კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო უნგრეთთან შეხვედრა ქართველი კალათბურთელების ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელი და არსებობს თუ არა პირველი ადგილის მოპოვების შანსი

კოტე ტუღუში თბილისში დაიბადა და გაიზარდა. დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, თუმცა, თავისი პროფესიით არასოდეს უმუშავია. კალათბურთი 10 წლიდან ცხოვრების წესად ექცა. თამაში შემთხვევით დაიწყო – დროის სიმცირეს არ უჩიოდა და, გადაწყვიტა, სპორტით დაკავებულიყო. იყო არაერთი წარმატება, გახდა საქართველოს ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე. მიიღო სერიოზული ტრავმა, რომლის წყალობითაც ოჯახი შექმნა. შემდეგ დასახულ მიზანსაც მიაღწია და დღეს საქართველოს კალათბურთის ნაკრების მწვრთნელია. 

 

– უნგრეთთან დაპირისპირების დროს თქვენი გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა ევროპის ჩემპიონატზე. მოელოდით გამარჯვებას?

– სიმართლე გითხრა, მოველოდით. ეს დღე ემოციებით იყო დატვირთული, ძალიან ვნერვიულობდით. ვიცოდით, იოლი არ იქნებოდა ევროპაზე გასვლა. მაყურებელს იმედი გავუცრუეთ სამი  ჩავარდნილი მატჩით. სწორად აღნიშნეთ, რომ ეს შეხვედრა  ჩვენი ყოფნა-არყოფნის განმსაზღვრელი იყო. უნგრეთთან მაქსიმუმი ვაჩვენეთ – 20 ქულით დავამარცხეთ მოწინააღმდეგე. მინდა დავამატო, რომ ეს არ იყო მარტივი ბრძოლა. გვაქვს შედეგის გაუმჯობესების შანსი, თუ პორტუგალიას დავამარცხებთ.

– მეორეადგილოსანთა ექვსეულში მოხვდით?

– ჯერჯერობით მეორე ადგილს ვინარჩუნებთ, მაგრამ, პორტუგალიასთან შეხვედრა იქნება გადამწყვეტი. (ინტერვიუ ჩაწერილია 25 აგვისტოს – ავტორი).

– პირველი ადგილის შანსი გვაქვს?

– გვაქვს  პირველ ადგილზე გასვლის შანსიც, მაგრამ, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული: უნგრეთმა ჩეხეთი საკუთარ მოედანზე უნდა დაამარცხოს, ჩვენ კი პორტუგალიას უნდა მოვუგოთ.

– რა მოხდა ჩეხეთში, 19 ქულა რატომ დავკარგეთ?

– ჩეხეთი და საქართველო  თავიდანვე  ამ ჯგუფის ფავორიტებად ითვლებოდნენ და  გამართლდა კიდეც ეს მოსაზრება. არც უნგრეთია ცუდი ჯგუფი, მან ძალიან კარგად ითამაშა საკუთარ მოედანზე და დაგვამარცხა კიდეც ერთი ქულით; ასევე, ჩეხეთშიც კარგი შედეგი აჩვენა – 3 ქულით დაწინაურდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩეხეთი უნგრეთში დიდ წინააღმდეგობას შეხვდება, არ გამოვრიცხავ უნგრელების გამარჯვებას, უფრო მეტიც, იმედი მაქვს, რომ მოიგებენ. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს თამაშს ჩეხეთში, იცით, რომ გასვლითი მატჩი საკმაოდ რთულია. არც კალენდარი იყო ჩვენთვის საუკეთესო. მესამე თამაში დაგვემთხვა – ვიყავით უნგრეთში, პორტუგალიაში და, ბოლოს – ჩეხეთში. საკმაოდ გადაღლილები იყვნენ ბიჭები. იმ დღეს ჩეხებმა ყველაფერში გვაჯობებს და სამართლიანად დაგვამარცხეს, ანგარიშით 67:86 დასრულდა თამაში, სამწუხაროდ, ჩეხების სასარგებლოდ.

– თუმცა, საქართველოში 11 ქულით მოვუგეთ ჩეხებს...

– კი, ნამდვილად. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში. საერთოდ, საკუთარ კედლებში ყველა გუნდი კარგად თამაშობს, თან, როდესაც გულშემატკივრები გახვევია ირგვლივ. უნგრეთთან თამაშისას 9 000 ადამიანი იყო სპორტის სასახლეში მოსული. მათ შეასრულეს ის როლი, რაც ეკისრებოდათ და წვლილი შეიტანეს თამაშის პროცესში.

– გულშემატკივრები ახსენეთ. რამდენად მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა თამაშის დროს?

– ენით აუწერელია ეს ყველაფერი, ვერ გადმოგცემთ, რა ძალა აქვს ამ ხალხს. მეც ვიყავი სპორტსმენი და მითამაშია. არის რაღაცეები თამაშის დროს, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ, მაყურებელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მაგარი შეგრძნებაა, როდესაც საკუთარ კედლებში ხარ და დარბაზი სავსეა; თითოეულ მომენტში გრძნობ მათ მხარდაჭერას. უნგრეთთან თამაშისას, ყოველ წამში იგრძნობოდა მათი გვერდში დგომა, ის მოზღვავებული ენერგია, რომელიც ჩვენამდე მოდიოდა. ამ თამაშის მოგებას მინიმუმ 10 ქულით ვვარაუდობდით, მაგრამ, გულშემატკივარი არ მოგვეშვა და ფარ-ხმალი არ დაგვაყრევინა, ბოლომდე გვაბრძოლა, არ მოგვცა მოდუნების საშუალება. ისეთი სტიმული ჰქონდათ ბიჭებს მხარდამჭერებისგან, რომ მაქსიმალურად დაიხარჯნენ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო. თქვენ,  მაყურებლები,  ჩვენი სტიმული ხართ. ამ გამარჯვებას ვულოცავ სრულიად საქართველოს. მესმის, რომ აქამდე არ იყვნენ ჩვენით კმაყოფილები. სიმართლეს გეტყვით და, ვერც იქნებოდნენ – არ ვთამაშობდით ისე, როგორც მაყურებელი მივაჩვიეთ. მაგრამ, ვფიქრობ, რომ უნგრეთთან თამაშმა ყველაფერს გადაუსვა ხაზი. ყველაფერი ცუდი წარსულს ჩავაბარეთ და ახლა უფრო კარგ „ტალღაზე“ ვართ. 

– ჩავარდნის მიზეზი რა იყო?

– რთულია ჩავარდნის კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი, ბევრი მიზეზი შეიძლება  იყოს. ზემოთ კალენდარი ვახსენე, თუმცა, მხოლოდ კალენდრით ვერ გავიმართლებთ თავს. შარშან თორნიკე შენგელია და ზაზა ფაჩულია აკლდნენ შემადგენლობას, ამიტომ, სულ სხვა გუნდი იყო და, შესაბამისად, სხვა კალათბურთის თამაში მოგვიწია. წელს დაგვიბრუნდნენ ბიჭები, თუმცა, დაგვაკლდნენ მანუჩარ მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი. ეს ოთხი ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია გუნდისთვის, დიდი ცვლილებები მოჰყვება მათ ყოფნა-არყოფნას. რთულია მცირე დროში მინუსების აღმოფხვრა. სასიხარულოა, რომ ჩვენს ძირითად მიზანს მივუახლოვდით, ვგულისხმობ ევროპაზე გასვლას. მოვლენებს არ გავუსწერებ წინ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დიდი ნაბიჯი გვაქვს გადადგმული და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. 

– გიფიქრიათ ოდესმე, რომ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გახდებოდით?

– საერთოდ, მწვრთნელობაზე იმ შემთხვევაში ვფიქრობდი, თუ კარიერის დამთავრების შემდეგ სხვა გზით ვერ წავიდოდი. კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა. ბოლო წლებში უფრო მიტრიალებდა თავში ის აზრი, რომ მწვრთნელი გავმხდარიყავი, მომწონდა ეს საქმიანობა. როცა ვთამაშობდი, მეგობართან ერთად ბავშვებთან დავიწყე მუშაობა გამოცდილების მიღების მიზნით. ბოლო წლები ვითამაშე „არმიაში“ და ყველა შეხვედრა მოვიგეთ, ამავდროულად, გავხდი საუკეთესო მოთამაშე საქართველოში. ამ დროს მივიღე სერიოზული შემოთავაზება, მემუშავა მწვრთნელის რანგში, საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბ „არმიაში“. დიდხანს არ მიფიქრია ამ შემოთავაზებაზე, დავთანხმდი და ამის შემდეგ ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, რომ სწორი გზით წავედი. ვცდილობ, ვიყო წარმატებული მწვრთნელი და  გავიზარდო. მინდა, გამოვადგე ჩემს სამშობლოს.

– კალათბურთში სიმაღლის გამო მიგიყვანეს?

– სხვათა შორის არა, კალათბურთში სრულიად შემთხვევით მოვხვდი. ჩემი და დადიოდა კალათბურთზე და, ერთხელ, ვარჯიშზე დასასწრებად მივედი – მინდოდა, გამეგო, რა იყო კალათბურთი. იქვე იყო ბიჭების მწვრთნელი და მითხრა, რატომ არ ვარჯიშობო – ასე ვთქვათ,  მოწვევა მივიღე მისგან (იცინის). მეც თავისუფალი დრო ბევრი მქონდა და, გადავწყვიტე, თამაში დამეწყო. მაშინ დაახლოებით 10 წლის ვიყავი. მას შემდეგ დავრჩი და კალათბურთი გადამექცა ცხოვრების წესად. საკუთარი სურვილით დავიწყე სიარული, თუმცა, დადგა ის ეტაპიც, როდესაც მარტო ჩემი სურვილი არ იყო საკმარისი და ამ დროს გადამწყვეტი როლი ჩემმა ოჯახმა ითამაშა.

– თბილისის „დინამოში“ ტრავმის მიღების შემდეგ მალევე დაქორწინდით...

– მაშინ საკმაოდ სერიოზული ტრავმა მივიღე, რის გამოც ერთი წელი გამიცდა. ეს სპორტსმენისთვის ძალიან დიდი დარტყმაა, ერთი წელი დიდი დროა. მაგრამ, მეორე მხრივ, გამიმართლა და ამ ტრავმის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, მეგობარმა გამაცნო. ნათქვამია, ცუდს კარგი მოსდევსო და მეც ამიხდა (იცინის). გაცნობიდან ერთ წელიწადში დავქორწინდით. 10 წელი გახდება, რაც ერთად ვართ. გვყავს სამი შვილი: 8 წლის მარიამი, ანასტასია ერთი წლით პატარაა მარიამზე, ალექსანდრე კი ახლახანს გახდა 2 წლის. ტრავმამ, მართალია, დაღი დაასვა ჩემს სპორტულ კარიერას, მაგრამ, ბევრი კარგი რამ მოხდა მას შემდეგ: მოედანზე დაბრუნებულმა,  მოვახერხე აღდგენა; გავხდი საქართველოს ჩემპიონი და საუკეთესო მოთამაშე. ვიტყვი, რომ 2005 წლიდან დღემდე თითოეული დღე კარგად მახსენდება. ჩემთვის სპორტული წარმატება უკავშირდება იმ პერიოდს, როდესაც საქართველოს ნაკრებში ვთამაშობდი. 

– ზოგადად, ნათქვამია, რომ სიყვარული ათას სიგიჟეს გაკეთებინებს ადამიანს. შეყვარებულობის პერიოდში მსგავსი რამ ჩაგიდენიათ?

– იმ მომენტისთვის, ალბათ, ბევრი რამ იყო მსგავსი.  როცა გიყვარს, ყველაფერზე ხარ წამსვლელი. ერთს გავიხსენებ: ექვსი თვით მომიწია უცხოეთში წასვლა. ამ პერიოდის განმავლობაში ტელეფონით ვეკონტაქტებოდი ჩემს მომავალ მეუღლეს, თან, ასე ვთქვათ, საწყისი ეტაპი გვქონდა შეყვარებულობის და უცებ დაშორება  ორივესთვის მძიმე იყო. გუნდში ორდღიანი დასვენება მომცეს, ამიტომ, გადავწყვიტე, სიურპრიზი გამეკეთებინა და თბილისში ჩამოვედი ისე, რომ მან არაფერი იცოდა. თან, ახალ წელს დაემთხვა ჩემი მოულოდნელი ვიზიტი – საახალწლო საჩუქარი გავუკეთე (იცინის). მართალია, ორი დღით ჩამოვედი, მაგრამ, ნამდვილად მიღირდა თუნდაც ერთი საათი მასთან ყოფნა. 

– ვიცი, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვთ მანდილოსნების მიმართ....

– ზოგადად, ყველა ქართველი კაცი თავს იწონებს, რომ მანდილოსნების მიმართ პატივისცემით გამოირჩევა. გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ, თანაბარია ჩემთვის ქალი და მამაკაცი. ვცდილობ, არავის ვაწყენინო და შეძლებისდაგვარად თავაზიანი ვიყო. ჩემი დევიზია: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.

– გენდერულ ბალანსს ოჯახშიც ინარჩუნებთ?

– რა თქმა  უნდა. ზედმეტი უფლებებით არ ვსარგებოლობ და არც მაქვს პრეტენზია.

 

скачать dle 11.3