კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ვარ 22 კვირის ორსული და მკერდიდან გამომდის რაღაც მოთეთრო სითხე, ეს ნორმალურია?

პასუხი: დიახ, ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მკერდიდან ხსენის (რძის წინამორბედი) გამოსვლა ნორმალურია.

კითხვა: ექვსი თვის ბავშვს აქვს ცუდი სუნი პირში და ასეთივე სუნი შევნიშნე მატყუარა საწოვარაზეც. მყავდა პედიატრთან და მითხრა, რომ იყო სოსკის ბრალი. მაგრამ მაინც მეშინია სხვა რამის ბრალი არ იყოს.ზოგადად ბავშვი არის ძალიან მშვიდი. 

პასუხი:  გამოუცვალეთ საწოვარა და თუ უსიამოვნო სუნი კვლავ შენიშნეთ უნდა ჩაუტაროთ პატარას პირის ღრუს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა.

კითხვა:  რა დაავადებაა ყირიმ-კონგოს ცხელება?

პასუხი:  ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების (CCHF) ვირუსი იწვევს მძიმედ მინდინარე ვირუსული ჰემორაგიული ცხელების ეპიდაფეთქებებს. CCHF-ის ეპიდაფეთქებისას ლეტალობა 40 პროცენტამდეა. ვირუსი უმთავრესად ადამიანს გადაეცემა ტკიპებისა და მსხვილფეხა რქოსანი ცხოველებისაგან. ინფექციის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა შესაძლებელია ინფიცირებული პირის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან ან სხეულის სითხეებთან ახლო კონტაქტის შემთხვევაში. სიმპტომები გამოვლინდება უეცრად, აღინიშნება ცხელება, მიალგია, (კუნთების ტკივილი), თავბრუხვევა, კისრის ტკივილი და დაჭიმულობა, ზურგის და თავის ტკივილი, ჩასისხლიანებული თვალები და ფოტოფობია (მგრძნობელობა სინათლეზე). ასევე, დასაწყისში შესაძლებელია, დაფიქსირდეს გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში და ყელის სიწითლე, ხოლო შემდგომ – ხასიათის მკვეთრი ცვლილება და გონების დაბინდვა. გამოხატულია ჰეპატომეგალია (ღვიძლის ზომაში მომატება), ტაქიკარდია, ჰემორაგიული გამონაყარი.

კითხვა:  გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორია პულსისა და სუნთქვის სიხშირის ნორმა ბავშვებში? 

პასუხი:  აქ არის მოცემული ნორმები სხვადასხვა ასაკისათვის - პულსის სიხშირე და სუნთქვის სიხშირე: 1 თვემდე – 140-160 (პულსი) 40-50 (სუნთქვა); 6 თვემდე 130-135 (პულსი) 35-40 (სუნთქვა); 1 წელი – 120-125 (პულსი) 30-35 (სუნთქვა); 2 წელი – 110-115 (პულსი) 35-35 (სუნთქვა); 3 წელი – 105-110 (პულსი) 30-35 (სუნთქვა); 5 წელი  – 100 (პულსი) 25 (სუნთქვა); 8 წელი – 90 (პულსი) 20-25 (სუნთქვა); 10 წელი – 80-85 (პულსი) 20 (სუნთქვა); 12 წლის – ზემოთ 70-75 (პულსი) 16-18 (სუნთქვა).

კითხვა:  მაინტერესებს ექოსკოპიის საშუალებით თუ გამოჩნდება სიმსივნე ორგანიზმში. მაგალითად, ღვიძლის, ფილტვების, თირკმელისა და შარდის ბუშტის?

პასუხი:  მუცლის ღრუს ორგანოების (ღვიძლი, თირკმელები, შარდის ბუშტი, პროსტატა, საშვილოსნო, საკვერცხეები) სიმსივნე შესაძლებელია გამოვლინდეს.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

скачать dle 11.3