“საქართველოს ლატარიის კომპანიას„ ახალი გამარჯვებული ჰყავს
25 აგვისტოს გათამაშებული ჯეკპოტის თანხა – 733 635 ლარი, გამარჯვებულს, თემურ ფხოველიშვილს გადაეცა. საზეიმო მიღება და დაჯილდოების ცერემონია კომპანიის ბეთინგცენტრში გაიმართა. „საქართველოს ლატარიის კომპანიამ“ მოწვეულ სტუმრებსა და ჟურნალისტებს შესთავაზა სპეციალური გათამაშება, სადაც ერთ-ერთი პრიზი ჩვენმა ჟურნალისტმაც მოიგო.
ჯეკპოტის გადაცემის საზეიმო ცერემონია წითელი ხალიჩის, ცოცხალი მუსიკისა და ფოიერვერკების თანხლებით გაიმართა.
თემურ ფხოველიშვილმა სტუმრებს ჯეკპოტის მოგების საკუთარი სტრატეგია გაუზიარა. ბატონი თემური ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორია და ერთ-ერთ კვლევით დაწესებულებაში მუშაობს. არის გამოგონებებისა და სტატიების ავტორი. ეროვნულ ლატარიაში მონაწილეობს „ლოტოს” პირველივე გათამაშებიდან და ამ დროის განმავლობაში მომგებიან ფორმულაზე მუშაობდა.
„საქართველოს ლატარიის კომპანიას“, პრიზის სახით, დღეისათვის 70 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული.