კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საეკლესიო კანონის მკვდარი დამცველი

ერთ სავანეში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ლოცულობდა და შრომობდა ერთი ბერი. მას ჰყავდა ერთი მოწაფე – მორჩილი. ბერი სულით ძლიერი და სულიერ მოღვაწეობაში დაუღალავი იყო. მისი მორჩილი კი დასუსტდა, მას უდაბნო მძიმე ეჩვენა და გაიპარა ქალაქ ალექსანდრიაში. მაგრამ აქ მას მწარე ხვედრი მოელოდა: ის დაიჭირეს კერპთაყვანისმცემლებმა და ქრისტიანობის მიმდევრობის გამო მოკლეს. ასე იდიდა ახალი მოწამე. ქრისტიანებმა მისი სხეული დიდი პატივით ჩაასვენეს კუბოში და ტაძარში დაასვენეს. როცა ტაძარში წირვა დაიწყეს, მორწმუნეთა წირვის დაწყების წინ გაისმა ხმამაღლა: „რაოდენი კათაკმეველნი ხართ, განვედით“. ყველა მლოცველი აუწერელმა განცვიფრებამ შეიპყრო: დაინახეს, რომ კუბო ნაწილებით თავისით გავიდა ტაძრიდან და სტოაში (კარიბჭეში) გაჩერდა; წირვა დასრულდა, კუბო კი ისევ ტაძარში შემოვიდა და იქვე გაჩერდა, სადაც წინათ იდგა. ყოველ წირვაზე მეორდებოდა ეს სასწაული. ალექსანდრიელი ქრისტიანები განცვიფრებაში მოდიოდნენ, იძიებდნენ ამ კაცის ცხოვრებას და ბოლოს შეიტყვეს მიზეზი არაჩვეულებრივი სასწაულისა: თავისი ნებით და ჩუმად რომ დატოვა მან სიცოცხლეში უდაბნო, მით დაარღვია მორჩილების აღთქმა და არ დაიცვა უპირველესი სათნოება მორჩილებისა. ამისთვის ბერმა (მასწავლებელმა) დასაჯა ურჩი მოწაფე წყევლა-კრულებით და არ განუხსნია ის ქრისტესთვის წამებულის სიკვდილის შემდგომაც; ამიტომ, წმიდა მოწაფე ყოველი წირვის დროს ტაძრიდან გადიოდა სტოაში, სადაც კათაკმეველნი (კათაკმეველი – მოუნათლავი, ქრისტიანული წესით მოსანათლავად გამზადებული) და სინანულში მყოფნი ცოდვილნი იდგნენ. ეს ამბავი გაიგო ბერმა – მასწავლებელმაც. ალექსანდრიელი ქრისტიანენი მივიდნენ მასთან და სთხოვეს, განეხსნა იგი, ესე იგი, შეცოდება შეენდო. მან განხსნა იგი – შეცოდება შეუნდო და მერმე ამ წმიდანის ნაწილი განისვენებდა ტაძარში.

„რაოდენი შეკრათ ქვეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა, და რაოდენი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილ იყოს იგი ცათა შინა“ (მათე 18,18).

 

წმიდა გრიგოლი და ირემი

 

წმიდა გრიგოლის ლოცვითა და ცრემლით უამრავი ადამიანი იკურნებოდა. მასთან ნავსაყუდელს არა მარტო კაცნი პოვებდნენ, არამედ, ველის ნადირნიც კი. ერთხელ ნეტარი გრიგოლი და ორი ძმა შატბერდის მახლობლად, მთაზე, რაღაც საქმეზე იყვნენ წასულები. უეცრად მათ ირემი დაინახეს, რომელიც მონადირეებს მოემწყვდიათ. საწყალი ნადირი ვერაფრით დაუსხლტებოდა მათ ხელიდან. ირემი მონაზვნებისკენ გაიქცა და გონიერივით სწორედ ნეტარ გრიგოლთან მივიდა. თავი წმიდანის ხელზე დადო და თითქოს ატირდა მოახლოებული საფრთხის გამო. წმიდა გრიგოლმა ნუგეშინისცა მას და უთხრა: „ქრისტეს სახელით, ვერაფერს გავნებს შენ ეს მტერი, ნუ გეშინია!“ ეს რომ ამ მონადირეებმა დაინახეს, ძალიან გაუკვირდათ და ადიდეს უფალი. ისინი წმიდანთან მივიდნენ, მან კი ჯვარი გადასახა მონადირეებს, აკურთხა, ირმის ნაცვლად სხვა საჭმელი მისცა და ისინიც წავიდნენ, ირემი კი მშვიდობით განუტევა.

ასეთივე შემთხვევა მოხდა ხანძთაშიც: წმიდა მამა თავის სენაკში იყო. მონასტრის მახლობლად უამრავმა მონადირემ ოთხი გარეული თხა მოიმწყვდია. ცხოველები სირბილით შეცვივდნენ წმიდანის სენაკში და ნეტარ გრიგოლს გარს შემოეხვივნენ. იგი მიხვდა ცხოველების მოსვლის მიზეზს, ნუგეშინისცა მათ და ბრძანა: მონადირეებს გამასპინძლებოდნენ და შემდეგ უკან წარეგზავნათ, თავად კი ცხოველები დაპურა და მშვიდობით განუტევა.

скачать dle 11.3