კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს მამას საქართველოში და რატომ დაკარგა ერთმანეთი მამა-შვილმა

ვიაჩესლავ ვაჟას ძე სერგეევი (დედის გვარზეა)  ეძებს  დაახლოებით, 65-66 წლის ვაჟა კურტანიძეს. 

ისტორია: ვეძებ მამას, ვაჟა კურტანიძეს. ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მას შემდეგ, მე მამა არ მინახავს. ძალიან მინდა, მისი მოძებნა და ნახვა. შეიძლება, ამჟამად თავისი ოჯახი აქვს და მე მყავს  ნახევარძმები ან დები. მინდა მათი გაცნობაც. პირადად მე, საქართველოდან ძალიან შორს ვიმყოფები და მინდა, მამის მოძებნაში დამეხმაროთ. მაქვს  ვაჟას ერთადერთი სურათი, რომელსაც გიგზავნით კიდეც. ვიმედოვნებ, მამაჩემსაც ენდომება ჩემი ნახვა და გაცნობა.

– რა იყო იმის მიზეზი, რომ მშობლების დაშორების შემდეგ მამასთან კავშირი არ გქონია?

– პატარა ვიყავი, როცა ჩემი დედ-მამა ერთმანეთს დაშორდა. მამა დაქორწინებული იყო  1950 წელს დაბადებულ  მარინა სერგეევაზე (დედაჩემზე). ამჟამად დედა უკვე 64 წლისაა. მან იცის, რომ მე მამის მოძებნა მინდა და ამის წინააღმდეგი არ არის. ჩემთვის უცნობია მიზეზი, თუ რატომ არ დამიკავშირდა მამაჩემი ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ მასზე გაბრაზებულიც არ ვარ. მას თავისი ცხოვრება აქვს და ალბათ, ასე გადაწყვიტა. სამაგიეროდ, მე ძალიან მინდა მისი პოვნა და ნახვა. მიუხედავად იმისა, რომ მე ის თითქმის არ მახსოვს, მინდა, მისი მოძებნა.  წლების განმავლობაში ვფიქრობდი მამა როგორ მეპოვა, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე, მისი აქტიური მოძებნა, რადგან დამოუკიდებლად ვერაფერი მოვახერხე. იმედი მაქვს, მამაჩემი კარგადაა და გამომეხმაურება.

– რამდენი ხანია, რაც მამა არ გინახავს? 

– ჩემი მშობლები ერთმანეთს 80-იან წლებში დაშორდნენ და იმ დროიდან მე მამაზე არაფერი გამიგია. ვიცი მხოლოდ ის, რომ ცხოვრობდა საქართველოში, ქალაქ თბილისში. მეტი მის შესახებ არაფერი ვიცი. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ მისი ფოტოს იმედი მაქვს. გიგზავნით ჩემი პატარაობის ფოტოსაც, იმედია, მამა მიცნობს და მიხვდება თუ ვინ ეძებს. ფოტოზე მე და დედა ვართ. 

– თუკი მამაშენს აქვს თავისი ოჯახი და შვილები ჰყავს, რას ფიქრობ, როგორი იქნება მათი რეაქცია თუ, გაიგებენ, რომ მათ მამას რუსეთიდან შვილი ეძებს?

– იმ შემთხვევაში, თუ მამაჩემის ოჯახის წევრებმა ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იციან, მაშინ მათთვის ეს ყველაფერი გაურკვევლობა და არასასიამოვნო სიურპრიზი შეიძლება იყოს. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ მამაჩემის ოჯახმა იცის ჩემი არსებობის შესახებ და ჩემი გამოჩენა მათთვის, იმედია, დისკომფორტი არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, მე მამისგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ვიპოვო და გავიგო, თუ როგორაა; მყავს თუ არა ნახევაძმა ან და, როგორები არიან ისინი. თუ კი იმათი მხრიდანაც იქნება სურვილი, მოხარული ვიქნები, რომ ჩვენს შორის ნათესაური კავშირი დამყარდეს. თუ წინააღმდეგნი იქნებიან, ამასაც როგორმე გავიგებ.

– ერთმანეთის პოვნის შემთხვევაში, როგორ და სად გეგმავ მამის ნახვას. როგორც ვიცი, რუსეთში ცხოვრობ და შეძლებდი საქართველოში ჩამოსვლას? 

 – მე საქართველოში ჩამოსვლის დიდი სურვილი მაქვს, თითქმის ისეთივე, როგორც მამის პოვნის. მაგრამ, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ ვიცი როგორ ან რით დასრულდება ჩემი ისტორია. თუ აღმოჩნდა, რომ მამაჩემსაც ისევე უნდა ჩემი ნახვა, როგორც მე, მაშინ ალბათ, ორივე ყველაფერს ვიღონებთ, რომ ერთმანეთი ვნახოთ. არ ვიცი, როგორი იქნება, ან სად მოხდება ჩვენი შეხვედრა. სიმართლე გითხრათ, მე სურვილი მაქვს, საქართველოში შევხვდეთ ერთმანეთს. არ აქვს მნიშვნელობა სად მოხდება ჩვენი შეხვედრა, მთავარია,  შედგეს.

თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3