანეს უცხოეთიდან და ნისიად წამოვიღე, ფული ნელ-ნელა უნდა გადამეხადა. მივიტანე სახლში გახარებულმა და დავაწყვე შემოსასვლელში. მაშინ დუდი ძალიან პატარა იყო. დილით ვდგები და, რას ვხედავ?! – მარტო პლასტმასის ქუსლი ჩანს. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. ძალიან ვეჩხუბე და ვურტყი ჩემს საცოდავ დუდის. ახლა კი ვნანობ, მაგრამ, მაშინ რომ არ მეცემა ჭკუას ვერ ისწავლიდა. ახლა, არ ეკარება ჩემს ფეხსაცმელებს, რადგან, იცის, რაც მოუვა. 

– როცა შენს სიმღერას უსმენს, რა რეაქცია აქვს?

– ჩემს სიმღერაზე რეაქცია არ აქვს, დუდის ჩემს ხმაზე  აქვს რეაქცია. რომ დავუძახებ მოფერებით: მოდი, დუდი, მოგეფერო-მეთქი, ყურებს მაღლა სწევს და მისი სახე უნდა ნახოთ. როცა პიანინოზე ვუკრავ, მომიჯდება გვერდით, მერე ორ ფეხზე დგება და ისე მისმენს. ძალიან უყვარს მუსიკა და, უნდა ნახოთ, ორ ფეხზე როგორ ცეკვავს.

– ცნობილია, რომ, ვისაც სახლში ცხოველი ჰყავს, დროთა განმავლობაში, ის პატრონს ემსგავება. შენ თუ აღმოაჩინე მსგავსება დუდისა და შენ შორის? 

– დუდი მგავს იმაში, რომ ძალიან მოსიყვარულეა, კეთილი და უყვარს მუსიკა. და, კიდევ, საკუთარი თავის ფასი იცის (იცინის).

– პასპორტში რა გვარი უწერია?

– ჩემს გვარს ატარებს, „დუდი ჩხეიძე” – ასე უწერია პასპორტში და ეს ჩემი მეორე შვილია, თანაც – ბიჭი. 

– ესე იგი, სარძლოს ვეძებთ?

– ჰო, სარძლოს ვეძებთ, მაგრამ, დუდის შესაფერისს. უცხოეთში რომ მივდივარ, დუდის სასტუმროში ვტოვებ ხოლმე, სადაც ძალიან კარგად უვლიან. იქ გაიჩინა შეყვარებული – ბონი, რომელიც საკმაოდ დიდია, ლაბრადორის ჯიშის და, თან, ჰყავს ქმარი. მაგრამ, დუდი ისეთი დაჯერებულია თავის თავსა და გრძნობებში და ისეთი ხასიათისაა, მაინც უმტკიცებს და ეფიცება სიყვარულს ამ ლაბრადორს. ახლაც რომ ვეკითხები, გინდა ბონისთან წაგიყვანო-მეთქი? მაშინვე ყურებს დაცქვეტს და შემომციცინებს. ასე რომ, ჩემი დუდი რომანტიკულია და იცის სიყვარულის ფასი (იცინის). მე კი, როგორც სადედამთილო, ლამაზ სარძლოს ვეძებ, რომ ლამაზი შვილიშვილები მყავდეს. ასე რომ, ბონი დავიწუნე და ახლა ულამაზესი, თეთრი, დუდის მსგავსი, პომერანიერის ჯიშის სარძლო მყავს შეგულებული. დუდიმ იმდენი პოზიტივი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, რომ, ახლა ვნანობ, ამდენი წლის განმავლობაში ეს რატომ მოვიკელი. იმდენად გულწრფელი და ალალი გამოხედვა იგრძნობა მისი თვალებიდან და ისე უხარია ჩემი არსებობა, ვფიქრობ, რომ ძაღლების სიყვარული ყველას უნდა შეეძლოს და მათი არ უნდა გვეშინოდეს. ბედნიერებაა, როცა ხედავ, როგორ სჭირდები, როგორ გრძნობს შენს დამოკიდებულებას და ისიც შენი ერთგულია. ახლა იმასაც კი ვფიქრობ, ძლიერი, „ავჩარკის” ჯიშის ძაღლი ხომ არ ვიყოლიო-მეთქი. 

– დუდის სათამაშოებითა და ლამაზი ჩასაცმელებით არ ანებივრებ?

– უცხოური საიტიდან გამოვუწერე ლამაზი სახლი, მაგრამ, ვერ მიხვდა, რა იყო და არაფრად ჩააგდო. ახლა მინდა, ლამაზი ქუდი და პალტო გამოვუწერო და გამოვპრანჭო ჩემი ბიჭი ზამთრისთვის. 

– ამ ზაფხულს სად დაასვენე შენი ბიჭი?

– საგურამოში, აგარაკზე წამოვიყვანეთ და, ეზო რომ დაინახა, ლამის გაგიჟდა – დარბის, დახტის, თამაშობს და თავის სტიქიაშია. ბედნიერია, რომ ჩემს სტუდიას გასცდა და მარტო ჩემი ყავის სმას არ უყურებს. დასასვენებლად წამოსულმა, იგრძნო რომ ძაღლია და ძალიან კარგად ისვენებს. ჩაკეტილ სივრცეში მართლა ცოდვაა ცხოველი, არ უნდა შეზღუდო, თუკი მასზე მართლა შეგტკივა გული და ხშირად უნდა გაიყვანო სუფთა ჰაერზე. 

– მერე, სახლში გაზრდილი ძაღლისთვის ღია სივრცეში ნებივრობა, ცოტა საშიში არ არის?

– სხვათა შორის, ამას წინათ, ნავთის ბოთლი ნახა ეზოში. ეტყობა, სუნი ვერ აიტანა – მივხვდი, ვერ იყო კარგად.  შემეშინდა, სასწრაფოდ დავბანე, გავასუფთავე, ფენით გავაშრე და მოვიდა ხასიათზე. თუ ძაღლი ოჯახის წევრად მიგაჩნია, ისე უნდა მოუარო, როგორც ნამდვილ ოჯახის წევრს. დუდის ადრე კანის დაავადება შეეყარა; როგორც გვითხრეს, გენეტიკურიც იყო და, თან – ვირუსულიც. ისე ვინერვიულე, ვერ აგიწერთ. სულ მეშინია, არ მომიკვდეს-მეთქი. ექიმიდან რომ მომიყვანეს და მის ტანზე ზოგ ადგილას კანი აცლილი და გადატყავებული დავინახე, ძალიან განვიცადე. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და დღეს სრულიად ჯანმრთელია. ახლა კი ისვენებს და კარგ გარემოშია – საგურამოს ჰაერს ყლაპავს, ნებივრობს და თავის გემოზე დარბის ეზოში.

скачать dle 11.3