კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის გიორგი ნაზღაიძისთვის კარგი „კაიფი“ და რატომ ხტუნაობდა საწოლზე და დარბოდა ის გიჟივით დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში

გიორგი ნაზღაიძემ, როგორც თავად ამბობს, მთელი ზაფხული საკმაოდ საინტერესოდ და კარგად გაატარა – ბევრი იმოგზაურა, იშოპინგა, გაგრილდა და კარგადაც დაისვენა. 

 

გიორგი ნაზღაიძე: საკმარისად ვიმოგზაურე და გავერთე. დუბაიშიც ვიყავი რამდენიმე დღით, თან – მარტო. მარტო დასვენება ჩემთვის „კაიფია“, რადგან, არ მყავს გვერდით ზედამხედველი. მეგობრები რომ მიდიხართ სადმე, ხომ იცი, იქ ყველა ერთმანეთის ზედამხედველია, მარტო კი შენ ხარ შენი თავის პატრონიც,  ზედამხედველიც და ყველაფერი. როცა გინდა და  რასაც გინდა იმას გააკეთებ. მოკლედ, იდეალური ვარიანტი იყო ჩემთვის. როცა ყველასგან განმარტოება და დასვენება გინდა, არ გინდა, ვინმეს აზრი მოისმინო, ასეთ დროს ყველას ვურჩევ, მარტო წავიდეს დასასვენებლად. ამ მხრივ დუბაი ნამდვილად ძალიან კარგია, თუმცა, თავგადასავლები არ გადამხდენია, ერთადერთი – დავიკარგე რამდენიმე საათით, ერთხელ კი კლუბში ისე სასტიკად დავთვერი, დაცვამ ამიყვანა სასტუმროში, მეცხრამეტე სართულზე. მერე მომინდა, აზრზე მოვსულიყავი, მუსიკას ბოლომდე ავუწიე, საწოლზე დავიწყე ხტუნვა და გიჟივით დავრბოდი. მეორე დღეს 500-დოლარიანი ჯარიმა მომივიდა – მეზობლების შეწუხების გამო. 

– ბევრის მსგავსად, შენც შოპოჰოლიკების სიაში წერიხარ. 

– შოპინგზე მაბოდებს. მინდა-არმინდა, მაინც ვყიდულობ, თითქოს ტანსაცმელი მეძახის – მიყიდეო. იმედია, ვინმე არ გაღიზიანდება, მაგრამ, ბოლოს დედაჩემმა დაითვალა და 164 თუ 165 პერანგი მაქვს სახლში, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ყველას ვიცვამ. აი, ეს პერანგი ახლა რაც მაცვია, დღეს მესამედ ჩავიცვი. ორი გარდერობი მაქვს, რადგან ერთში არ ეტეოდა; ორშიც რომ არ ეტეოდა ტუმბო ვიყიდე და სვიტრები იქ შევინახე. მაგრამ, მერე, პიჯაკები რომ არ ჩაეტია, იმისთვის კიდევ ერთი გარდერობი მიყიდეს. პლუს ამას, მთელ ოთახში შარვლები ყრია, რადგან, მათთვის ადგილი ვერ ვიპოვე.

– კიდევ რაში გიყვარს ფულის ხარჯვა? 

– ყველაფერში. ძალიან მხარჯველი ვარ, ამიტომაც, არასდროს არ მაქვს ფული. ბიუჯეტში სულ გარღვევაა და მერე ვფიქრობ, საიდან რა მოვიტანო. ჩემი მეგობრები სულ მეუბნებიან, არასდროს არ გაქვს ფული, მაგრამ, რამე რომ გვინდება სულ გვეპატიჟები, არაფერს არ იკლებო. მართლა არ მაქვს ხოლმე ფული, არ ვიცი, ხვალ რა უნდა გავაკეთო, თან, ვიღაცისთვის მაქვს ფული მისაცემი, მაგრამ, საბოლოოდ, იმასაც მივცემ ფულს და ზღვაზეც წავალ. ვიღაცეებმა კი მომაძახეს: არ მუშაობ, გაიძახი, ფული არ მაქვს, მაგრამ, ზღვაზე და მთაში შენ დადიხარ, არაფერს იკლებო. ჩემი პატარა ბიზნესი მაქვს, საიდანაც მაქვს თანხა. უბრალოდ, არ მინდა ამის აფიშირება. მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული და ბიზნესის მართვა ვიცი, მეხერხება. ჯერ დიდი ბიზნესი არ ჩამვარდნია ხელში, თუმცა, მინდა სამსახური, სტაბილური შემოსავალი. ამ შემთხვევაში, თანხაზე მეტად დასაქმებაა მნიშვნელოვანი, მინდა, ვიმუშაო. რაღაც დაპირებები ამ მხრივ არის, მაგრამ, ხომ იცი, როგორც ხდება საქართველოში: დაგპირდებიან და მერე არაფერს აკეთებენ. ასე ველოდები ორი წელია. ამ მხრივ უკვე მოლოდინის რეჟიმშიც აღარ ვარ. სამი პროფესია მაქვს, ერთით აქტიურად მიმუშავია და ისევ ვიმუშავებ. 

– რა და რა პროფესიები გაქვს? 

– იურიდიული – სამართალმცოდნეობა, მენეჯმენტი, ასევე, პიარის განხრით ვსწავლობდი და ადამიანის ფსიქოლოგიაც ვისწავლე. თუმცა, ამ მხრივ ვერ გამოვდგები – მე თვითონ ვარ, მგონი, უკვე ფსიქოლოგთან სატარებელი. იურისტი ჩემგან ვეღარ გამოვა, რადგან, მაშინ უნდა მივყოლოდი წლების განმავლობაში. როგორც მენეჯერს, მიმუშავია სხვადასხვა ობიექტზე, საკუთარი თავის „პიარშჩიკიც” ვარ. საკუთარი თავის პიარი საკმაოდ რთულია – ცოტა ტვინიც უნდა გქონდეს და უნდა გათვალო, ამას შემდეგში რა მოჰყვება და შენი რეაგირება როგორი იქნება; რაც მთავარია, ჩიხში არ უნდა მოექცე. შებერტყილი ადამიანი ვარ. ერთხელ, მახსოვს, ერთ ადამიანს ვუთხარი, შებერტყილი ხარ-მეთქი და არ ესიამოვნა. არადა, ჩემთვის შებერტყილი არის ჭკვიანზე ჭკვიანი ადამიანი, რომელიც წინასწარ საზღვრავს, რა როგორ იქნება. ასეთ ადამიანს ვაფასებ.

– მითხარი, მგონი, აქეთ მჭირდება ფსიქოლოგიო. როდესმე მიგიმართავს მისთვის სერიოზული პრობლემებით? 

– რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმიმართავს ფსიქოლოგისთვის, მისგან რჩევებიც მიმიღია, რომელიც მერე ცხოვრებაში გამომიყენებია. მქონდა ამ ცხოვრებაში ისეთი ეტაპიც, როდესაც ფსიქიატრის დახმარებაც დამჭირვებია, რადგან, როცა ამ სფეროში შემოვდიოდი, თავიდან რაღაცეებს ვერ გავუძელი. განსაკუთრებით, როცა რეალითი შოუში ვიყავი, მიწევდა სხვა ადამიანებთან ბრძოლა; თან, რეალითი შოუებს დიდად არ სცემდა საზოგადოება პატივს, აგრესია მოდიოდა, ამან გამოიწვია ჩემში დიდი სტრესი და საჭირო იყო ამ ყველაფრის დალაგება. როცა ფსიქოლოგთან მივედი, მან მითხრა: შენ უფრო დიდი პრობლემა გაქვსო და ფსიქიატრთან მომიწია სიარული – ამას არც ვმალავ. ახლა გამორიცხულია ასეთი რამ; შინაგანად ისე გამომიმუშავდა ყველაფერი, იქეთ გავუშვებ სხვებს. სიმართლის მთქმელი ვარ, თან, „ტონკად“ ვიცი თქმა, ისე, რომ ადამიანს ზუსტად მოხვდეს მტკივნეულ ადგილას. ასეთი რაღაცეები ყველას გვჩვევია, ნუ გამოვალთ ახლა „მამა აბრამის ბატკნები“. ეს ყველაშია, უბრალოდ,  გააჩნია, ვინ როგორ იყენებს. ზოგს შეუძლია, „ტონკად“ უთხრას ვიღაცას რაღაცა, ზოგი პირდაპირ ღრიალზე გადადის. ჩემთვის გულის ტკენა უკვე აღარ გამოვა. ადრე, მეგობრებთან მიმართებაში, როდესაც რაღაცას ვერ ხედავდნენ, გული მტკიოდა, რომ ვერ ხედავდნენ სიკეთეს, გაწვდილ ხელს და ასე შემდეგ. მათი დამსახურეება, დღეს ამდენი ჭაღარა, რომ მაქვს და, თითოეული ჭაღარის დამსახურებაა ის, რომ, მივხვდი: არავისზე არ უნდა გეტკინოს გული, გარდა ოჯახის წევრებისა. გულისტკენის თემა ჩემთან დახურულია: არ გინდა ჩემთან? ვერ დაინახე? სხვა გირჩევნია?! – წადი, კარგად იყავი. ამის გამოც არის, რომ, მხოლოდ ჭაღარები მაქვს, თორემ, სხვა მხრივ, ძალიან კარგად გამოვიყურები. ხალხს ისეთი პრობლემები აქვს, იმდენი გაჭირვებაა, რომ, სირცხვილია, ხმამაღლა მოყვე ის პრობლემები, რომლებიც მარტივად მოსაგვარებელი და ნაკლებად სანერვიულოა. 

– როდის იყო  შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი? 

– ეს იმ დროს იყო, როცა მეგონა, რომ არ მქონდა მომავალი, გასაქანი. იმ დროს მეორე უმაღლესს ვამთავრებდი, სამსახური არ მქონდა, არაფერი არ მქონდა. სიგარეტს ვყიდდი, შეყვარებულს დავშორდი, დაავადებამ შემომიტია – მოკლედ, ვფიქრობდი, ღირს თუ არა ცხოვრება-მეთქი, მაგრამ, იმ ადამიანების დახმარებით, რომლებიც ზურგს მაქცევდნენ, ფეხზე დავდექი; მათ მომცეს იმის სტიმული, რომ სირთულეები ასმაგად დამეძლია. 29 წლის ვარ და არავის მოვუყვანივარ აქამდე, არც ლუკმა გადმოუგდიათ... ამიტომ, როცა შენით აწყობ ყველაფერს, შენიშვნის მოცემის უფლება არავის აქვს და, შემიძლია, ბევრ რამეზე ჩემი აზრიც გამოვთქვა. ტიპაჟი ვარ ისეთი, რომელიც რაღაცეებს ეწინააღმდეგება, ანუ იმას, რაც ჩვენს მენტალიტეტში ზის. ვეწინააღმდეგები არა, უფრო სწორად, ჩემს აზრს გამოვთქვამ ხოლმე, რაც ადამიანების რაღაც კატეგორიას არ სიამოვნებს და ჩემი მისამართით აგრესია მოდის. 

– ცოტა ხნის წინ რაღაც შეგემთხვა...

– ოთხ პიროვნებას უნდოდა ჩემი დაყაჩაღება. იცოდნენ, მაღაზიაში რომელ საათზე შევდიოდი და გამოვდიოდი. მანქანაში უკან მედო ბეისბოლის „ბიტა“ და, ღამის 3-4 საათზე რომ ვიგრძენი, უკნიდან ვიღაცეები მიახლოვდებოდნენ, ერთს დავარტყი, მოვიგერიე, მაგრამ, ოთხს ვერ მოვერეოდი და ერთ-ერთმა უკნიდან თავში რაღაც ჩამარტყა. ყვირილზე ხალხი მოცვივდა და გაიქცნენ. ვერაფერი მომპარეს, მაგრამ, თავზე ტრავმა მქონდა მიღებული და წოლითი რეჟიმი დამინიშნეს. ვმკურნალობდი, რომ მეტ პრობლემაში არ გადაზრდილიყო, რადგან, ადრეც მაქვს ტვინის შერყევა რამდენჯერმე მიღებული და ექიმებს შიში ჰქონდათ. 

– რა ხდება პირად ცხოვრებაში? ხან ვისზე  დაგაქორწინეს, ხან – ვისზე... 

– არაფერი, ფლირტის დონეზე ხდება რაღაცეები. ხან შორენა ბეგაშვილზე დამაქორწინეს, ხან ბადურაშვილზე, კრისტიზე, ეკო ფანგანზე. კარგ გოგონებს კი მირჩევენ, მაგრამ, ყველა განათხოვარია, ქალიშვილი გოგო ჯერ ვერ მომიძებნეს. სერიოზული ურთიერთობა მქონდა, დამთავრდა და ამ ეტაპზე არ ვარ მზად ისევ სერიოზული ურთიერთობისთვის. თან, მივხვდი: კარიერისტი ვარ. ოჯახი და ურთიერთობები იმის მერე, როცა კარიერა იქნება, ერთად ვერ ვაწყობ ყველაფერს, კარიერა და ურთიერთობა მერე კონფლიქტში გადადის, რადგან, მაინც კარიერისკენ მივდივარ და ჩემი პარტნიორი ყოველთვის უკმაყოფილოა იმის გამო, რომ დროს არ ვუთმობ სათანადოდ. თან, როცა კარიერაში ყველაფერი წესრიგში არ მაქვს, აგრესიული ვხდები საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას, მეგობრებთან – არა. ამიტომ, ჯერ კარიერას უნდა მივხედო, კარგად დავდგე ფეხზე და მერე სერიოზულად შევხედავ ურთიერთობებს, არა ფლირტის დონეზე. მიყვარდა ერთი გოგონა და ქუჩაში, ერთ-ერთ პარკში, ერთ წამში დავამთავრე ურთიერთობა, რადგან, არ მიყვარს და არ მინდა ურთიერთობაში ზედმეტი ქაოსი, საქმეების გარჩევა, გულისტკივილი, დაქალების ჩარევა და მათ ჭკუაზე სიარული. მირჩევნია, იქ დამთავრდეს ურთიერთობა, იქ მეტკინოს გული, ვიდრე პერიოდულად სულ ტკივილი და იმედგაცრუება მქონდეს. 29 წლის ვარ და, ბავშვური „ლავ სთორები“ და საქმის გარჩევები ნამდვილად აღარ მინდა. გოგოც დიდი უნდა იყოს, ჩამოყალიბებული პიროვნება, იცოდეს, რა უნდა. პატარა გოგონას ნამდვილად ვერ გავზრდი. რა გაზრდა, რის გაზრდა, ჩემი თავი ძლივს გავზარდე. 

 

скачать dle 11.3