კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსი

ყველაზე მეტი მილიარდერი ამერიკასა და რუსეთშია დაკავებული პოლიტიკით. ამას წინათ ჟურნალმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარი პოლიტიკური მოღვაწეების რეიტინგი. გთავაზობთ სიის პირველი ათეულის მონაცემებს:

მაიკლ ბლუმბერგი. ქონება – 22 მილიარდი დოლარი (¹20 – მსოფლიოს სიის მიხედვით). ქალაქ ნიუ-იორკის მერი 2002 წლიდან. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის დამაარსებელი და მფლობელი. პოლიტიკაში 1990-იანი წლების ბოლოდანაა. მერის პოსტზე არჩევის შემდეგ დაინიშნა სიმბოლური ხელფასი – 1 დოლარი. ცხოვრობს საკუთარი ბიზნესის შემოსავლების ხარჯზე. მესამე ვადით რომ არჩეულიყო, მისი ინიციატივით, ნიუ-იორკის კანონმდებლობაში ქალაქის საბჭომ ცვლილებები შეიტანა.

მიხეილ პროხოროვი. ქონება – 13,2 მილიარდი დოლარი (¹58 – მსოფლიოს სიაში, ¹7 – რუსეთის სიაში). პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერი 2012 წლიდან. კერძო საინვესტიციო ფონდის, ჯგუფ „ონეკსიმის“ ხელმძღვანელი. კენჭს იყრიდა საპრეზიდენტო არჩევნებში და მესამე ადგილი დაიკავა.

ბიძინა ივანიშვილი. ქონება – 6,4 მილიარდი დოლარი (¹153 – მსოფლიოს სიაში, ¹ 25 – რუსეთის სიის მიხედვით). იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2012 წლის 25 ოქტომბრიდან. კაპიტალი დააგროვა რუსეთში, დაიწყო ბანკ „რუსეთის კრედიტის“ შექმნით. სანამ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ მოღვაწეობას დაიწყებდა, გაყიდა რუსეთის აქტივები და უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი.

სილვიო ბერლუსკონი. ქონება – 5,9 მილიარდი დოლარი (მსოფლიოს სიაში – ¹169). იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. საგამომცემლო ტრესტის – „არნოლდო მონდადორი ედიტორეს“ თანამფლობელი. დაკავებულია სადაზღვევო, სავაჭრო და საინვესტიციო ბიზნესით. 1994 წლიდან, მის მიერვე დაარსებული უმსხვილესი მემარჯვენე პარტიის – „წინ იტალიის“ ლიდერი. სამჯერ მეთაურობდა მინისტრთა კაბინეტს. 2012 წლის 26 ოქტომბერს, გადასახადების გადაუხდელობის გამო, სასამართლომ ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა; ჩამოერთვა უფლება, დაიკავოს სახელმწიფო თანამდებობა სამი წლის განმავლობაში.

ჰენრი როს პერო-უფროსი. ქონება – 3,5 მილიარდი დოლარი (მსოფლიოს სიის მიხედვით – ¹314). ორჯერ იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატი.  იყო IBM-ის ტოპ-მენეჯერი. დააარსა საკუთარი კომპანია EDS, რომელიც მიჰყიდა General Motors-ს. ამჟამად ფლობს Perot Systems Corporation-ს, რომელსაც მისი ვაჟი მართავს.

ანდრეი გურიევი. ქონება – 3,5 მილიარდი დოლარი (მსოფლიო სიაში – ¹314, რუსეთის სიის მიხედვით – ¹29). ფედერალური საბჭოს წევრი 2001 წლიდან. კომპანია „ფოსაგროს“ ძირითადი მფლობელი. პარტია „ედინაია როსიას“ წევრი.  2012 წელს, 2,2 მილიონი რუბლით, წლიური შემოსავლის მქონე ჩინოვნიკებს შორის მან, მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნაგიბ სავირისი. ქონება – 3,1 მილიარდი დოლარი (მსოფლიო  სიაში – ¹367), პარტია „თავისუფალი ეგვიპტელების“ ლიდერი. მისი მამის მიერ დაარსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის, ამჟამად Wind Telecom S.P.A-ის თანამფლობელი. პოლიტიკაში 2011 წლიდანაა. მონაწილეობას იღებდა მოვლენებში, რომლებმაც პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომა გამოიწვია. პარტია „თავისუფალი ეგვიპტელები“, რომელიც თავად დააარსა, შედის ეგვიპტის პარლამენტის უმრავლესობის ბლოკში – „ძმები მუსლიმანები“.

ნაჯიბ მიკატი. ქონება – 3 მილიარდი დოლარი (მსოფლიო სიაში – ¹377). ლიბანის პრემიერ-მინისტრი 2011 წლიდან. ძმასთან ერთად ფლობს სატელეკომუნიკაციო კომპანია Investcom-ს. 1998 წელს გახდა ლიბანის საზოგადოებრივი სამუშაოებისა და ტრანსპორტის მინისტრი. იყო ლიბანის ნაციონალური კრების წევრი. არაერთგზის განიხილებოდა პრემიერ-მინისტრის პოსტის კანდიდატად, მაგრამ, მხოლოდ 2005 წელს გახდა, ისიც, სამი თვით. მეორედ ეს პოსტი 2011 წლის 25 იანვარს დაიკავა.

სებასტიან პინიერა. ქონება – 2,4 მილიარდი დოლარი (მსოფლიო სიის მიხედვით – ¹521). ჩილეს პრეზიდენტი 2010 წლიდან. მისი ძირითადი აქტივებია სატელეკომუნიკაციო კომპანია Chilevision. 1990-1998 წლებში იყო სენატორი. პრეზიდენტის არჩევნებში 2005 წელსაც მონაწილეობდა, მაგრამ, გამარჯვება მხოლოდ 2010 წლის არჩევნებში შეძლო.

ჯეფ გრინი. ქონება – 2,1 მილიარდი დოლარი (მსოფლიოს სიის მიხედვით – ¹601). სიმდიდრე უძრავი ქონების ინვესტირებით დააგროვა. არის ჯონ პოლსონის ბიზნესპარტნიორი და ფონდ Polson&Co-ს ხელმძღვანელი. 2010 წლიდან პოლიტიკაშია. ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიიდან სენატის პრაიმერში ფლორიდაში იყრის კენჭს.

скачать dle 11.3