დაბადების რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე
ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღესა და რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. დღეს გაგაცნობთ, თუ როგორი ხასიათი და თვისებები აქვთ ამა თუ იმ რიცხვში დაბადებულ ადამიანებს.
1, 10, 19 და 28 რიცხვში დაბადებულები ინდივიდუალისტი არიან; აქვთ განსხვავებული შეხედულებები, არიან ჯიუტები და მიზანსწრაფულები; ასევე, შეუძლიათ, შემოქმედებითად მიუდგნენ ყველა საქმეს, რითიც არ უნდა იყვნენ დაკავებული. ისინი გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებითა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20 და 29 რიცხვში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა, ამიტომ ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21 და 30 რიცხვში დაბადებულები ძალიან თავმოყვარეები არიან, არ ემორჩილებიან სხვებს. ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას თავიანთი მიზანდასახულობით. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტლექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარითა და ინტუიციით.
4, 13, 22 და 31 რიცხვში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, მელანქოლიურობის გამო ხშირად ითრგუნებიან; გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით; არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. ასევე, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
5, 14 და 23 რიცხვში დაბადებულები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. მოქმედების დროს ახასიათებთ იმპულსურობა. აქვთ მისწრაფება, რომ იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით; ასევე, არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები; გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
6, 15 და 24 რიცხვში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, ამავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16 და 25 რიცხვში დაბადებულები გამოირჩევიან ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალურობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი, მახვილი ინტუიცია. ადვილად შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება.
8, 17 და 26 რიცხვში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლნი და სწორედ ამის გამო, გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. ასევე, გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, ამავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევებიც კი.
9, 18 და 27 რიცხვში დაბადებულები არიან სხვების მიმართ გულმოწყალეები, თანაგრძნობას უწევენ გარშემო მყოფებს, არიან ეგოისტები, თუმცა, შეუძლიათ მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. ახასიათებთ სხვების დახმარება. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა.
ასე რომ, თუ გსურთ, ადამიანის ხასიათი შეიტყოთ, გაიგეთ მის დაბადების რიცხვი და ასე გაარკვიეთ, რა კუთხით უნდა მიუდგეთ მას.