კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მობეზრდა მომხიბვლელი მაჩოს განსახიერება დათო კალანდაძეს და სად მოირგო მან მეძავის, დამლაგებლისა და მექსიკელი მცველის როლი

ქართველი მომღერალი დათო კალანდაძე უკვე წლებია, მოსკოვში ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ მან კარიერაზეც დაიწყო ფიქრი და მისმა წამოწყებამ ნამდვილად გაამართლა – დღეს ქართველი მომღერალი რუსულ შოუ-ბიზნესში პოპულარულია და მის შემოქმედებას უამრავი თაყვანისმცემელიც ჰყავს. ჩვენი რესპონდენტი თბილისში ორი კვირით ჩამოვიდა ოჯახისა და მეგობრების მოსანახულებლად. 

– დათო, რამდენი ხნით ესტუმრე თბილისს?

– ორი კვირით ჩამოვედი, მერე კი ისევ მოსკოვში ვბრუნდები.

– ახალი სიმღერაც ხომ არ ჩამოუტანე ქართველ მსმენელს?

– ამჯერად ერთი რუსული სიმღერა მაქვს ჩამოტანილი; ახალი კლიპიც გადავიღე, რომლის მსგავსიც არასდროს გადამიღია, ეს პირველი შემთხვევაა.

– რით განსხვავდება შენი სხვა კლიპებისგან?

– ისეთი სასაცილო კლიპია, ცხოვრებაში რომ არ გადამიღია. კლიპში ათ სხვადასხვა სახეს წარმოვადგენ: ვარ მექსიკელი მცველი, „ბოტანიკი აჩკებში,“ „უბორშჩიცა“, „პრასტიტუტკა“ და ასე შემდეგ. ჩვენებმა რომ ნახეს, საქართველოში აღარ შეგიშვებენ მაგ კლიპით, დაივიწყე ეგ ამბავიო.

– ვისი იდეა იყო ასეთი კლიპის გადაღება?

– რეჟისორისა და ჩემი ერთობლივად. დავიღალე ისეთი კლიპების გადაღებით, ყველგან რომ მაჩო და კრასავჩიკი ვარ. მინდოდა, კომედიური ჟანრის ვიდეო გადამეღო, ჩემი თავისთვის რომ დამეცინა. თან, ქართველებში, ხომ იცი, არ არის ასეთი რამ მიღებული და მაგრად ვიღადავე საკუთარ თავზე. მინდა გითხრა, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა ასეთი კლიპის გადაღება, თვეზე მეტი ვიღებდით, მონტაჟი ხომ – საერთოდ. ერთი პერიოდი კი ვინანე, რად მინდოდა ასეთი რთული კლიპი-მეთქი, მაგრამ, მართლა ძალიან მაგარი გამოვიდა. 

– სიმღერას რა ქვია?

– „მძინარე ქვეყანა.“ აქაც დავტოვებ კლიპს და, იმედი მაქვს, ქართველ მაყურებელს მოეწონება. პრეზენტაცია ახლახან მქონდა, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა. პრესნიაკოვით დაწყებული, რომელ ვარსკვლავს აღარ ნახავდით პრეზენტაციაზე. 

– კიდევ რა სიახლე გაქვს?

– ერთი ახალი პროექტი მაქვს – სამი კალანდაძე ვგეგმავთ სიმღერის ერთობლივად ჩაწერას.

– რომლები?

– ბესიკ კალანდაძე, ვახტანგ კალანდაძე, რომელიც რეპერია და მოსკოვში მოღვაწეობს და – მე. 

– სამი განსხვავებული კალანდაძე?

– ძველი, საშუალო და ახალი თაობის წარმომადგენელი კალანდაძეები.

– რა უნდა იმღეროთ?

– მუსიკა უკვე დავწერე, რომელიც თანამედროვე არანჟირებით იქნება, მისამღერი კი ძველი ქართული სიმღერიდან. ვახო რეპს წაიკითხავს, მისამღერს ბესო კალანდაძე იმღერებს, მე კი – იმპროვიზაციებს. ძალიან მაგარ პროექტს ვაკეთებთ და ვნახოთ.

– როდის მოვუსმენთ სამ კალანდაძეს?

– ალბათ, დრო ახალ წლამდე მაინც დაგვჭირდება. ბესო საქართველოშია, მე – რუსეთში, ვახო – გასტროლებზე და, ამიტომ, ორგანიზებაა ცოტა ძნელი. სხვა პრობლემა არ გვაქვს, მოლაპარაკებული ვართ ყველაფერზე. 

– აქ ყოფნის დროს კონცერტსაც ხომ არ გეგმავ?

– არა, ზაფხულია და ხალხიც არ არის თბილისში; თან, არა მგონია, საქართველოში ისეთ დონეს მივაღწიო, რომ სპორტის სასახლე გავავსო. 

– რუსეთში თუ გაქვს კონცერტები დაგეგმილი?

– იქ სულ მაქვს კონცერტები, ძირითადად – კლუბებში. კრიზისის მერე საკონცერტო დარბაზებს ვერავინ ავსებს, თუ არ ჩავთვლით კირკოროვს და კიდევ ერთ-ორ მომღერალს. დანარჩენები ძირითადად კლუბებში ვმღერით. 

– ბოლოს ინტერვიუ გასულ ზაფხულს ჩავწერეთ. ამ ხნის განმავლობაში როგორ განვითარდა შენი რეიტინგი?

– რუსეთში უკვე ძალიან აიწია ჩემი რეიტინგი – უკვე ბევრი მანქანიდან მესმის ჩემი სიმღერა, ტელეფონის ზარზე უყენიათ ხშირად „მეჟდუ ნამი ნებო,“ მუსიკალურ არხებზეც უფრო ხშირად ჩანს ჩემი კლიპები. საქართველოში როგორ არის საქმე, მართლა არ ვიცი, ეს თქვენ უნდა შემიფასოთ. 

– რეიტინგთან ერთად, თაყვანისმცემლებიც მოგიმრავლდებოდა.

– ოცდამეერთე საუკუნეში ვცხოვრობთ და რეიტინგი უკვე თავად შეგიძლია, განსაზღვრო, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით. ამის საშუალებას იძლევა „კონტაქტები,“ „ოდნოკლასნიკები,“ „ფეისბუქი“ და ასე შემდეგ. თავად საზღვრავ, მოგიმრავლდნენ თუ არა გულშემატკივრები. რადიოებსა და ტელევიზიებში ყოველთვის ატყუებენ ხალხს, ყველაფერში ფულს იღებენ. მაგალითად, რუსეთში ფული თუ არ გაქვს, არც ერთ რადიოში არ უნდა მიიტანო სიმღერა. დღეს კი ინტერნეტი ძალიან გვეხმარება მომღერლებს. დუეტი რომ ჩავწერე რეპერ დინო ემსისთან „ტი ბოლშე ნე მოია,“ არც ერთმა რადიომ არ მიიღო რუსეთში უფულოდ. ამ დროს, სოციალურ ქსელში რომ შეხვიდე, 6 მილიონი ნახვა აქვს ერთ ფანჯარაში, მთლიანად რომ შეკრიბო, ალბათ, 11 მილიონზე მეტი გამოდის. სიმართლე გითხრა, ეს უფრო მსიამოვნებს, ვიდრე ის, რომ რუსეთის „პირველ არხზე” ფული გადაიხადო და ისე დაგიტრიალონ კლიპი. თან, ისეთ კოლოსალურ თანხებზეა საუბარი, გაგიჟდები. ბოლოს იმდენი ქნა ინტერნეტის მომხმარებელმა, რომ ვეღარ დახუჭეს თვალი და „რუტევემ“ 2012 წლის საუკეთესო კლიპის პრიზი გადმომცა. დაილოცოს ინტერნეტი.

– არ შემიძლია, არ ვახსენო შენი პროდიუსერი ოქსანა, რომელიც ყოველთვის გვერდში გიდგას და შეუძლებელიც კი გააკეთა, რა თქმა უნდა, შენი ნიჭის წყალობით.

– ოქსანა რომ არ მყოლოდა, მე ვერაფერს გავხდებოდი, მით უმეტეს – უფულოდ. თან, ისეთი ზარმაცი ვარ, ყველაფრის გადადება მიყვარს. მაგრამ, როცა გვერდით ასეთი მენეჯერი გყავს, ყველაფერი კარგად მიდის.

 

скачать dle 11.3