მხოლოდ ფაქტები
* იტალიის საგარეუბნო რესტორნებში სტუმრებს მენიუს არ სთავაზობენ.
* ვატიკანში ბერნინის შედევრს, კოლონადას, 162 წმიდანის სტატუეტა და 284 სვეტი ამშვენებს.
* ქარის ღმერთის სადიდებლად ინდიელები მრგვალ ტაძრებს აგებდნენ.
* თერძისა და ტექნიკური მაკრატლების გარდა, არსებობს კულინარიული – თოხლოდ მოხარშული კვერცხის თავის მოსაჭრელი მაკრატელი.
* ანტიკურ ეპოქაში შარვალი საერთოდ არ იცოდნენ. პირველად ის მომთაბარეებმა გამოიყენეს, შემდეგ კი მიწათმოქმედებმა აითვისეს.
* კატების პირველი გამოფენა 1895 წელს ნიუ-იორკში, მედიენ სქვერ გარდენში გაიმართა.
* მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარისკაცების ყველაზე ხშირი ალაფი მაჯის საათი იყო. ერთს მარცხენა ხელზე იკეთებდნენ და ბერლინის დროს უჩვენებდა; მეორეს – მარჯვენაზე და მოსკოვის დროზე აყენებდნენ.
* ერთ-ერთი უძველესი ბუნებრივი ტრენაჟორი იყო კავალერისტის მოსამზადებელი ვარჯიში – ამხედრებულს ვაზი უნდა გაესხლა.
* ეგვიპტელი ქურუმები თმას სხეულის ყველა ადგილიდან იშორებდნენ.
* მოცარტის „ორხმიანი კანონი” სანოტო ჩანაწერში ორჯერ ნაკლებ ადგილს იკავებს ნებისმიერ სხვა „ორხმიან კანონთან” შედარებით, რადგან, პირველი ხმა – პარტიტურაში იკითხება დასაწყისიდან, ხოლო მეორე ხმა – ბოლოდან, ანუ, უკუღმა.