კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება ანი კეკუა გიჟურად ემოციური და რა ურთიერთობა აქვს მას არასასურველ თაყვანისმცემლებთან

ამ პატარა გოგომ ეკრანზე გამოჩენის დღიდან მიიპყრო ყურადღება  და შეაყვარა თავი მაყურებელს. მხიარული გოგონა, უშუალო, სუფთა და ლამაზი ხმის ტემბრით, პირველად „ნუცას სკოლაში” გამოჩნდა, შემდეგ იყო „ჯეოსტარი”, თავის შესაძლებლობები კი ბოლოს „ორ ვარსკვლავში” გამოავლინა, თუმცა, დიდი წარმატებები ანი კეკუას კიდევ წინ ელის.             

 

ანი კეკუა: სცენაზე რომ ვდგები, იქ მავიწყდება ყველაფერი, მიხარია და საერთოდ სხვა ადამიანი ვხდები ამ დროს. რომ დავწვები, ყურსასმენებს ვიკეთებ და, სანამ დავიძინებ, უცნაურ, ღრმა, სევდიან, დამაფიქრებელ მუსიკას ვუსმენ.  

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?    

– ჯერჯერობით პირად ცხოვრებაში ყველაფერი თავის ადგილზეა. ქალი ვარ და, რა თქმა უნდა, ჩემს ცხოვრებაშიც არის  ადამიანი, ვინც მიყვარს, მაგრამ, სერიოზულ ნაბიჯზე ჯერ არ ვფიქრობ. სანამ პოპულარული გავხდებოდი, მაშინაც იყო და ახლაც არის, თაყვანისმცემლები ხომ, სულ არიან და არიან.

– არასასურველ თაყვანისმცემლებს როგორ იშორებ თავიდან?

– არასასურველი თაყვანისმცემელი არ მყავს, ვინც მე მიცნობს, მათ იციან, რომ კარგად ვაგვარებ ასეთ საკითხებს, მეგობრულად; ანუ, ნაწყენი არავინ რჩება, შემიძლია, კარგად ავუხსნა. უხეშობა არ შემიძილია და ადამიანური ურთიერთობები ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის. როცა ვინმეს სიმპათია აქვს ჩემ მიმართ, მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ, შემიძლია, მეგობრულად ავუხსნა და ისე დავიჭირო დისტანცია, რომ მასთან მეგობრობა მაინც შევინარჩუნო.

– ძალიან ხალისიანი გოგო ხარ, სულ იცინი, სულ კარგ განწყობაზე ხარ. ეს, რაღაც მომენტში, ხომ არ გიშლის ხელს ადამიანებთან ურთიერთობაში? ზოგი ბოროტად იყენებს სხვების კეთილ და კარგ განწყობას.           

– კი, ხალისიანი ვარ; ადამიანებთან ურთიერთობაში, ზოგადად, მარტივი ვარ, კომუნიკაბელური, ადვილად შევდივარ კონტაქტში,  მაგრამ როცა შეყვარებულს ეხება საკითხი, სხვანაირი ვხდები – გრძნობებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. შემიძლია, ემოციურად რაღაც გიჟობა გავაკეთო. 

– მართლა? მაგალითად?

– მაგალითად, შემიძლია, უცებ ავდგე და შეყვარებულთან ერთად სადმე, ქალაქგარეთ წავიდე. ხომ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ მსგავსი რაღაცეების გაკეთება, არაფრის გამო არ იზამენ ამას, სიყვარულს სხვანაირად გამოხატავენ. მე ვფიქრობ, ეს გიჟური ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია ორი ადამიანის ურთიერთობაში.      

– სახლშიც მღერი ხოლმე შენთვის?                         

– ვმღერი ყველაგან, სადაც მინდა და როცა მინდა, განსაკუთრებით კი სააბაზანოში მიყვარს. დედაჩემი და მამაჩემი უკვე შეწუხებულები არიან ჩემი ამდენი სიმღერით. კარგი შეგრძნებაა, მარტო რომ ხარ საკუთარ თავთან და მღერი. საქმეს როცა ვაკეთებ, მაშინაც ვმღერი; სამსახურშიც გოგოები სულ მთხოვენ, რამე გვიმღერეო. რაღაცის გარეშე რომ არ შეგიძლია სახლიდან გასვლა, ზუსტად ასეა ჩემთვის სიმღერა.  

– სახლში როცა ხარ, რას საქმიანობ?             

– გარეთ ვხარჯავ მთელ ჩემს ემოციებს და იმდენად ვიღლები, სახლში რომ მოვდივარ, ვარ სრულიად მკვდარი. დედა და ბებია ყველაფერს თვითონ აკეთებენ სახლში, მე ვერაფერს ვასწრებ, დრო არ მაქვს. შვედეთში მარტო რომ ვიყავი, იქ დამჭირდა რაღაცეების გაკეთება და ვაკეთებდი, მაგრამ, სახლში როცა მყვანან ისეთი ადამიანები, რომლებიც, ვიცი, რომ ყველაფერს გააკეთებენ, მე აღარაფერს ვაკეთებ. 

– თვისება, რომელიც არ მოგწონს შენში.                

– მიუხედავად იმისა, რომ მეგობრებთან ურთიერთობაში და სცენაზე გახსნილი ვჩანვარ, მაინც მორიდებული ვარ. რამე რომ დამჭირდეს საქმესთან დაკავშირებით, ვერავისთან ვერ მივალ და ვერ ვთხოვ, არ შემიძლია. ხანდახან მეუბნებიან, ნუ ხარ ასეთი მორიდებულიო. შეიძლება, ძალიან მჭირდებოდეს რაღაც და კარგი იყოს პროექტისთვისაც, მაგრამ, არ შემიძლია, საკუთარი თავის პრეზენტაცია არ მიყვარს. სხვა ფაქტორებმა ითამაშა ამაში დიდი როლი. აი, „გაქექილი” რომ ჰქვია, ხომ იცი, ასეთი ვიქნებოდი დიდი სიამოვნებით. ამ ცხოვრებაში საჭიროა. 

– რას ნანობ?         

– მაგ კითხვაზე დავფიქრებულვარ, თუმცა, ალბათ, არაფერს შევცლიდი. ადამიანი ყოველთვის უშვებს შეცდომებს. სერიოზული შეცდომა არ დამიშვია, მაგრამ, პატარაობისას, ცოტა გონებაგაფანტული ბავშვი ვიყავი, ისე არ ვაქცევდი რაღაცეებს და ვიღაცეებს ყურადღებას, როგორც ახლა. შეიძლებოდა, ჩემი ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე სხვანაირად მოვქცეულიყავი.   

– შენი ცხოვრების რომელი პერიოდი გენატრება ყველაზე მეტად, ბავშვობას არ ვგულისხმობ. 

– მენატრება საქართველოში გატარებული უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი. სტუდენტური გასვლები, გართობა ბევრს ნიშნავს. აი, ამ პერიოდს დავაბრუნებდი სიამოვნებით. ერთხელ, ბათუმში წავიყვანე ჩემი თანაკურსელები ჩემთან, სახლში და ძალიან მაგარი დრო გავატარეთ. კარგი დრო იყო, დავდიოდით აქეთ-იქით კახეთში მივდიოდით, „მარშუტკას” ვიქირავებდით ხოლმე და, ხან სად წავიდოდით, ხან – სად. ერთხელ, მახსოვს, გამოცდებზე ყურსასმენებით ვიჯექი. გადაწერაში ყოველთვის შტერი ვიყავი, მემჩნეოდა – როგორ ვწითლდებოდი, იცი?! მეგონა, რომ ყველა ხედავდა. საერთოდ, ბეჯითი ბავშვი ვიყავი, მართლა მაგრად ვსწავლობდი, მაგრამ, თუ ისე მოხდებოდა, რომ ვერ მოვასწრებდი მომზადებას, ძალიან მრცხვენოდა. ახლა პირველად ვამბობ: პოლიტოლოგიაში მქონდა გამოცდა და ყურსასმენით დავწერე – დავიჭირე ტელეფონი და ჩემი მეგობარი სამი საათის განმავლობაში მკარნახობდა. 

– შენს გარეგნობაში რას შეცვლიდი, ანუ, არის რამე, რაც არ გაკმაყოფილებს?   

– ყოველთვის კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ და ხანდახან მეუბნებიან მეგობრები – კარგი, რა, რას წუწუნებო. მომწონს, როცა ქალი სულ ფორმაშია. ერთადერთი, სიამოვნებით გავხდებოდი, რადგან, პუტკუნა ვარ. დანარჩენს არაფერს შევცვლიდი, ღმერთს მადლობა! 

– როგორი წარმოგიდგენია შენი მომავალი მეუღლე, როგორი გახდება შენი ცხოვრება გათხოვების მერე – ფიქრობ ხოლმე ამაზე?       

– არავინ იცის, რა მოხდება ხვალ. დაგეგმილი არაფერი მაქვს, პირიქით, სპონტანურად მიყვარს ყველაფერი. მომავალი ქმარი, პირველ ყოვლისა, უნდა იყოს ჩემი ერთგული და ისე უნდა ვუყვარდე, გიჟდებოდეს ჩემზე. რადგან, ქალისთვის გრძნობაა ყველაზე მნიშვნელოვანი; შემდეგ, აუცილებლად უნდა იყოს მამაკაცური და სიმპათიური, შეიძლება, ღია ფერებიც ჰქონდეს, მაგრამ, ეშხიანი მამაკაცი უნდა იყოს; კიდევ, მთავარია, თავისი საქმე ჰქონდეს და უყვარდეს, რადგან, უსაქმური ადამიანების ატანა არ მაქვს. მე თვითონ ასეთი ვარ – სულ მინდა, რომ რაღაცას ვაკეთებდე, ვერ ვჩერდები. 

– ძალიან ბევრი ქალიც და მამაკაციც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მომავალი მეუღლის მატერიალურ მდგომარეობას. შეიძლება, ერთი მხრივ, კარგია, როცა წინ იხედები და ფიქრობ  შენს მომავალზე – ბუნებრივია, არ გინდა დაიჩაგრო და შენს შვილებს რამე აკლდეთ, მაგრამ, ზოგს ეს იდეაფიქსად აქვს ქცეული და სხვა დანარჩენი არ აინტერესებს. შენ რას ფიქრობ ამ საკითხზე? 

– შეიძლება, ღარიბი იყოს, არ ჰქონდეს დიდი მატერიალური  შესაძლებლობები, მაგრამ, ჰქონდეს იმის პოტენციალი, რომ თავის საქმეში გახდეს წარმატებული; იმდენი განათლება და ცოდნა უნდა ჰქონდეს, რომ რაღაცას მიაღწიოს ცხოვრებაში.  

– როგორ ფიქრობ, რა ასაკში იქნებოდა კარგი შენი გათხოვება?  

– ახლა 24 წლის ვარ. ალბათ, 30 წელია ქალისთვის ის მაქსიმუმი, როცა უნდა გათხოვდეს. ზოგადად, არ მივეკუთვნები იმ გოგოებს, ადრე რომ ყალიბდებიან ქალად შინაგანადაც და ვიზუალურადაც რომ ეტყობათ დაქალება. ძალიან მიზანდასახული ვიყავი ყოველთვის, პირველ ადგილზე გეგმაში სწავლა მქონდა, რაც, ვიცი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა უფრო ვარ მზად, ვიდრე მაშინ ვიყავი. თავში რომ უქრით გოგოებს, მართლა არ მივეკუთვნები მაგ კატეგორიას. 

– წარმოგიდგენია, ქმარმა რომ გითხრას, სცენაზე აღარ დაგინახოო?          

– არა, ისეთი ადამიანი იქნება ჩემ გვერდით, ვინც, დარწმუნებული ვარ, რომ სიმღერას არ დამიშლის. ის პატივს უნდა სცემდეს იმ საქმეს, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი სულიერი მდგომარეობა. ამის გარეშე ვიქნები ჩვეულებრივი, მოწყენილი გოგო და, არა მგონია, ჩემს ქმარს მოწყენილი მოვეწონო.        

 

скачать dle 11.3