კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითვლება გველის მოკვლა დიდ ცოდვად და როდის ხდება ის ჩვენი ბედის წინასწარმეტყველი

ამბობენ, თუ ადამიანი თავის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და მოვლენებს გულისყურით დააკვირდება, ბევრ უბედურებას აიცილებს თავიდანო. ეს სიმართლეა და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს. ზოგჯერ გაფრთხილებასაც ვიღებთ ამა თუ იმ ფორმით და ამას ყურადღებას არც კი ვაქცევთ, არ ვითვალისწინებთ, რომ რაიმე ცუდის მანიშნებელი შეიძლება იყოს ეს ყოველივე, შემდეგ კი მომხდარს სასწაულს ან ბედისწერას ვაწერთ.

 რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნინო, საკმაოდ საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა. სწორედ მისგან შევიტყვეთ, რომ ერთი შეხედვით საშიში ქვეწარმავალი, თურმე, შესაძლოა, ადამიანს მფარველადაც კი მოევლინოს.

 

ნინო: წარსულში არაერთი სასწაულის მომსწრე ვყოფილვარ. ადრე არ ვაქცევდი ამას ყურადღებას, ახლა კი, ყველაფერი კარგად რომ გავაანალიზე და ვიცი, რა შეიძლება მოხდეს ცხოვრებაში სასწაულისა თუ გაფრთხილების სახით, თავს უფლებას ვაძლევ, ხმამაღლა ვისაუბრო ამაზე. 

– მაგრამ, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ამ ყველაფერს თუ ყურადღება მივაქციეთ და ყველაფერი გულთან ახლოს მივიტანეთ, შეიძლება, ფსიქიკური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდეთ, ან უკეთეს შემთხვევაში, ნერვულ აშლილობამდე მივიდეთ.

– გეთანხმებით, მაგრამ, არც იმის იგნორირება შეიძლება, რომ ყველაფერი შემთხვევითობა არ არის. მგონი, დაფიქრებად ღირს ის მოვლენები, რაც ჩვენ გარშემო ხდება და ამას შემთხვევითობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, – უმრავლესობას მაინც. როცა გააანალიზებთ და მიხვდებით, რომ თავისთავად არაფერი ხდება და დაფიქრდებით იმაზე, რომ, შეიძლებოდა, ბევრი უსიამოვნო ამბისთვის აგერიდებინათ თავი, მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. პირადად მე, ყოველ წვრილმანს ვაკვირდები და, ჩემს პატარა ოჯახთან, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად, მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს. ბევრი სასწაულიც გადამხდენია, ეგრეთ წოდებული, „უთქმელი” გაფრთხილებებიც დავიჯერე და, მერწმუნეთ, უამრავ ამოუცნობ დეტალს ჩავწვდი. არადა, როცა მეგობრები და ნაცნობები მიყვებოდნენ თავსგადახდენილ უცნაურ ამბებს, ამაზე ბევრს ვიცინოდი. ვამბობდი, ნეტა, თავიანთი მონაყოლის თუ სჯერათ-მეთქი. ბევრჯერაც მიხუმრია – წადით ფსიქიატრს გაესინჯეთ, სრულ  ჭკუაზე არ ხართ-მეთქი. 

– რამ შეცვალა თქვენი დამოკიდებულება მსგავსი ამბების მიმართ და როდის მიხვდით, რომ სასწაულები მართლაც ხდება?

– ვიწამე, როცა თავად შევეჯახე სასწაულს. ახლავე გიამბობთ: ეს ამბავი დაახლოებით ოცი წლის წინ მოხდა. ერთ-ერთი თანაკურსელის, ნინოს დაბადების დღე იყო და მეგობრები დაგვპატიჟა. რაჭის მთიან სოფელში ცხოვრობდა. ზაფხული იყო, გამოცდები ჩაბარებული გვქონდა და, ვიფიქრეთ, წავალთ, გავახარებთ, დაბადების დღეს მივულოცავთ, თან დავისვენებთ კიდეცო. ექვსი მეგობარი ჩავედით – ოთხი გოგო და ორი ბიჭი. მართლაც, რომ დაგვინახა ნინომ, გადაირია სიხარულით. იმ საღამოს კარგად წავუქეიფეთ და გვიან ღამით დავწექით დასაძინებლად. ორსართულიანი სახლი ჰქონდათ და მეორე სართულზე დაგვაწვინა. კიბეზე რომ ავდიოდი, შევნიშნე კიბის ქვემოთ, სარდაფთან ახლოს, ბებიამისი იდგა და ხელში რძით სავსე ჯამი ეჭირა, თან რაღაცას ბუტბუტებდა. ნინოს სიცილით ვუთხარი: ბებიაშენი კიბის ქვეშ დავინახე, იდგა ჯამით ხელში და რიტუალს ატარებდა-მეთქი. მან კი სრული სერიოზულობით მომიგო: ბებიაჩემი ყოველ საღამოს ასხამს ჯამში რძეს და დგამს – ჩვენი სახლის სარდაფში, გველი ბინადრობს და მისთვის აკეთებს ამასო. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და ყურადღება არ მივაქციე. ღამით ადგომა დამჭირდა საპირფარეშოსთვის. კიბეზე რომ ჩამოვედი, ჯამი დავინახე კიბისთავში, თუმცა მასში რძე აღარ ესხა. კი გამიკვირდა, ნეტავ, რატომ აღარ ასხია-მეთქი, მაგრამ, ვისთვის მეკითხა? მოკლედ, მეორე დილით ნინოს ბებომ სუფრა გაშლილი დაგვახვედრა. სწორედ მაშინ ვიხელთე დრო და  ვკითხე იმ ჯამის შესახებ. მიპასუხა, სტუმრები ხართ, შვილო და, არ მინდა, შეშინდეთ. ამიტომ, უმჯობესია, ამ კითხვაზე არ გიპასუხოთო. ისეთი ინტერესიანი ვარ, მე დამაოკებდა?! გადავეკიდე, გინდა თუ არა, მითხარით და არ შემეშინდება-მეთქი. აი, მისი მონაყოლის შემდეგ კი დავფიქრდი და მივხვდი, რომ ადამიანები დიდ ცოდვას ჩავდივართ, როცა ქვეწარმავალს დაუნდობლად ვკლავთ, გვეშინია მისი, გვეზიზღება და არც მის „უთქმელ” გაფრთხილებას ვაქცევთ ყურადღებას.

– ასეთი რა გიამბოთ თქვენი თანაკურსელის ბებიამ ქვეწარმავალზე?

– წლების წინ, როდესაც ნინო გაჩნდა, მის დაბადებას დიდი ზარ-ზეიმით შეხვედრიან, რადგან, ბავშვი მშობლებს ათწლიანი ლოდინის შემდეგ გაუჩნდათ. მანამდე ორი შვილი ჰყოლიათ გარდაცვლილი და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა ოჯახში. მოკლედ, როცა ნინო 4 წლის გამხდარა, ბაბუამისს ეზოში, კაკლის ხის ძირში, პატარა ხის ოთახი აუშენებია და კრამიტით გადაუხურავს, რომ ბავშვს იქ ეთამაშა. ნინოს  ძალიან მოსწონებია ეს სახლი და მთელი დღე იქ თამაშობდა. ერთ დღესაც, როცა კარი გამოუღია, შიგნით დაგრეხილი, უშველებელი გველი დახვედრია. ბავშვს შიშისგან დაუკივლია და გული წასვლია. მის კივილზე ბაბუამისი გამოვარდნილა, გველს გამოჰკიდებია, მაგრამ ვერ დასწევია. ის სახლი დაუნგრევია და იმ ადგილას ბავშვს შორიახლოსაც არ აკარებდა – არ გაახსენდეს ქვეწარმავალი და ისევ არ წაუვიდეს გულიო. არ გასულა ერთი კვირა და, შუადღეს, ანუ, სწორედ იმ დროს, როცა ნინო იმ სახლში იყო ხოლმე და თამაშობდა, ხის უზარმაზარი ტოტი მოტეხილა და ჩამოვარდნილა. ის სახლი რომ მდგარიყო და შიგნით ბავშვი ყოფილიყო, მარტო სასწაული თუ გადაარჩენდა. გაოცებულან ბებია და ბაბუა. მაშინ უთქვამს ბებიამისს, ის გველი ბავშვის გადასარჩენად მოსულა, გველებს ხომ მოვლენების წინასწარი განჭვრეტის უნარი აქვთო. ამ ნათქვამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება. გავიდა ათი წელი. ნინო სახლის უკან, მაგიდასთან იჯდა და მეცადინეობდა. მამამისი და დედამისი ყანაში იყვნენ წასულები. უცბად, ნინოს გული წასვლია და გადავარდნილა. სწორედ იმ დროს, როცა ნინო ცუდად გახდა, დედამისს ყანაში უზარმაზარი გველი დაუნახავს. მომიყვა, იკლაკნებოდა, თითქოს ჰაერში ხტუნავდა,  მერე გაიშალა და ჩვენი სახლისკენ გასრიალდა. ვიფიქრე, ბავშვმა არ დაინახოს, შიშისგან არ გადამერიოსო,  დავყარე ყველაფერი და სახლისკენ გავიქეციო. იქ მისულს კი გულწასული ბავშვი დახვედრია. რომ არა ის გველი, შეიძლება, შვილი მომკვდომოდაო. ამ ამბის შემდეგ მივხვდით, რომ ნინოს გველი მფარველობდა. დღეს კი, დაახლოებით მეტრნახევრიანი გველი ჩვენი სახლის სარდაფში ბუდობს. მხოლოდ ღამით გამოდის და სწორედ მას ვუდგამ ჯამით რძეს, რომ დალიოსო.

– სხვათა შორის, გამიგია, რომ, თუ ეზოში ან სახლის სარდაფში გველი დაიბუდებს, ის ოჯახის მფარველია და მისი მოკვლა არ შეიძლებაო.

– სწორედ, ასეა და, თუ მასზე ვინმე ხელს აღმართავს, ოჯახს უბედურება არ ასცდება. მართალია, ქვეწარმავალს ლაპარაკი არ შეუძლია, მაგრამ, ქცევებით გვამცნობს მოსალოდნელ უბედურებას. თუ არ გააბრაზე, მასზე არ გაიწიე და რამე არ დაუშავე, თავადაც არაფერს გავნებს. პირიქით, შეიძლება, თქვენი მფარველობა იკისროს და მოსალოდნელი სააფრთხეებიც კი აგაცილოთ თავიდან. ადამიანების მიმართ მათ განსაკუთრებული გრძნობა აქვთ – თუ გველმა ადამიანი მიიღო და შეიყვარა, ისე ეხმარება და ისეთ უბედურებებს აცილებს თავიდან, რომ ვერც წარმოიდგენთ. გამიგია, აკვანზე როგორ იყვნენ შემოხვეულები გველები და იცავდნენ ჩვილს ცხოველების თავდასხმისგან, როცა მათი მშობლები ყანაში მუშაობდნენ. დღეს არაერთ ადამიანს ჰყავს გველი ბინაში როგორც შინაური ცხოველი და, მათ თუ ჰკითხავთ, ის ძაღლზე მეტ ერთგულებას უწევს. ასე რომ, თუ ქვეწარმავალს უერთგულებთ, მისი არ შეგეშინდებათ და ისე მიუდგებით, როგორც საჭიროა, მაშინ მისგან მხოლოდ სიკეთესა და მფარველობას უნდა ელოდოთ და არა საფრთხეს.

 

скачать dle 11.3