კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 15 ივლისს, საღამოს 23 საათზე. დავამთავრე საავიაციო ფაკულტეტი. მინდა უცხოეთში წასვლა. თუ მირჩევთ იქ კარიერის გაგრძელებას?

პასუხი: ავიაციის სფერო თქვენთვის დამაბრკოლებელია. ამიტომ, თუ ორმაგი ძალისხმევა, შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა არ გამოავლინეთ, ისე წარმატებას ვერ მიაღწევთ. საერთოდ, პროფესიული თვალსაზრისით, თქვენთვის უკეთესია ისეთი სფეროები, როგორებიცაა: ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმე. რაც შეეხება უცხოეთს, თქვენი კოსმიური მისია უკავშირდება სამშობლოს. ამიტომ, თქვენთვის მთავარია ოჯახის შექმნა, სტაბილურობა ნათესავებთან ურთიერთობაში და პატრიოტიზმი. დროებით კი, მაგალითად, ცოდნისა და კაპიტალის დასაგროვებლად, კარგია შემდეგი ქვეყნები: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, შოტლანდია, ჰოლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, ნორვეგია, დანიის ჩრდილოეთი ნაწილი, მექსიკა, კუბა.

კითხვა: მე დავიბადე 1985 წლის 23 მაისს, დილის 7 საათზე, ჩემი რჩეული კი – 1983 წლის 9 თებერვალს. გაგვიმართლებს თუ არა სამომავლოდ ურთიერთობა სასიყვარულო-საოჯახო თვალსაზრისით?

პასუხი: ურთიერთობა თქვენ შორის, საერთო ჯამში, მისაღებია როგორც წლების, ასევე, თვეების მიხედვით. ხასიათში ბევრი მსგავსებაა, რაც სამომავლოდ ჰარმონიულ ურთიერთობას გპირდებათ საოჯახო და სასიყვარულო თვალსაზრისით.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 2006 წლის 19 ოქტომბერს. მაინტერესებს, რა არის მისი კარმული მისია დედამიწაზე და რომელ პროფესიაში ელის მას მეტი წარმატება სამომავლოდ ასტროლოგიური კუთხით?

პასუხი: თქვენი დის კარმული მისიაა, იყოს მომავალში აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი; ასევე, უნდა იყოს ლიდერი, უშიშარი, მებრძოლი. დაეყრდნოს კეთილშობილებას. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია. შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი მისთვის კარგი და წარმატების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიული დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: მე დავიბადე 1989 წლის 10 იანვარს, ღამის საათებში, ჩემი რჩეული კი – 1990 წლის 2 იანვარს, დილის საათებში. როგორ შევეწყობით ერთმანეთს?

პასუხი: თქვენი ურთიერთშეწყობა საშუალოა. წლების მიხედვით, ეს, ხუთბალიანი სისტემიდან შეიძლება სამი ბალით შევაფასოთ. დასავლური კალენდრით, ურთიერთგაგება იქნება, მაგრამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციებიც არის მოსალოდნელი. თუ შეძლებთ თვითკონტროლს, დათმობას, მაშინ ურთიერთობა ოთხი ბალით შეფასდება.

скачать dle 11.3