კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცხოველური რეკორდები

რეკორდსმენები მხოლოდ ადამიანებში არ არსებობენ, არამედ ცხოველთა სამყაროშიც მრავლადაა.

სირბილში რეკორდი ლეოპარდს აქვს დამყარებული. მოკლე დისტანციაზე ის 100 კილომეტრ/საათში ანვითარებს. მაგრამ მაინც ვერ ეწევა ანტილოპას, რადგან სწრაფად იღლება ანუ, მარათონულ დისტანციებზე ლეოპარდი ანტილოპასთან მარცხდება. ანტილოპა საათში 65 კილომეტრის სიჩქარით გარბის, თანაც 6 კილომეტრზე.

ფაუნის ყველაზე, ყველაზე სწრაფია შევარდენი საპსანი. მას შეუძლია, საათში 322  კილომეტრი განავითაროს. შეჯახებისა და ნისკარტის ჩარტყმის სიმძლავრე კი ისეთია, რომ ზოგჯერ მსხვერპლს თავიც სწყდება.

მწერებს შორის ყველაზე სწრაფია ამერიკული ტარაკანი, რომელსაც წამში იმაზე 50-ჯერ გრძელი დისტანციის გარბენა შეუძლია, ვიდრე მისი საკუთარი სხეულია. თუმცა, საერთო ჯამში, ტარაკანის სიჩქარე არც ისე დიდია – სულ რაღაც 4-5 კილომეტრი საათში.

მსოფლიოში საუკეთესო მხტომელად მიჩნეულია არა კენგურუ, არამედ ისევ ლეოპარდი. მისი ნახტომის სიმაღლე 4,5 მეტრია. კენგურუს ნახტომის მაჩვენებელი კი სამ მეტრს არ აღემატება.

სიგრძეში ყველას „თავზე ახტება“ დელფინი. ის ექვსი მეტრის სიგრძეზე ხტება.

როგორ გგონიათ, ვის აქვს ყველაზე ბევრი კბილი დედამიწაზე?

რა თქმა უნდა... ჩვეულებრივ, ბაღის ლოკოკინას. მას 25 ათასი კბილი აქვს. თუმცა, ლოკოკინა სრულიად უწყინარია.

ყველაზე ბევრი ფეხი აქვს აფრიკულ, შავ მრავალფეხას. მისი სიგრძე 38,7 სანტიმეტრია, სხეულის დიამეტრი – 6,7 სანტიმეტრი... პატარაა, სამაგიეროდ, 256 ფეხი აქვს. თუმცა, ჩქარა მაინც არ გადაადგილდება.

ვის შეუძლია ყველაზე დიდხანს გაძლოს უწყლოდ? – აქლემს? სულაც არა – კლდის ციყვუნიას, რომელიც სამხრეთ მექსიკაში ბინადრობს და შეუძლია, წყალი 100 დღის განმავლობაში არ დალიოს.

 

скачать dle 11.3