კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იქნება საქართველო იძულებული, მიაწოდოს აზერბაიჯანს თურქეთის მიერ მტკვრის გადაკეტვის შემდეგ იმდენივე წყალი, რამდენსაც მანამდე აწოდებდა

მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარეა. ის სათავეს თურქეთში იღებს, 2 742 მეტრ სიმაღლეზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე და კასპიის ზღვას უერთდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. მდინარის სიგრძე 1 515 კილომეტრია. საქართველოს ტერიტორიაზე მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400-კილომეტრიანი მონაკვეთია მოქცეული, თუმცა მტკვრის ყველაზე გრძელი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, სადაც მისი სიგრძე 906 კილომეტრს აღწევს. მტკვრის აუზი მოიცავს:  სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიების დიდ ნაწილს, აგრეთვე, თურქეთისა და ირანის ტერიტორიების ნაწილს. მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები მას Kür-ს უწოდებენ.

რაც შეეხება დანიშნულებას: მტკვარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსა და აზერბაიჯანისთვის. მტკვრისა და მისი შენაკადების წყალი საქართველოს ტერიტორიაზე 315 ათას ჰექტარზე მეტ ფართობს რწყავს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე –  თითქმის 1 მილიონ ჰექტარს. ის, ასევე, მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული რესურსია: მხოლოდ საქართველოში მასზე რამდენიმე ჰესია აგებული: ჩითახევჰესი, ზაჰესი, ორთაჭალჰესი, მინგენჩაურჰესი; ჰესები აგებულია მის მრავალ შენაკადზეც. თავის დროზე, მტკვარს ბორჯომის ხეობიდან თბილისამდე ხე-ტყის დასაცურებლადაც იყენებდნენ. მტკვარი მდიდარია თევზით: სვია, თართი, ტარაღანა, სალამურა, ფარგა და ასე შემდეგ. მტკვრის ნაპირებზეა გაშენებულია საქართველოს ქალაქები: ბორჯომი, გორი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი…

თუმცა, უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩვენს მეზობელ თურქეთში აქტიურად განიხილება მტკვრის სათავის გადაგდების, ანუ ჩვენთვის მისი რესურსის გადაკეტვის საკითხი (რათა მტკვრის წყალი ჰირდრორესურსებისთვის გამოიყენონ), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე და, შესაბამისად, აზერბაიჯანში, მტკვარი 30-40 პროცენტით ნაკლებ წყალს შემოიტანს, ანუ, იმ ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ; მეტიც, აზერბაიჯანს ჩვენ უნდა ავუნაზღაუროთ დაკლებული წყლის რესურსიც. ორიოდე წლის წინათ თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტისას, თითქოს გადაწყდა, რომ მტკვარი ძველებური რაოდენობით გადმოკვეთდა თურქეთ-საქართველოს საზღვარს, მაგარმ ახლახან ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებას მტკვართან დაკავშირებულ ადრინდელ ჩანაფიქრზე უარი არ უთქვამს. რა ბერკეტები აქვს საქართველოს მტკვრის არსებული მოცულობით შესანარჩუნებლად  და რა პრობლემებს შექმნის მისი შემცირება? პრობლემაზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება.

 – ორიოდე წლის წინათ თითქოს თურქულმა მხარემ ამ იდეაზე უარი თქვა. ისევ აქტუალური გახდა ეს პრობლემა?

– ბოლო მონაცემებით, ისევ აქტუალურია. ენერგეტიკის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ეს პრობლემა არის და დაგვპირდნენ, რომ წავიდოდა დელეგაცია თურქეთში, მაგრამ შედეგების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით.

– პრობლემის არსია, რომ მტკვრის გარკვეული ნაწილი შეკავდება, დაგუბდება თურქეთის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, საქართველოში შემოვა ნაკლები. რა პრობლემებს შეგვიქმნის ეს მოცემულობა?

– აღარ შემოვა მტკვრის ის მოცულობა, რაც აქამდე შემოდიოდა საქართველოს ტერიტორიაზე და 30-40 პროცენტით შემცირდება საერთო ჩამონადენი წყლის ოდენობა, რაც გამოიწვევს შიდა დანაკარგებს მოსახლეობის წყლის მოხმარებაში. ეს არის შიდა ქართლისა და გორის მიმდებარე ტერიტორია. უნდა ვივარაუდოთ, რომ გვექნება წყლის დეფიციტი და, იმ ტერიტორიებზე, სადაც მოდის ბოსტნეული და გაშენებულია ხეხილის ბაღები, სარწყავი წყლის ნაკლებობა შეიქმნება. ჩვენს სავარგულებს, იმისთვის, რომ მოსავლიანობა გაიზარდოს და ისინი იყოს მომგებიანი, აუცილებელია, რომ წყალი მიეწოდოს. თუ წყალი არ იქნება ან წყლის სისტემა არ იქნება გამართული, იქმნება მნიშვნელოვანი პრობლემა.

– არ შეგვიძლია მტკვრის დაკლებული წყლის ჩანაცვლება?

– ვერ ჩანაცვლდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროც ცდილობს, შეავსოს დეფიციტი, მაგრამ, პრაქტიკულად, ეს შეუძლებელია. საქართველო ისედაც დეფიციტურია წყლის მხრივ და ჩანაცვლება ძალიან რთულია.

– გამოდის, რომ პრობლემა გადაუჭრელია?

– იმ თვალსაზრისით, რომ პრობლემა არის და მტკვარში წყლის დაკლებით ის უფრო გაღრმავდება, ის რჩება. თუ მორწყვის წვეთოვან სისტემაზე გადავალთ, ეს გაცილებით ძვირი სიამოვნებაა. შესაბამისად, ეს არის პრობლემა.

– საქართველო არ არის წყლის რესურსებით ღარიბი ქვეყანა და ამ ერთ მტკვარში წყლის მოცულობის დაკლება ასეთ კატასტროფას რატომ გამოიწვევს?

– ჩვენ რომ წყლის რესურსებით ღარიბი ქვეყანა არ ვართ, ეს ერთი საკითხია,  მაგრამ, ჩვენ აღმოსავლეთ საქართველოში ყოველთვის გვქონდა წყლის დეფიციტი. ჩვენი პოლიტიკოსები ვერ ითვალისწინებენ იმას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს წყლის დეფიციტი აღმოსავლეთ საქართველოში. ჩვენ წყალუხვი ვართ დასავლეთ საქართველოში, თუმცა ბოლო გვალვიანმა წელმა გვიჩვენა, რომ იქაც აღარ ვართ უკვე წყალუხვი.

– თუმცა, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენ გვაქვს არტეზიული წყლები.

– არტეზიულმა წყლებმა დაიწია და ეს ნიშნავს იმას, რომ არის მნიშვნელოვანი პრობლემა. გამოჰკითხეთ აღმოსავლეთ თუ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებლები და ისინი დაადასტურებენ, რომ არტეზიულმა წყლებმა დაიწია ძალიან ღრმად –  3-4 სანტიმეტით.

– დაწეულიც რომ არ იყო, არც მაშინ ვიყენებდით დიდად ეფექტიანად ჩვენს არტეზიულ წყლებს.

– სოფლად სასმელ წყლად მხოლოდ არტეზიულ წყალზე ვართ.

– ჭის წყალს გულისხმობთ?

– არამარტო. რაც კი შემორჩენილი წყალმომარაგების სისტემაა, მარაგდება არტეზიული წყლებით. ჩვენ მდინარეების წყლებს ვიყენებთ სარწყავად, თბილისიც კი მტკვრის ფილტრატს, ანუ, მიწისქვეშა წყალს იყენებს სასმელად. ანუ ზედაპირულ წყლებში წყლის ნაკლებობა გამოიწვევს ფილტრატების კიდევ უფრო დაწევას და გვალვის დროს პრობლემა, შეიძლება, შეგვექმნას სასმელი წყლისაც კი.

– დაწეული არტეზიული წყლების ამოღების ტექნოლოგია არ არსებობს?

– ვერ ამოვიღებთ. ასე მარტივი რომ იყოს, პრობლემა არც შეიქმნებოდა. მთელი აღმოსავლეთ საქართველო დამოკიდებულია მტკვრის აუზზე. შესაბამისად, თურქეთის ტერიტორიაზე მტკვრის წყლის გადაგდების პრობლემა მნიშვნელოვან პრობლემას შეგვიქმნის. 

– ზემოქმედების საერთაშორისო მექანიზმები არ არსებობს?

– წყლის საერთაშორისო კონვენციებს როგორც ჩვენ, ისე თურქეთი არ არის მიერთებული. ჩვენ იმიტომ, რომ გარკვეული პრობლემები გვაქვს აზერბაიჯანთან სუფთა წყლის მიწოდების გამო, თურქეთს კი მიაჩნია, რომ წყლის მარეგულირებელ არც ერთ კონვენციას არ უნდა მიუერთდეს.

– მაშინ, ბერკეტი არ არსებულა თურქეთზე ზემოქმედების. რატომ უნდა თქვას უარი იმ პროექტის განხორციელებაზე, რომელიც მას სარგებელს მოუტანს?

– ეს არის 1927 წელს თურქეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულება წყლის ჩამონადენთან დაკავშირებით, რის მიხედვითაც, წყლის ჩამონადენი არ უნდა შემცირდეს. წყალი უნდა შემოვიდეს იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც მოდის ბუნებრივად.

– თქვენი აზრით, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა?

– ამ ხელშეკრულების მიხედვით, უნდა შეიქმნას ორმხრივი კომისია, რომელიც შეისწავლის და შეაფასებს პრობლემას; მეორე ხედვაა ევროკავშირის გამოცდილება, რასაც ჰქვია სააუზო მართვის სისტემების დანერგვა. ეს რთული მექანიზმია და ეს მექანიზმი უნდა ამოქმედდეს საქართველოში. სხვათა შორის, ეს წერია კიდეც საქართველოს წყლის კანონში, რომელიც, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ.

– აზერბაიჯანს რა პრობლემას შეუქმნის თურქეთის მიერ მტკვრის სათავის გადაგდება?

– აზერბაიჯანს არანაირი პრობლემა არ შეექმნება, რადგან ჩვენ ვალდებულები ვართ, აზერბაიჯანს მივაწოდოთ იმ რაოდენობის წყალი, რასაც ის ახლა იღებს. 

– მაგრამ, თუ თურქეთმა ჩვენ შეგვიწყვიტა მოწოდება, საიდან უნდა მივაწოდოთ?

– ამიტომ არის აზერბაიჯანი მშვიდად: ჩვენ არანაირი პრობლემა რა შეგვექმნება, საქართველო მოგვაწვდის იმდენს, რამდენიც გვჭირდებაო. ასე განაცხადა აზერბაიჯანის მხარემ და სადღაც მართლებიც არიან. ეს ჩვენ დაგვაკლდება მტკვრის წყალი, მაგრამ, სამმხრივი მოლაპარაკების ფორმატი იმისთვის არსებობს, რომ, ვთქვათ, ჩვენ ვეღარ მივაწვდით წყალს აზერბაიჯანს. აი, ეს არის დიპლომატიური მოლაპარკება.

– ცნობილია, რომ თურქეთი და აზერბააიჯანი არიან უახლოესი მოკავშირეები და, გამოდის, რომ ორივე გვჭყლეტს ჩვენ. მე შემიძლია, ვიყო არადიპლომატიური, ჩემს სიტყვებს არ აწევს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. გამოდის, რომ ორივე ჩვენს ხარჯზე იკეთებს თავის საქმეს.

– დიახ… თურქეთს აქვს წყლის პრობლემა და იქ აქტიურად ავითარებენ ჰიდროენერგეტიკას. პრობლემა ისაა, მტკვრის წყალი არ გადააგდონ ჭოროხში. 

– მიწისქვეშა წყლებზე ვისაუბრეთ, მაგრამ მიწისზედა წყლის რესურსიც ხომ გვაქვს, მყინვარების სახით?

– უკვე ცოტა გვაქვს, ჩვენ დღეს გვაქვს ის, რაც დაგვრჩა და ეს არის ერთი მესამედით შემცირებული, კლიმატის ცვლილების გამო. ბოლო ორი წელია, მყინვარები უფრო აქტიურად დნება. წყლის შესახებ კანონპროექტი აწყობილია ევროკავშირის წყლის ჩარჩო-დირექტივის მიხედვით, ოღონდ, ის ჯერჯერობით ვერ გასცდა გარემოს დაცვის სამინისტროს. აქ არის მეორე პრობლემაც – რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროები, იმიტომ რომ, ეს ითხოვს რეგულირებას, ტარიფის შემოღებას წყალზე, რომ უყაირათო ხარჯვა შეწყდეს საქართველოს ტერიტორიაზე.

– უცნაურია, რატომ უნდა იყვნენ ეს სამინისტროები წინააღმდეგი?

– სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია მელიორაციულ სისტემებზე. დეტალები ჩემთვის უცნობია, მაგრამ, როგორც ვიცი, არც ერთი სამინისტრო არ მიიჩნევს მიზანშეწონილად, რომ შემოვიდეს ბუნებრივი რესურსის გადასახადი წყალზე.

– საბოლოოდ თუ უწყლოდ დავრჩით, ვინ იქნებ პასუხისმგებელი?

– მთავრობა, ოღონდ, შემდეგი რიგის.

– ყაირათიანად მოხმარებით გადავჭრით ამ პრობლემას?

– გარკვეულწილად გადავჭრით. ზოგან კატასტროფული სიტუაციაა, სადაც წყაროებია, იქ არ არის წყალმომარაგების სისტემა. აბსოლუტურად ყველაფერი დარღვეულია, არ გვაქვს საკანალიზაციო სისტემები –  ერთი-ორი გვაქვს მხოლოდ.

– მაგრამ, წყაროებითაა მოფენილი საქართველოს ტერიტორია... 

– წყაროები ამოდის, მაგრამ ეს სასმელი წყალი არ არის. სუფთა წყლად არ ითვლება წყაროს წყალი.

– მესმის, მაგრამ, რაც მთავარია, წყალი, რესურსი არის, უბრალოდ გასასუფთავებელია.

– რესურსი არის, მაგრამ ამას უნდა მოხმარება. თუ ეს რესურსი დაბინძურებულია და იქ ნაგავსაყრელია მოწყობილი, ჩათვალეთ, რომ არ აქვს.

– რა უშლის ხელს, რომ ნაგავსაყრელი არ იყოს მაინცდამაინც წყაროში?

– აი, მეც ამ საკითხით ვარ დაკავებული: საქართველოში 26 000 მდინარეა და ერთი მდინარე არ დაგვრჩა, სადაც ნაგავი არ ყრია. ნაგავი ვერ გადის სოფლებიდან, იმიტომ, რომ ფინანსები არ არის. საკითხი დგას ასე: სასწრაფოდ უნდა მოწესრიგდეს ნარჩენების მართვის სისტემა და პარალელურად უნდა დავიწყოთ წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება. პოტენციალი გვაქვს და, შეგვიძლია, ყველა ეს საკითხი დაწყებულია, მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ.

– ვისზეა დამოკიდებული, რომ ეს წყლის კანონპროექტი გასცდეს გარემოს დაცვის სამინისტროს კედლებს?

– გარემოს დაცვის სამინისტროზე, მთავრობაზე და მოსახლეობაზე. თუ მოსახლეობამ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც ჩაყარა ნაგავი მდინარეში, პრობლემა ვერ გადაიჭრება.

– ერთია, რომ მთავრობას ევალება ნარჩენების გატანა, მაგრამ, ნუთუ იმ სოფლების მცხოვრებლებს, რომლებიც ნაგავში იხრჩობიან, არ შეუძლიათ, ვთქვათ, დამარხონ ეს ნაგავი და არ დააბინძურონ გარემო, სადაც ცხოვრობენ?!

– ერთ-ერთ სოფელში გამომიცხადეს, რომ ნაგავი მთავრობამ უნდა გაიტანოსო, მაგრამ, არის სოფლები, სადაც თვითონ უვლიან ამ პრობლემას. ამას გარდა, კანონი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციებს ნაგვის დაყრის გამო, უბრალოდ, საჭიროა, ისინი ამოქმედდეს.

– ვთქვათ, ვერ მოხერხდა თურქეთთან ამ საკითხის მოგვარება, გარდა სარწყავი დანიშნულებისა, მტკვარში ჩადის კანალიზაციაც.

– რაც კი დასახლებული პუნქტებია მტკვარზე, მთელი მათი საკანალიზაციო სისტემა ჩადის მტკვარში. არ დაგავიწყდეთ, ჯერჯერობით მტკვრის განზავების პროცენტი გვაძლევს საშუალებას, რომ სისტემა არ იყოს ძალიან დაბინძურებული, მაგრამ, თუ მტკვარში წყლის ოდენობა დაიკლებს, სისტემა ძალიან დაბინძურდება.

 

скачать dle 11.3