კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო ქართული ყველის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება

დაახლოებით თვე-ნახევარია, რაც თბილისში „ყველის სახლი“ გაიხსნა, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, არა მხოლოდ ტრადიციულად ცნობილი რამდენიმე სახეობა, არამედ უამრავი სახის ქართული ყველი, რომელთა აღმოჩენა და ფართო ასპარეზზე გამოტანა პროექტ „ქართული ყველის“ ხელმძღვანელს, ქალბატონ ანა მიქაძე-ჩიკვაიძის სახელს უკავშირდება.

როგორც ქალბატონი ანა თავად აღნიშნავს, ეს ეროვნული პროექტია, რომლის მიზანიც ქართული ყველის პოზიცირება და იმ სიმაღლემდე აყვანაა, რომელზეც დღეს თუნდაც ქართული ღვინო დგას, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით.

 

– ქალბატონო ანა, თავდაპირველად, თქვენ შესახებ გვიამბეთ.

– მე ვარ ანა მიქაძე, პროექტ „ქართული ყველის“ ხელმძღვანელი. 7 წელია, ამ პროექტზე ვმუშაობ. თავიდან ვმუშაობდი, როგორც ფოლკლორის ტექნოგრაფი. თუმცა, არც ფოლკლორისტი ვარ და არც ეთნოგრაფი. პროფესიით ფილოლოგი ვარ. მაგრამ, ზოგადად, ქართული სამეურნეო კულტურით დავინტერესდი.

– რამ გამოიწვია თქვენი ინტერესი?

– სამეურნეო კულტურის პოზიციების გადასახედიდან, ყველაზე გამოუკვლევი და დაუფასებელი საქართველოში რძის პროდუქტები იყო.  ჩვენთან ძალიან კარგად არის პოზიცირებული ღვინო, თაფლი და ასე შემდეგ. უსამართლოდ  გახლდათ დაჩაგრული ყველი, რომლის მხოლოდ 4 სახეობა იყო ცნობილი: იმერული, სულგუნი, გუდა და ქარხნის.

თავდაპირველად, ლიტერატურაში დავიწყე ქართული ყველის სახეობების ძიება, შემდეგ ექსპედიციებიც იყო და საკმაოდ ბევრი სახეობა აღმოვაჩინე.

– პირველი ნაბიჯის გადადგმა, მით უმეტეს მაშინ, როცა წინამორბედიც არ გყავს, რთულია.  თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

– საქმეს მარტო შევუდექი, რადგან მაშინ ეს თემა არავის აინტერესებდა. ყველს რომ ვახსენებდი, ფეხები უკან მრჩებოდა, რადგან ყველას ეცინებოდა და არასერიოზულად უყურებდნენ ამ საკითხს. უცხოელები მეუბნებოდნენ, რომ ჩვენი ყველი ძალიან მარილიანია და არ მოსწონდათ. ქართველი ექსპერტებისგანაც არ იყო სახარბიელო შეფასებები. მაგრამ, როგორც გითხარით, ლიტერატურას გავეცანი და იქ მარტო ჩამონათვალიც კი იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, გადავწყვიტე, უკან არ დამეხია. ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ დაიბადა პროექტი „ქართული ყველი“. ჩვენ გვაქვს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ჭურჭლის ასლები. აქედან ერთ-ერთი ყველის ჭურჭელია, რომელსაც 6 000 წლის ისტორია აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ერთია, როცა ლიტერატურას კითხულობ, მუზეუმში ნივთს ნახავ და მეორე, როცა ექსპედიციაში გადიხარ და თავად ადევნებ თვალს მათი დამზადების წესს. ასე ნელ-ნელა, სოფელ-სოფელ შეიქმნა პროექტის პირველი ქარგა.

– როდის იყო პირველი სერიოზული გამოხმაურება.

– პროექტი 2004 წელს დაიწყო. როგორც გითხარით, თავიდან არასერიოზულად უყურებდნენ. მაგრამ, გადავწყვიტე, ყველასთვის დამემტკიცებინა, რა შეეძლო ქართულ ყველს. ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ჩემს სიგიჟეს დაუჯერეს და გვერდში დამიდგნენ. ეკონომიკის სამინისტროში განაცხადი მქონდა შეტანილი, მაგრამ გამოხმაურება არ იყო.

2010 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გამართა ღვინის კონგრესი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. კონგრესს დასჭირდა გაფორმება და მოგვმართეს ჩვენ. ყველის ფესტივალი სიღნაღში გაიმართა. უცხოელებში ქართულ ყველს მაინცდამაინც კარგი სახელი არ ჰქონდა. ის ოთხი სახის ყველი, რომლითაც მათ რესტორნებში უმასპინძლდებოდნენ, არ მოსწონდათ. ამიტომ, ავტობუსებიდან ჩამოსვლას არც აპირებდნენ.

მე, ჩემი მხრივ, ბევრ ადამიანთან ვიყავი შეთანხმებული: მეყველეებთან, მოცეკვავეებთან, ქალბატონი მზია აფრიდონიძე დამპირდა, კონცერტს გაგიკეთებო და ასე შემდეგ. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ მაშინ ამას სერიოზულად არავინ უყურებდა, ეს დაპირებები ყასიდად ნათქვამად ჩავთვალე და შეიძლებოდა არც არავინ მოსულიყო. ბოლოს და ბოლოს ჩემი ბიუჯეტი 1 000 დოლარს შეადგენდა და ისიც ნასესხები მქონდა. ამ ყველაფრის გამო ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მართლა სასწაული მოხდა. სიღნაღში, ბებრის ბაღში ვიჯექი და ზუსტად იმ დროს, როცა ფესტივალი უნდა დაწყებულიყო, უამრავი ავტობუსი მოვიდა. 10 წუთში იქაურობა გაივსო. მარტო იმერეთმა ისეთი სანახაობა მოაწყო, ეგ ღირდა ყველაფრად. ფანდურებით, გიტარებით, დოლებით, ნაციონალურ-კუთხური ტანსაცმლით იყვნენ მოსულები. მღეროდნენ. დაწნული ღობე გამართეს. ქალბატონმა მზიამაც შეასრულა დანაპირები და კონცერტი გამართა. ყველიც უამრავი მოიტანეს. ადგილს ვერ ნახავდით, სადაც საინტერესო რამ არ ხდებოდა და უამრავი ხალხი არ იყო.

მეღვინეებიც ჩამოვიდნენ, მაგრამ ყველის გასინჯვას არ აპირებდნენ. ებრაულმა ჯგუფმა კამეჩის მაწონი და „ტენილი“ ყველი გასინჯა და ყველას ურჩია გასინჯვა. მათი გაოგნებული სახეები უნდა გენახათ, როცა ყველს აგემოვნებდნენ.

ფრანგი მეღვინეების დელეგაციის ხელმძღვანელი მეორე დღეს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: „ხალხნო, ვიცი, რომ ძალიან კარგი ღვინო გაქვთ, მაგრამ მე გუშინ აღმოვაჩინე ქართული ყველი. მსგავსი გემოსი და ასეთი მრავალფეროვანი პროდუქცია ჯერ არსად შემხვედრია. ხელები ამიწევია“. უკვე შემდგომ პერიოდში მსგავს შეფასებას ძალიან ბევრჯერ შევხვდი.

– ამ მომენტისთვის რა მასშტაბებს მოიცავს „ყველის სახლი“?

– ჯერ კიდევ მწირი მასშტაბები გვაქვს, თუმცა იმედის მომცემი მდგომარეობაა. რაც მთავარია, მოხდა საშინაო თუ საგარეო აღმოჩენა. შეიძლება, მთელმა მსოფლიომ არ იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა – ჩვენს ერთ-ერთ ყველს, „ტენილს“ „იუნესკომ“ კულტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. შემდეგ ზოგმა ფერმერმა აიტაცა მისი რეცეპტი და თვითონაც დაიწყო დამზადება.

– ასეთ შემთხვევაში თქვენთან შეთანხმება უხდებათ ფერმერებს?

– ამ საქმიანობის გამო სოფელში გადავსახლდი, სადაც პატარა საწარმოს ვაშენებ. იქ ექსპერიმენტებს ვატარებ და ვაპირებ, ჩემი შემუშავებული სახეობის ყველის დამზადებას. ეს ეთნოგრაფიული საწარმო იქნება, მუზეუმის დატვირთვით და ნებისმიერ მსურველს არა მხოლოდ მისი დათვალიერების, არამედ პროცესში მონაწილეობის საშუალებაც ექნება. მაგრამ ამ მომენტისთვის მე არ ვარ არც ერთი ყველის ავტორი. უბრალოდ, ვიპოვე ისინი და  დავარეგისტრირე. სურსათის უზრუნველყოფის სამსახურმა ახლახან შექმნა ნორმა, რომლის თანახმად, თუ ვინმე ჩემ მიერ „საქპატენტში” დარეგისტრირებულ ყველს წაიღებს, მე შემიძლია ვუჩივლო. აქამდე ასე არ იყო. თუმცა, არავის ჩივილს არ ვაპირებ. პირიქით, რაც მეტი გააკეთებს, უკეთესია. მთავარია, თუ ამზადებენ, არ დაარღვიონ ტექნოლოგია და წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად ვუჩივლებ. თუმცა, საქართველოსთვის ეს ყველაფერი ჯერჯერობით ცოტა ადრეა.

– ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობთ?

– წელიწადში ერთხელ ტარდება ფესტივალი. ახლა ვემზადებით კავკასიური ყველის ფესტივალისთვის. საჭიროა, ჩვენმა ბაზარმა ნახოს, რა ხდება მეზობელ სახელმწიფოებში და კონკურენციაში ჩაებას, რაც დადებითად აისახება ჩვენს წინსვლაზე.

– რამდენი ხანია, რაც მაღაზია გახსენით და  აქტიურია თუ არა მომხმარებელი?

– ეს არის მაღაზია-კაფე, შოუ-რუმის ტიპის. სადაც იფინება ჩვენი პროდუქტი. თვე-ნახევარია, რაც გავხსენით. ვერ ვიტყვი, რომ მომხმარებელი ძალიან აქტიურობს. გახსნის მეორე დღეს მარხვა დაიწყო, ზაფხულია და ქალაქიც დაცარიელდა, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ფაქტორები გათვალისწინებული გვქონდა. შედეგის მიხედვით გეტყვით, რომ ეს ბიზნესი წამგებიანი ნამდვილად არ არის. განვითარების დინამიკა ძალიან კარგია. თუმცა, ის არ არის, რაც უნდა იყოს. უფრო მეტად დაინტერესება არის საელჩოებიდან, კორპორატიული საღამოებიდან, ივენთებიდან, ბანკებიდან... „თიბისი ბანკს“ ჩავუტარეთ ყველის და ღვინის ფესტივალი. ხშირად გვირეკავენ ქორწილისთვისაც. ერთხელ უზარმაზარი ქორწილი გავაფორმეთ წინანდალში. სადაც ყველის მაგიდა ცალკე იყო და ხალხი თეფშებით იდგა რიგში. ცნობილი ადამიანების წვეულებებსაც ხშირად ვაფორმებთ.

– როგორი ფასები გაქვთ?

– ჩვეულებრივ, ყველზე (გუდა, იმერული...), რომლის შეძენაც ყველგან შესაძლებელია, ჩვენთანაც ტიპური ფასებია. მაგრამ, ყველის განსაკუთრებულ სახეობებს, რომლებიც იშვიათია, მომხმარებელიც იშვიათი ჰყავს. რასაკვირველია, მას ფასიც შესაბამისი აქვს. თუმცა, ადეკვატურ ყველს ევროპაში ათჯერ მეტი ფასი აქვს.

– უახლოეს მომავალში, მასშტაბების გაზრდას თუ გეგმავთ?

– ამისთვის მხოლოდ მე არ ვარ საკმარისი. მასშტაბების გაზრდისთვის, ქართული ყველის ტირაჟირების პირობების შექმნისთვის, სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ძალისხმევაა საჭირო.

 

скачать dle 11.3