კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან საუბარი აუკრძალა გიორგი კეკელიძემ საკუთარ თავს პირად ცხოვრებაზე და როდის გახდა ბიბლიოთეკის დირექტორი მოდური

პოეტი, მწერალი, ლექტორი, ტელეწამყვანი, პროფესიით ფილოლოგი, გიორგი კეკელიძე ასაკით არცთუ ისე დიდია, მაგრამ უკვე ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში აქვს მონაწილეობა მიღებული და დღესაც აქტიურად განაგრძობს საქმიანობას. 27 წლის ასაკში გიორგი კეკელიძე ეროვნული ბიბლიოთეკის, ყველა დროის, ყველაზე ახალგაზრდა დირექტორი გახდა.

მის საქმიანობას თან ახლავს საკმაოდ ხმაურიანი პირადი ცხოვრება.

ბატონ გიორგის სწორედ პროფესიულ საქმიანობასა და პირად თემებზე სასაუბროდ ვეწვიეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მან მედიასთან პირადზე საუბარი შეწყვიტა. მაგრამ, მცირე ინფორმაცია მაინც მოვიპოვეთ მისივე დახმარებით.

მოკლედ, გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი კეკელიძესთან.

 

– 2012 წელს დაინიშნეთ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორად. რა სიახლეები შეიტანეთ ბიბლიოთეკის საქმიანობაში?

– ჩვენ ბევრი მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. უპირველესად კი, ის საქმეები გავაგრძელეთ, რაც მანამდეც წარმოებდა.

დავიწყეთ ბეჭდური მასალის დეგიტალიზაცია, ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა. შევქმენით რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად, ციფრული ბიბლიოთეკა. სხვათა შორის, ძალიან კარგი პროექტი გვაქვს ფოტოებთან დაკავშირებით – ციფრული ფოტომატიანე. ოჯახ-ოჯახ დავდივართ და ციფრულ რეგისტრში გადაგვყავს სხვადასხვა პერიოდის ფოტოები.

ასევე, გავააქტიურეთ მემორანდუმები სხვადასხვა ორგანიზაციებთან და ბიბლიოთეკა ნამდვილად მოვაქციეთ ყურადღების ცენტრში. 

გავხსენით რამდენიმე მნიშვნელოვანი დარბაზი, ელექტრონული თუ სამკითხველო. გავააქტიურეთ წიგნებით მომარაგება, მათ შორის, სოფლისა და რაიონის ბიბლიოთეკების. ვხსნით ქართული წიგნის კუთხეებს უცხოეთში. შესაბამისად, ვფიქრობ, ბიბლიოთეკა დღეს  ერთ-ერთი აქტიური ადგილია. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ბიბლიოთეკა უკვე ისეთია, როგორიც წარმოგვიდგენია მე და თქვენ. თუმცა, ამისთვის ჩვენ ყოველდღე ვმუშაობთ.

– ხორციელდება რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებები და რა იგეგმება სამომავლოდ?

– მაქსიმალურად ვცდილობთ, უცხოეთში შევქმნათ ისეთი ტიპის კომპლექსები, რომლებიც ერთდროულად ბიბლიოთეკაც იქნება და მუზეუმიც. სადღაც სექტემბრის ბოლოსთვის, ვხსნით: ემიგრაციის დარბაზს, რეპრესირებული წიგნების დარბაზს, ვახტანგ მეექვსის დარბაზს, იაკობ გოგებაშვილის კაბინეტს, სარაჯიშვილის კაბინეტს, თანამედროვე ტექნლოგიების ცენტრს. ეს ყველაფერი უნდა იყოს სინქრონში, რაც ბიბლიოთეკას, საჭიროსთან ერთად, სასიამოვნოსაც გახდის.

– მიუხედავად დადებითი ღონისძიებების სიუხვისა, პრობლემები მაინც ბევრია. შენობა არასახარბიელო მდგომარეობაშია, მკითხველს დიდხანს უწევს წიგნისთვის ლოდინი, შეზღუდულია ეგზემპლართა რაოდენობა.

– უკვე რემონტი დავიწყეთ და ნელ-ნელა ეს პრობლემა მოგვარდება. რაც შეეხება წიგნის მიწოდების დროს, დარბაზების უმეტეს ნაწილში, 15 წუთამდე დავიდა და ზოგადად, ვცდილობთ, ყველგან შევამციროთ ეს ინტერვალი. თუმცა, ის მხოლოდ თანამშრომელზე არ არის დამოკიდებული. საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიები. 

რაც შეეხება ეგზემპლარებს, აქ ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს. ამიტომ, ახლა პარლამენტთან ერთად შევიმუშავეთ კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა გამომცემლობა ვალდებული იქნება, ბიბლიოთეკას გადმოსცეს ერთი გამოცემა, სხვა გამოცემებს ჩვენ აიესბინით ავიღებთ. ძველი, უკვე არსებული მასალის შემთხვევაში კი, ხდება მათი გაციფრულება და იმედია, ამგვარად მოვაგვარებთ ამ პრობლემას.

– ცნობილი გახდა ასეთი პროექტის – „შენობის გარეთ“ შესახებ. რას ითვალისწინებს ის?

– ჩვენ გვინდა, რომ ის პრაქტიკა, რომელიც არსებობს საფრანგეთში და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, – ტრანსპორტით, მინიბუსებით წიგნების ტარება, განვახორციელოთ ჩვენს ქვეყანაშიც. ეს, ალბათ, ოქტომბრიდან დაიწყება და გვექნება პირველი მოძრავი ბიბლიოთეკები. სიამოვნებით ვიწვევ ნებისმიერ ეზოს, რაიონს, რომ ჩაერთონ ჩვენს პროექტში.

– ცოტა ხნის წინ დაიწყო აქცია „მოხეტიალე წიგნები“, აქვს თუ არა მას საერთო ეროვნულ ბიბლიოთეკასთან?

– ეს, უბრალოდ, მეგობრობის აქციაა, რომელსაც ჩვენც შევუერთდით. ჩვენი მხრივ, აქციას დავარქვით: „დააბინავე წიგნი ეროვნულ ბიბლიოთეკაში“. თუ ვინმე იპოვნიდა ისეთ წიგნს, რომელიც ჩვენ არ გვქონდა ან დაკარგული იყო, ვუცვლიდით სხვა წიგნში გაცვლითი ფონდიდან (ცხადია, აქ ისეთი წიგნებია, რომელთა ეგზემპლარებიც დიდი რაოდენობით გვაქვს). ამ გზით ბიბლიოთეკაში რამდენიმე წიგნი მოხვდა.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის პოსტი შემოგთავაზეს, რამდენად შეეფერება ეს სიმართლეს?

– არა, არავითარი შემოთავაზება, უბრალოდ, ადამიანებმა თქვეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მე ვიქნებოდი ამ ადგილას. მაგრამ, მიმაჩნია, რომ ეს ნამდვილად არ იქნებოდა კარგი უპირველესად ჩემთვის, რადგან საჯარო სამსახურში მხოლოდ აქ თუ წარმომიდგენია თავი.  შემდეგისთვის კი სრულიად განსხვავებული მიზნები მაქვს.

– თქვენ ხართ ლიტერატურული პორტალის lib.ge-ს დამაარსებელი. საიდან გაჩნდა ეს იდეა და რა იყო მიზანი?

– მე და ჩემი მეგობარი ზაალ ჩხეიძე სტუდენტობისას გამოვცემდით ლიტერატურულ გაზეთს, „ლილს“ მწირი ხელფასის დანაზოგიდან. შემდეგ შევხვდით ორ საინტერესო ადამიანს, ნიკა წიკლაურს და გიორგი კაციას – ელექტრონული რესურსების დამზადების სპეციალისტებს. ეს იდეა მათ ეკუთვნოდა. იმავდროულად, ჩვენც გვქონდა სურვილი, შეგვექმნა ელექტრონული ტიპის ბიბლიოთეკა. შედეგად შეიქმნა lib.ge, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან საჭირო რესურსი იყო თავის დროზე. დღესდღეობით რებრენდინგი მიმდინარეობს და ალბათ, მალე აღდგება შესაბამისი ფორმით. იმ პერიოდში, როცა ის შეიქმნა, საჭიროება ნამდვილად არსებობდა. მსოფლიოს ყველა ქვეყანას გააჩნდა ერთი სივრცე, სადაც თავმოყრილი იყო კლასიკური და მიმდინარე პერიოდის ლიტერატურა.

– საინტერესოა თქვენი შეფასება თანამედროვე ქართულ მწერლობასთან დაკავშირებით.

– რაც შემიძლია, ვთქვა, ნიჭიერების თვალსაზრისით ნამდვილად არ ვუჩივით პრობლემებს. ძალიან ბევრი ნიჭიერი შემოქმედია როგორც პროზაში, ისე პოეზიაში. თუმცა, ავტორებს, ალბათ, უფრო მეტი ყურადღება სჭირდებათ. აქ მაინცდამაინც სახელმწიფოს ყურადღებას არ ვგულისხმობ. ზოგადად, ალბათ, საზოგადოების ყურადღება, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ლიტერატურული აგენტების, რომლებიც მათ ნამუშევრებს უცხოეთში გაიტანდნენ. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში იქმნება უმაღლესი კლასის მსოფლიო ლიტერატურა, მაგრამ ნამდვილად გვაქვს კარგი ნამუშევრები, რომელთა წარდგენა მსოფლიო საზოგადოების წინაშე, ნამდვილად არ იქნებოდა შემარცხვენელი.

– წეღან აღნიშნეთ, სრულიად განსხვავებული მიზნები მაქვსო. რას უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები?

– მომავალში ვაპირებ კინემატოგრაფია შევისწავლო და ამ საქმეს მოვკიდო ხელი.

– თქვენ შესახებ უამრავი ჭორ-მართალი არსებობს. როგორ რეაგირებთ ამაზე?

– ადრე ვინტერესდებოდი... ახლა, შეიძლება ითქვას, ცოტა კანი გამისქელდა და ყველაფერს არ და ვერ ვაქცევ ყურადღებას.

– ხშირად ამბობენ, რომ თქვენი იმიჯი არ შეეფერება თქვენს საქმიანობას. რას იტყვით?

– არა მგონია... რაღაც პერიოდი, მოდური იყო ჩემს ცხოვრებაზე დაკვირვება. თუმცა, არ მგონია, ჩემი პირადი ცხოვრება, საქმიან მხარეს აზარალებდეს.

– როგორი ქალბატონები მოსწონს გიორგი კეკელიძეს?

– გადავწყვიტე, პირად ცხოვრებაზე მედიასთან საუბარი ავკრძალო. ძალიან ზოგადად კი, უპირველესად, საინტერესო ქალი მომწონს.

– სიყვარული თუ ახდენს თქვენს შემოქმედებაზე გავლენას?

– ძალიან დიდ გავლენას ახდენს. ჩემი საქმიანობა სწორედ სიყვარულით არის განსაზღვრული და მოტივირებულიც.

როგორც  ბატონმა გიორგიმ ზემოთ თავად აღნიშნა, პირად თემებზე საუბარი საკუთარ თავს აუკრძალა და გვირჩია, ამ თემებზე სასაუბროდ იმ ქალბატონებისთვის მიგვემართა, რომელთა სახელებსაც სხვადასხვა დროს მას უკავშირებდნენ.

ამჟამად გიორგი კეკელიძეს საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე მითითებული აქვს, რომ ურთიერთობაშია ლილე ლოლიშვილთან – ილიაუნის სტუდენტთან, რომელმაც კომენტარზე უარი გვითხრა. უარი გვითხრა ასევე ნანიკო ხაზარაძემ, რომელთან ურთიერთობის შესახებაც, ბევრს საუბრობდნენ და ამას არც ერთი მათგანი არ უარყოფდა.

სხვადასხვა დროს გიორგი კეკელიძის სახელს  მსახიობ სოფო სებისკვერაძესა და მსახიობ ანა სანაიასაც უკავშირებდნენ. ანა სანაიამ ეს ინფორმაცია უარყო, სოფო სებისკვერაძემ კი გვითხრა, რომ მათ შორის მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა არსებობს და ამ ჭორის საბაბი ერთი უწყინარი ფოტო გახდა, რომელზეც ის და გიორგი უბრალოდ ჩაის მიირთმევენ. 

 

скачать dle 11.3