კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ძლიერი მოტივაცია

 

როგორი ნეგატიურიც არ უნდა იყოს, შური ერთ-ერთი ძლიერი მოტივატორია. ზოგჯერ ასეთივე მოტივატორია ეჭვი. გააჩნია, რამ გამოიწვია ეჭვი და რა ემოციები აღძრა ჩვენში. თუმცა, აუცილებლად გასათვალისწინებელია ის, რომ შურიც და ეჭვიც დამანგრეველია ჩვენი ფსიქიკისთვის. ამიტომ, უმჯობესია, ავიცილოთ ისინი... შემთხვევით არაა, რომ ყველა რელიგიაში შურიც და ეჭვიც მძიმე ცოდვად არის მიჩნეული. მაგრამ, როგორც ყველაფერს, ამ ქვეყანაზე ამ ორ საშინელ გრძნობასაც აქვს მეორე მხარე, ანუ სულ ცოტა პოზიტივი. მაგალითად, თუ ქალი ეჭვიანობს მამაკაცზე, ის ეცდება, ყველანაირად გაიუმჯობესოს გარეგნობა. შეიცვალოს სტილი და აიმაღლოს თვითშეფასების უნარი. ეს ეჭვის პოზიტიური გამოვლინებაა და თუ მაინც ეჭვიანობთ, ჯობია, ენერგია ამ მიმართულებით მიმართოთ და არა სავარაუდო მოწინააღმდეგის განადგურებისკენ. ყველა სიტუაციაში უნდა გიყვარდეს საკუთარი თავი და გჯეროდეს იმის, რომ არავისზე ნაკლები არ ხარ. შურს და ეჭვს თუ თქვენს სამსახურში ჩააყენებთ, ამით მხოლოდ მოიგებთ. შეადგინეთ თქვენთვის პროგრამა, როგორ გახდეთ უკეთესი და იმოქმედეთ. აჯობეთ იმ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც დაგიგროვდათ. მაშინ შური და ეჭვი მოტივაციად იქცევა.

ქალს ყოველთვის აქვს უნარი, მოერიოს საკუთარ ემოციებს და არ წავიდეს თვითგანადგურებისკენ. მთავარია, მოინდომოს და იმაში, რაც მისთვის ცუდია, აუცილებლად იპოვის სარგებელს.

ასე რომ, გაითვალისწინეთ თქვენი ძლიერი მხარეები და ყველაფერი კარგად იქნება.

 

ვაკეთებთ და არ ვფიქრობთ

 

ქალების მთავარი პრობლემა ის არის, რომ ხშირად ემოციით და სპონტანურად მოქმედებენ. უშვებენ სერიოზულ შეცდომებს და ვერც აცნობიერებენ, რას აშავებენ ამით. მაგალითად, ვის არ უწუწუნია დაქალთან საკუთარ ქმარსა და ოჯახურ პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას მიაჩნია, რომ სწორად იქცევა. უშვებს „ორთქლს“ დაქალთან, აგრესიისგან იცლება და ქმართან უკვე დამშვიდებული ბრუნდება. სინამდვილეში, ეს სერიოზული შეცდომაა. ჯერ ერთი, ადრე თუ გვიან, ყველა დაქალი დაიღლება თქვენი პრობლემებით და მეორე დაქალს მოუყვება, როგორ მოაბეზრეთ თავი... ფიქრობთ, რა არის ამაში ცუდი, თუკი ახლობელ ადამიანს საკუთარ სატკივარზე მოუყვებით და ნუგეშს მისგან მიიღებთ. მაგრამ, პრობლემა, რამაც თქვენს მეგობართან მოგიყვანათ, მოუგვარებელი რჩება და დიდი შანსია, თავი ხელახლა და მეტი სიმწვავით იჩინოს.

მეორე პრობლემაა ოჯახური კამათის გარეთ, საჯაროდ გამოტანა, რაც ისევ თქვენ მოგიტანთ უსიამოვნებას. ჭორებს დაუდებს სათავეს, რაც ძალიან არ მოგეწონებათ. საერთოდ არ გაგახსენდებათ, რომ ჭორების გავრცელებას თავადვე შეუწყეთ ხელი და ძალიან გაბრაზდებით ყველა მეგობარზე, ვინც რთულ წუთებში არ გიერთგულათ.

და კიდევ... რაც ხშირად გალანძღავთ მეუღლეს მეგობრებსა და ნათესავებთან, მით ცუდად მოექცევიან ისინი მას. ქმართან ურთიერთობას გამოასწორებთ და ძალიან გეწყინებათ, როცა დაინახავთ, რომ თქვენი ახლობლები პატივს აღარ სცემენ კაცს, რომელიც გიყვართ. დამნაშავე თავად იქნებით – რეპუტაცია ხომ თქვენ გაუფუჭეთ... ამიტომ, იფიქრეთ... იქნებ უკეთესი გამოსავლი მოიფიქროთ...

 

მე ასეთი ვარ... მიმიღე!

 

ფსიქოლოგები ერთხმად ამტკიცებენ, რომ ყველა ბედნიერ ოჯახს რეცეპტი ერთი აქვს. პრინციპი ერთია, როცა საქმე წყვილის წარმატებულ ურთიერთობას ეხება. სკეპტიკოსებისთვის ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ნამდვილად არსებობენ წყვილები, რომლებიც ერთად დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ და ერთხელაც არ უჩხუბიათ. ყველა პრობლემას, რომელიც მათ აქვთ, სრული თანხმობით, მშვიდი საუბრებით ჭრიან და აგვარებენ. პარალელურად, არსებობენ ისეთი წყვილებიც, რომლებსაც გაძლება არ შეუძლიათ ხმაურის, ჩხუბის, ემოციური აფეთქებების გარეშე. ისინიც, თავის მხრივ, ბედნიერები არიან... შეიძლება, ამიტომაც არსებობს გამონათქვამი: „სულელს ცოლ-ქმრის ჩხუბი მართალი ეგონაო“. სკანდალებს მართავენ, ამტვრევენ ჭურჭელს... მაგრამ ისევ ერთად არიან „ტონუსამაღლებულები“. მაინც რაშია ბედნიერების საიდუმლო?

პირველი და მთავარი – მუხის ხისგან საახალწლო ნაძვის ხე არ გამოვა. ჯობია, არც იოცნებოთ ამაზე. ანუ, ერთმანეთი ისეთი უნდა გინდოდეთ, როგორებიც ხართ სინამდვილეში. ყველა მცდელობა პარტნიორის ხასიათის შეცვლისა, მარცხით დასრულდება და თან გაიყოლებს თქვენს ურთიერთობასაც... შეეცადეთ, ყოველდღე გიხაროდეთ ის, რომ სწორედ ამ ადამიანის გვერდით იღვიძებთ და ერთად ხართ. თქვენ ხომ ძალიან, ძალიან გინდოდათ მასთან ყოფნა. მაშინ მზად იყავით, მიგეღოთ ის, თავისი ნაკლითაც და ღირსებითაც. ხოლო თუ გინდათ ისწავლოთ, როგორ გაუგოთ თქვენს მეორე ნახევარს უკეთ, უბრალოდ, იფიქრეთ მასზე უფრო ხშირად, ვიდრე საკუთარ თავზე.

 

არ ვილაპარაკოთ?!

 

სრულფასოვანი კომუნიკაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია ნებისმიერი ურთიერთობისთვის. ამის გარეშე ყოვლად შეუძლებელი გახდება წყვილის თანაცხოვრება. ქორწინებაში სტაბილურობას განსაზღვრავს როგორც კარგი და რეგულარული სექსი, ასევე ნორმალური კომუნიკაცია. თუ წყვილს ერთმანეთის არ ესმის, შეუძლებელია მათ შორის სიყვარულზე ლაპარაკი. ბუნებრივია, ლტოლვა და ვნება არ გამოირიცხება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს.

ცოლ-ქმარი ერთმანეთს ხშირად უნდა ელაპარაკებოდეს. ნებისმიერ თემაზე და, რაც მთავარია – გულითადად, ისტერიკის, პრეტენზიების და ურთიერთის მიმართ ბრალდებების წაყენების გარეშე.

კიდევ ერთი უმთავრესი პირობა ნორმალური, სრულფასოვანი ურთიერთობისთვის ერთმანეთისთვის კომპლიმენტების თქმაა – ორმხრივად სასიამოვნოა და სტიმულის მომცემი. წესად შემოიღეთ, არ დაიგროვოთ წყენა და თუ რამე არ მოგეწონებათ, მაშინვე უთხარით ერთმანეთს. გაარკვიეთ გაუგებრობა და მაშინვე შერიგდით.

თბილი, ალერსიანი სიტყვების გარეშე, ქალს განსაკუთრებით უჭირს... ის თითქოს შინაგანად „ქრება“, როგორც ყვავილი უწყლოდ ჭკნება და ცხოვრების ხალისს კარგავს. მამაკაცებსაც ძალიან უყვართ კომპლიმენტები. როცა კაცს არ აქებენ, მას არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება. კარგავს საკუთარი თავის რწმენას და შესაბამისად, პრობლემები უჩნდება კარიერაშიც. რატომ უნდა დამენანოს კეთილი სიტყვა ადამიანისთვის, რომელიც მიყვარს?! – იფიქრეთ ამაზე და იზრუნეთ ერთმანეთის კარგ განწყობაზე!

 

ჯადოსნური ფრაზა

 

„გმადლობ, რომ არსებობ!“ – ეს ის სიტყვებია, რომელიც ნებისმიერ ქალს, თუ ამას პარტნიორისგან მოისმენს, საოცარ სტიმულს მისცემს, შეუძლებელს შეაძლებინებს და მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

სამწუხაროდ, მხოლოდ იშვიათი უმცირესობა მამაკაცებისა, ახერხებს იმას, მიხვდეს – ქალს რა სჭირდება. არადა, მას ბევრი სულაც არ სჭირდება. ყურადღება და სულ ცოტა სითბო. რატომ უჭირთ მამაკაცებს, გაიღონ ეს ელემენტარული?! ვერ ხვდებიან თუ არ ხვდებიან?! ამ კითხვაზე პასუხი არ არის ადვილად მოსაფიქრებელი. ალბათ, ისევ მამაკაცებმა უნდა გვიპასუხონ, მაგრამ ისინი დუმან. ეს ის თემაა, რომელსაც გაურბიან...

ფსიქოლოგები კაცებსაც ურჩევენ, მეტი დრო დაუთმონ საკუთარ მეორე ნახევრებს, იყვნენ მათ მიმართ ყურადღებიანები და გულისხმიერები... ნუ იძუნწებენ კომპლიმენტებში და ზოგჯერ მაინც უთხრან საალერსო სიტყვები. კაცები თუ ამას დაიჯერებენ, მხოლოდ მოიგებენ და პრობლემებიც  ნაკლები ექნებათ.

ქალს სჭირდება სულ რაღაც სამი-ოთხი ჯადოსნური ფრაზა. მათ კაცი თავადაც შეარჩევს. თუკი გულწრფელად მოინდომებს აამოს საყვარელ მეორე ნახევარს, შესაფერის სიტყვებსაც იპოვნის.

მაგრამ ზოგჯერ მთავარი პრობლემა ის არის, უნდა კი საერთოდ მამაკაცს, მისი ცოლი ბედნიერი და გახარებული იყოს, შეიგრძნოს საკუთარი ქალობა და დატკბეს ამ სიხარულით. ძალიან ცოტა კაცს თუ ესმის, რა დიდი პლუსია მათთვის სწორედ ასეთი, სრულფასოვანი ქალის გვერდით ცხოვრება.

скачать dle 11.3