ირინა შეიკი სტრიპტიზ-კლუბის სახე გახდა
ირინა შეიკი სტრიპტიზ-კლუბის სახე გახდა
რუსეთის ქალაქ ჩიტას ერთ-ერთი სტრიპტიზ-ბარის შესასვლელთან დიდი ბანერი გამოჩნდა, რომელზეც ცნობილი მოდელი – ირინა შეიკია გამოსახული ეროტიკულ თეთრეულში. აღნიშნული ბანერის ფოტო ირინას თაყვანისმცემელმა განათავსა მოდელის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე. როგორც ჩანს, სტრიპტიზ-კლუბს უკანონოდ აქვს გამოყენებული ირინა შეიკის ფოტო, რადგან, კრიშტიანუ რონალდუს საცოლის პრეს-სამსახური, რომელიც საქმის კურსშია, ახლო მომავალში შესაბამის უწყებებს მიმართავს, რათა ბანერი მოიხსნას.
ლენოქს ლუისის სქესშეცვლილი პრომოუტერი
ცნობილი ბრიტანელი მოკრივის, მსოფლიოს ჩემპიონის, ლენოქს ლუისის პრომოუტერმა, ფრენკ მელოუნმა, რომელიც ლუისს მთელი კარიერის განმავლობაში ედგა გვერდში, სქესის შესაცვლელად ოპერაცია გაიკეთა და ამიერიდან კელი მელოუნი გახდა. 61 წლის ექსპრომოუტერის თქმით, ის დაბადებით ქალი იყო, რომელიც მამაკაცის სხეულში ცხოვრობდა. ოპერაციამდე ფრენკ მელოუნი ორი წლის განმავლობაში იღებდა სპეციალურ ჰორმონულ პრეპარატებს ხმის კორექციისთვის და თმის მოშორების პროცედურებს იტარებდა. ჯერჯერობით უცნობია თვით ლენოქს ლუისის პოზიცია აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.
აზარი და მესი – „ფიფა 15-ის” გარეკანზე
ცნობილი და პოპულარული საფეხბურთო სტიმულატორის, „ფიფა 15-ის” ავტორებმა შეარჩიეს ის ფეხბურთელები, რომლებიც კომპიუტერული თამაშის გარეკანზე იქნებიან წარმოდგენილნი. თამაშის იმ ვერსიაში, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაიყიდება, მომხმარებლებს ყდაზე „ბარსელონიდან“ ლიონელ მესი და „ჩელსიდან“ ედენ აზარი შეეგებებიან. „ფიფა 15-ის” გაყიდვა ამერიკასა და ევროპაში სექტემბრის ბოლოს დაიწყება.