კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

პატრული ჩასაფრებულია რესტორანთან. გამოიფინენ ნასვამები ყაყან-სიმღერით და მანქანებში განაწილდნენ... ერთი ფეხზე ძლივს დგას და მანქანას უახლოვდება. ჩასაფრებულებმაც სწორედ ის ამოირჩიეს.

– აბა, ჩაბერე!

– ჩაბერა... ფხიზელია!

– ეს როგორ...

– მე დღეს მორიგე ვარ, ყურადღების მიქცევა მევალებოდა...

***

თუ კარგი რამე ხდება, სვამ – რომ აღნიშნო; თუ ცუდი რამე ხდება, სვამ – რომ დაივიწყო; თუ არაფერი ხდება, მაშინაც სვამ – იქნებ რამე მოხდეს.

***

ნუ მიიღებთ ცხოვრებას ძალიან სერიოზულად. მისგან ცოცხალი მაინც ვერ დააღწევ თავს.

 

***

– ეჰ, 15 წლისამ სულ სხვაგვარად წარმოვიდგინე, როცა მკითხავმა მითხრა, რომ ფულს ქალებზე  დახარჯავო... ცოლი და სამი ქალიშვილი მყავს...

 

***

დასვენების დღეებზე სწრაფად მხოლოდ ფული მთავრდება.

 

***

ტიპი საყვარელთან მიდის, რომელიც მეჩვიდმეტე სართულზე ცხოვრობს. რატომღაც ლიფტი არ მუშაობს... სიყვარულის ფრთებმა კაცი მეშვიდე სართულამდე აიყვანა. მეთხუთმეტე სართულამდე სულ გინებ-გინებით ავიდა, იმათი მისამართით, ვინც ლიფტის გამორთვაარჩართვაში იყო დამნაშავე. მეჩვიდმეტეზე კი გულზე ხელდადებული ფიქრობს: „ოღონდ სახლში არ იყოს ეს ბ...ზი...“

***

ისინი ისეთი რომანტიკულები იყვნენ, რომ მათ წერილებზე „კაგებეც“ კი ტიროდა.

***

ტიპი სექსოპათოლოგთან მივიდა – ერექცია არ მაქვსო.

– ეშველება, ოპერაცია და მაშინვე ყველაფერი აჟურში ჩადგება – 30 000 ლარი დაჯდება. მეორეც ოპერაციაა, ოღონდ ერთი თვის განმავლობაში, პატარ-პატარა და 10 000 ლარი. 

– კარგი ოჯახში მოვილაპარაკებთ.

მეორე დღეს.

– სამზარეულო უნდა გავარემონტოთ, – ამოოხვრით თქვა კაცმა.

***

ახალაშენებულ სახლში მეგობრებმა გვერდიგვერდ იყიდეს ბინები. შევიდნენ.

– ზურა, გესმის ჩემი?!

– ნუ ყვირი, გხედავ...

***

ქალი ემზადება დასასვენებლად: იყიდა რამდენიმე „კუპალნიკი“, სარაფანი,” „ბასანოჟკები”, შორტები, „შლოპანცები”, ქუსლიანი ფეხსაცმელი და საღამოს კაბა... ქმარმა მოიჭრა ფრჩხილები ფეხზე... და მზადაა.

***

– როგორ მოხვდით „ეფბიაის“ შენობაში?

– მე აგენტი ვარ?

– „კაგებეს“ აგენტი?

– არა, კოსმეტიკური ფირმის.

скачать dle 11.3