კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი დაავადებები ახლავს ზაფხულის დასვენებას და რატომ უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ჯანმრთელობას ზღვიდან დაბრუნების შემდეგ

აუცილებელია, ყველამ იცოდეს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი იმ პრობლემისგან, რომელიც თან ახლავს ზაფხულს, მზეს, ზღვას, უკონტროლო და შემთხვევით საქციელს, რომელიც არდადეგებისა და შვებულების დროს გაცილებით უფრო „თავისუფალია”, ვიდრე ჩვეულებრივ დღეებში. 

როგორც ვირუსული ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ბატონი ვახტანგ კვირკველია ამბობს, სწორედ დასვენების შემდგომ პერიოდში იჩენს თავს ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში დაავადებები; კერძოდ, ზოგს ნამზეურის შემდეგ კანზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც ჩირქდება და უსიამოვნო შესახედავია. ასევე, შემთხვევითი ინტიმის დროს, შესაძლოა, ადამიანი ისე დაინფიცირდეს, რომ მთელი ცხოვრება ვირუსის მატარებლად დარჩეს.

 

– ბატონო ვახტანგ, სტატისტიკურად, ვირუსული პათოლოგიებით დასნებოვნების საფრთხე ზაფხულში იმატებს, მისი გამოვლინება კი შემოდგომოთ ხდება. რას გვირჩევთ, როგორ დავიზღვიოთ ამისგან თავი და, ზოგადად, რა გამოვლინებები ახასიათებს ამ პათოლოგიებს?

– ამ მხრივ, განსაკუთრებული სიფრთხილისა და წინდახედულობის გამოვლენა გმართებთ. როცა ადამიანი დასასვენებლად იმყოფება, უნდა მოერიდოს შემთხვევით სექსუალურ კონტაქტებს, რადგან, ამ დროს ჩნდება ინფექციების გადადების საშიშროება, გენიტალიური ჰერპესი იქნება ეს თუ პაპილომავირუსი. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ არც ერთი ეს დაავადება სრულ განკურნებას არ ექვემდებარება. გენიტალიური ჰერპესის ვირუსი გადადის სქესობრივი გზით და, სხვათა შორის, დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია მოსახლეობაში. შესაძლოა, ადამიანი მისი მატარებელი იყოს და ეს არც კი იცოდეს. რაც შეეხება გამოვლინებებს, მას ახასიათებს კანზე ბუშტუკოვანი, მტკივნეული გამონაყარი, წვის შეგრძნებით; არასასიამოვნო შესახედავია და იწვევს ნევროზებს. პაპილომავირუსიც ძალიან გავრცელებულია და არც მისი საწინააღმდეგო ანტივირუსული პრეპარატი არსებობს. ახასიათებს კანზე მეჭეჭის სახის გამონაყარი; თუმცა, შესაძლოა, ამ დროს არც კანზე გამონაყარმა იჩინოს თავი, მაგრამ, ადამიანი ვირუსის ფარული მატარებელი იყოს. დასვენების დროს არ უნდა ეძებოთ შემთხვევითი კონტაქტები, რათა ერთმა დაუცველმა ნაბიჯმა მერე მთელი თქვენი ცხოვრების წესი არ შეცვალოს, რაც ჯანმრთელობის მხრივ სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით და გაგამწარებთ. ამიტომ, როცა დასასვენებლად მიდიხართ, თავის დაზღვევის მიზნით, ჯობია, საიმედო, უსაფრთხო და მუდმივი სასიყვარულო პარტნიორი გახლდეთ. სამწუხაროდ, ამას ბევრი არ ითვალისწინებს. მე, როგორც ექიმს,  ხშირად მხვდება პრაქტიკაში ამ, ეგრეთ წოდებული, „საკურორტო დაავადებით” შეწუხებული ადამიანები.

– თუ არსებობს ვირუსული პათოლოგიებით დაავადებულთა ეპიდემიოლოგიური მონაცემები საქართველოს მასშტაბით? და, მოსახლეობის რამდენი პროცენტია ამ ვირუსის ანუ, ეგრეთ წოდებული „საკურორტო დაავადების“ მატარებელი?

– მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური მონაცემები საქართველოს მასშტაბით არ არსებობს, ვირუსული პათოლოგიებით დაავადებულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდია. ხშირად პაციენტებს მიზეზის დასახელება უჭირთ და ეს გასაგებია ჩემთვის. ბევრს არ უყვარს იმის აღიარება, რომ სექსუალურ პარტნიორს ხშირად იცვლის. თუმცა, ჩემთვის, როგორც სპეციალისტისთვის,  ეს ნათელი და დასაბუთებულია. 

– პაპილომავირუსი, როგორც ვიცი, ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. შესაძლებელია თუ არა, ამ ვირუსით ადამიანი დაბინძურებულ წყალში ბანაობისას დაინფიცირდეს?

– დაავადების მიხედვით, პაპილომავირუსი ჯანმრთელ ადამიანზე მხოლოდ დაავადებული ადამიანისგან გადადის და არამც და არამც საკვებიდან, წყლიდან ან ჰაერიდან. ცუდია, რომ პაპილომავირუსით დაავადების შესახებ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული. ჩემი აზრით და, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით, ჯობია, ამის შესახებ ყველაფერი იცოდნენ მათ, რომლებიც ჯერ არ არიან ინფიცირებული. ანუ, სანამ სქესობრივ ცხოვრებას დაიწყებს, მანამდე უნდა იყოს ის ინფორმირებული. მინდა გითხრათ, რომ პროფილაქტიკა სჭირდება ჯანმრთელ და არა დაავადებულ ადამიანს. აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ უცხოეთში მუშავდება პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც გამოცდის პერიოდს გადის. ეს ვაქცინა უნდა გაუკეთდეს ადამიანს სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე და ამას უნდა ჰქონდეს მასობრივი ხასიათი. ის შექმნის მყარ იმუნიტეტს ინფექციის საწინააღმდეგოდ და იქნება თავდაცვის ერთ-ერთი საშუალება. 

– საუბარში ახსენეთ, ჩემამდე მოსულ ადამიანებს უჭირთ იმის აღიარება, რომ სექსუალური პარტნიორისგან დაინფიცირდნენო. საინტერესოა, რით იმართლებენ თავს?

– ბევრმა არ იცის პაპილომავირუსის შესახებ და ამას არც კი მიიჩნევს ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებად. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, ამიხსნია პაციენტისთვის ამ ვირუსის გადადების გზების შესახებ და გაკვირვებული სახით უთქვამთ: იცით, შეიძლება, ზღვაში ბანაობის დროს დავავადდიო. ამით ისინი თავს იტყუებენ, ცდილობენ, საკუთარი ქცევის დამალვას, მაგრამ, მე რას გამომაპარებენ. და, დაკვირვებული ვარ, ძირითადად, როცა ქალს არ ჰყავს მეუღლე, თავის მართლებას ამ გზით ცდილობს. 

– ვირუსული დაავადებები მომავალი დედისთვისაც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს?

– დიახ, ეს ვირუსული დაავადებები, შემდგომ, ორსულობისა და მშობიარობის დროს, ნაყოფსა და თავად დედის ჯანმრთელობას უქმნის საშიშროებას და ეს ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს. მესმის, ადამიანები ვართ და, ასეთი, ეგრეთ წოდებული, „საკურორტო შეცდომა”, შესაძლოა, ბევრს მოუვიდეს. თუ თავი ვერ შეიკავეთ და შეცდით, ჯობია, დასვენებიდან დაბრუნების შემდეგ, გარკვეული ხნით უარი თქვათ საყვარელ ადამიანთან სექსუალურ ურთიერთობაზე, ჩაიტაროთ შესაბამისი გამოკვლევები და გამორიცხოთ ნებისმიერი ვირუსული დაავადების შესაძლო არსებობა. ასე რომ, თუ ინტიმური ურთიერთობა გექნებათ წყალში, წყლის პირას, ტყეში ან ტყის პირას, ამას ბინძურ წყალსა და გარემოს ნუ დააბრალებთ. 

– ამ მხრივ, დამცავი საშუალებები არ არის საიმედო?

– სამწუხაროდ, დამცავი საშუალებები ყველა ინფექციისგან არ იცავს ადამიანს. პაპილომავირუსი, შეიძლება, კანიდან გადაგედოთ და პრეზერვატივი ამ დროს ვერ დაგიცავთ, მაგრამ, შიდსისა და სხვა ვერაგი დაავადებებისგან დაცული იქნებით. დამიჯერეთ, ყველაზე კარგი დამცავი საშუალება მუდმივი სექსუალური პარტნიორია, რომელთანაც სიფრთხილე არ დაგჭირდებათ. ზაფხულში, დასვენების შემდეგ ბევრი დაინფიცირებული ადამიანი ჩამოდის კურორტიდან და ამით სხვებსაც უქმნის პრობლემას. ხშირად ხდება, რომ, როცა შვებულების შემდეგ ქმარი შინ ბრუნდება, იქ კი მას შემთხვევითი ინტიმური კავშირი ჰქონდა და ამის შედეგად შეეყარა ვირუსული დაავადება, ის უკვე თავის მეუღლეს აინფიცირებს. თავის მხრივ, ეს შვილზეც ახდენს გავლენას და, არ არის გამორიცხული, რომ ორსულობის დროს ნაყოფიც დაინფიცირდეს დედის მუცელში. ვფიქრობ, ამ რისკად ნამდვილად არ ღირს ის, რაც შემთხვევითი ნაცნობობის შემდეგ წუთიერ სიამოვნებას მოჰყვება. ამიტომ, გირჩევთ, კურორტიდან დაბრუნების შემდგომ, შესაბამისი გამოკვლევები ჩაიტაროთ, დარწმუნდეთ თქვენს ჯანმრთელობაში და ცხოვრება განაგრძოთ უსაფრთხოდ და არა შიშისა და სტრესის  ქვეშ, თუ როდის გამოვლინდება ზაფხულში დაშვებული „შეცდომის“ შედეგები.

 

скачать dle 11.3