კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორ მოვუარო კტენანტას ზრდის პერიოდში?

პასუხი: კტენანტას ზრდის დროს ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ხშირად დანამეთ ან სველკენჭებიან ლანგარზე დადგით, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას. ზამთარში დამატებითი კვება მას არ სჭირდება.

კითხვა: რა ტემპერატურაა საჭირო დენდრობიუმისთვის?

პასუხი: ეს ორქიდეა დაბალ ტემპერატურასაც იტანს და, სხვა ორქიდეებისგან განხვავებით, ტროპიკული სიცხე არ სჭირდება, თუმცა, ტენი არ უნდა მოაკლდეს. ზაფხულობით 20-24 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ, ზამთრობით კი – 10 გრადუსზე.

კითხვა: როგორი რეჟიმით მოვრწყა ეპიპრემნუმი?

პასუხი: გაზაფხულზე და ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ, სანამ მორწყავთ, ნიადაგს შეშრობა უნდა აცალოთ. მცენარის ზრდის პერიოდში მიწა სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. ამ დროს არც დამატებითი საკვები სჭირდება.

კითხვა: ბეგონიას გახარება მინდა. ხომ ვერ მირჩევთ, როგორ როგორ მოვიქცე, რომ იოლად გავზარდო?

პასუხი: 2,5-სანტიმეტრიანი ღეროს ფოთოლი მიწაში ისე ჩარგეთ, რომ ფოთოლი მიწის ზემოთ დარჩეს და ორ თვეში თქვენ ახალი მცენარე გექნებათ. საერთოდ, გამჭვირვალე ხუფი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ხელსაყრელია მცენარისთვის.

კითხვა: როგორი განათება მოსწონს რეოს?

პასუხი: რეოს უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ, თუ მცენარეს მზის გულზე დადგამთ, ფოთლები გაუხუნდება და ძველებურ ეფექტს დაკარგავს. ნათელი სასტუმრო ოთახი ამისათვის საუკეთესო ვარიანტია.

კითხვა: იოლია იზოლეპისის გაზრდა?

პასუხი: მართალია, ეს მცენარე ბუნებაში წყლის პირას იზრდება, მაგრამ მას ოთახის პირობებშიც მშვენივრად გაახარებთ. ის ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ, მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგით. ეცადეთ, რბილი წყლით მორწყათ ხოლმე.

კითხვა: მინდა ჩინური ვარდი დავაბუჩქო, როგორ მოვიქცე?

პასუხი: დიდ ქოთანში ის, შეიძლება, ორ მეტრამდე ან უფრო მაღალიც კი გაიზარდოს, მაგრამ, თუ გსურთ, რომ მცენარემ ბუჩქის ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად უნდა გასხლათ და ის აუცილებლად შეწყვეტს სიმაღლეში ზრდას. გასხვლა ყვავილობას არ ვნებს.

კითხვა: ბინაში მადაგასკარული ჟასმინი მაქვს, რომელმაც ამ ბოლო დროს მოიწყინა. რის ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი: ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებასა და დაბალ ტენიანობას. შეეცადეთ, რომ მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ და შეამოწმეთ მისი ნიადაგი – შეიძლება, უკვე გამომშრალია და მორწყვა სჭირდება.

კითხვა: როგორი განათება და ტემპერატურა სჭირდება კალიზიას?

პასუხი: მას უყვარს კაშკაშა სინათლე. მისთვის იდეალურია დილის ან საღამოს მზე, რამდენიმე საათით. კარგია ოთახის ტემპერატურა 18-24 გრდუსი, ზამთარში კი 10 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურა საფრთხეს შეუქმნის მცენარეს.

 

скачать dle 11.3