კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპის ტოპ-კლუბების ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელები

30 წელს გადაცილებული ვარსკვლავების გარეშე თანამედროვე ფეხბურთის წარმოდგენა შეუძლებელია. მათი გუნდში ყოფნა ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის უდიდესი სტიმული და მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი. გთავაზობთ ევროპული ტოპ-კლუბების ყველაზე ასაკოვან ვარსკვლავებს.

ფრანჩესკო ტოტი, „რომა“ – 38 წლის

„რომას“ ლეგენდა და უცვლელი კაპიტანი, ფრანჩესკო ტოტი, 38 წლისაა და მიმდინარე სეზონი მისთვის განსაკუთრებულია, რადგან იგი ჩემპიონთა ლიგას უბრუნდება. ტოტის გარეშე „რომას“ შეტევების ნახვა წარმოუდგენელია და, ასაკის მიუხედავად, ის კლუბის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. ფრანჩესკო სამაგალითო სპორტსმენია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, ხოლო რომაული კლუბის მიმართ  მისი ერთგულების შესახებ ლეგენდები დადის.

დიდიე დროგბა, „ჩელსი“ – 36 წლის

ლეგენდარული კოტდივუარელი ფორვარდი თავის უკანასკნელ სეზონს ატარებს დიდ ფეხბურთში. კარიერის დასასრულებლად დროგბამ „ჩელსი“ შეარჩია, სადაც ის პირადად ჟოზე მაურინიომ მიიწვია. დროგბა, ასაკის მიუხედავად, ისეთივე საშიში მეტოქეა, როგორც მანამდე იყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ თანაბარ დონეზე ორი ტაიმის თამაში მას უჭირს.

მიროსლავ კლოზე, „ლაციო“ – 36 წლის

მსოფლიოს ჩემპიონმა მიროსლავ კლოზემ მაჟორულ ნოტზე დაასრულა სანაკრებო კარიერა. ის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია, ხოლო, რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, მიმდინარე სეზონი იტალიის ჩემპიონატში კლოზესთვის უკანასკნელი იქნება – მან ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2014-2015 წლების სეზონის ბოლოს ამთავრებს პროფესიულ კარიერას.

ანტონიო დი ნატალე, „უდინეზე“ – 37 წლის

„უდინეზეს“ ლიდერი, „ბებერი მგელი“ ანტონიო დი ნატალე, გასული სეზონის ბოლოს აპირებდა ბუცების ლურსმანზე დაკიდებას, თუმცა, გადაიფიქრა და, ამ სეზონშიც, იგი უდინური კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა იქნება. 37 წლის დი ნატალე ისეთივე სახიფათოა მეტოქის საჯარიმოში, როგორც 27 წლის ასაკში იყო.

ანდრეა პირლო, „იუვენტუსი“ – 35 წლის

პირლო შეუცვლელი ფიგურაა „იუვენტუსსა“ და იტალიის ნაკრებში. ცნობილია, რომ „სკუადრა აძურას“ ახალი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დიდ იმედებს ამყარებს მასზე და, სოლიდური ასაკის მიუხედავად, ჯერჯერობით არც პირლო გეგმავს კარიერის დასრულებას. ანდრეა პირლო უკანასკნელი წლების ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული იტალიელი ფეხბურთელია.

ჯანლუიჯი ბუფონი, „იუვენტუსი“ – 36 წლის

კიდევ ერთი „დინოზავრი“ „იუვენტუსიდან“, 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე ჯერჯერობით არ აპირებს კარიერის დასრულებას და, იმის გათვალისწინებით, რომ მისი თანამემამულე დინო ძოფი 40 წლის ასაკში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1982 წელს, შესაძლოა ბუფონი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ვიხილოთ „სკუადრა აძურას“ რიგებში.

скачать dle 11.3