კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას კურირებდა პირველად საქართველოში „კაზანტიპის“ რესპუბლიკის კომუნიკაციების მინისტრი და რაზე მოუწია ბიკო ბირბიჩაძეს დუბლინში „თბილისური ტყუილების“ თქმა

პრომოუტერი, რომლის სახელსაც უკავშირდება საქართველოში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დიჯეების ჩამოყვანა და რომელიც არაერთი ფესტივალის ორგანიზატორია, გახლავთ ბიკო ბირბიჩაძე, რომლის სახელს შეიძლება, მივაკუთვნოთ საქართველოში ელექტრონული მუსიკის განვითარება და ამ კუთხით პუბლიკის გაზრდა. მას დღემდე 200-ზე მეტი დიჯეი ჰყავს ჩამოყვანილი ქართული კლუბებისა თუ ბარებისთვის.  ბიკო დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია. 

 

– ბიკო, უპირველეს ყოვლისა, უნდა გკითხო, როგორ მოხვდი „კაზანტიპის“ მინისტრებს შორის?

– დიდი ხანია, ვმუშაობ პრომოუტერად. ჩამომყავს  დიჯეები  უცხო ქვეყნებიდან. შესაბამისად, მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. როდესაც გადაწყდა, რომ „კაზანტიპი“ საქართველოში უნდა ჩატარებულიყო, პრომოუტერობა შემომთავაზეს და მეც უარი არ მითქვამს. ძალიან გამიმართლა, რომ შემარჩიეს.

– ანუ, პირველად ხარ „კაზანტიპის“ ორგანიზატორებს შორის?

– კი, პირველად.

– „კაზანტიპის“ გარდა, რით ხარ დაკავებული?

– მაქვს სხვადასხვა პროექტი. ერთ-ერთი მათგანია „ლისი ვუდ”, რომელსაც ჩემს მეგობარ ბაჩოსთან ერთად ვახორციელებ. ეს არის ძალიან კარგი პროექტი, რომელიც რამდენიმე წელია, არსებობს.

– აქამდე როგორ მოხვედი?

– დავიბადე თბილისში, მყავს მშობლები და ძმა. ვცხოვრობდი პეკინზე და ფალიაშვილზე, სკოლაშიც ფალიაშვილზე დავდიოდი. უნივერსიტეტი ჯერ ინგლისში, შემდეგ თურქეთსა და საქართველოში დავამთავრე. ჩვენთან ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისოზე. 

– უცხოეთში რას სწავლობდი?

– პიარს.

– რატომ ელექტრონული მუსიკა, როდიდან დაინტერესდი ამ სფეროთი?

– ბავშვობაში ძალიან მინდოდა, გამოვსულიყავი მსახიობი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კუთხითაც ვცადე ბედი. 4 ფილმში გადამიღეს. მუსიკა ყოველთვის მომწონდა. გამუდმებით ვუსმენდი. მიმაჩნია, რომ ბავშვობიდან ხარისხიან მუსიკას ვეცნობოდი. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, დუბლინში სასწავლებლად რომ ჩავედი. შაბათი იყო. ჩასვლისთანავე ჯგუფებად დაგვყვეს და სახლებში გაგვანაწილეს. მაშინ ვიყავი 15 წლის. ჩემს ჯგუფში იყო კიდევ 2 პოლონელი გოგო. საღამოს მომივიდა იდეა, ღამის კლუბში წავსულიყავი. ჩავიცვი შავი ჯინსი, მუხლზე გადავხიე,  მაისურს საყელო მოვაჭერი, უფრო თავისუფლად რომ ვყოფილიყავი და შევუარე ახლად გაცნობილ მეგობებს. ესპანელი ბიჭის კარზე რომ დავაკაკუნე, თვალცრემლიანმა გამიღო – ჯერ არ ჩამოსულს ოჯახი ენატრებოდა, მშობლებთან უნდოდა. რუსს ეძინა, ხოლო პოლონელი გოგონები თამაშობდნენ თავისთვის. მივხვდი, რომ ამათთან ღამის კლუბის ხსენებაც კი, სისულელე იყო. იმიტომ კი არა, რომ ინფორმაცია არ ჰქონდათ მის შესახებ, უბრალოდ, ჯერ კიდევ პატარები ვიყავით. გადავწყვიტე, მარტო წავსულიყავი. ძალიან სასაცილო იყო დაცვის რეაქცია, როცა მივედი. მკითხეს ასაკი და მომთხოვეს პირადობა. ვუპასუხე 18 წლის ვარ, პირადობა კი, თან არ მაქვს-მეთქი. თბილისურად დავიწყე მოტყუება (იცინის). მათ მითხრეს, რომ აქ 21 წლიდან უშვებდნენ ახალგაზრდებს. თუმცა, ჩემი ჩაცმულობით თუ იმსჯელებდნენ, კლუბში შეშვება შეიძლებოდა. იქვე, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ეცინებოდა ჩემზე, კლუბში შესვლის ასეთი სერიოზული ამბიცია რომ მქონდა. ამ გოგონამ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და დაცვასთან დიდხანს საუბრის შემდეგ, კლუბში შემიყვანა. თუმცა, რასაც ვფიქრობდი, ის გარემო და სიტუაცია იქ არ დამხვდა. კომერციული ხასიათის და არასწორი მუსიკა იყო. მომეწონა, რომ მე ამას მივხვდი. მაშინ  ბევრად უფრო გემოვნებიანი მუსიკოსების შემოქმედებას ვუსმენდი, როგორებიცაა: კასიუსი, ესი ჯაზი. მომწონდა როდესაც იყო ბრეინგ-დაენი და მუსიკა შემდეგ შედიოდა. აქედან დამებადა სურვილი, ამ სფეროს გავყოლოდი. ბევრად მეტი ვიცოდი და მესმოდა, ვიდრე დუბლინის იმ კლუბში უსმენდნენ. შემდეგ, ძმასთან ერთად ვიყავი ინგლისსა და თურქეთში. იქაც ძალიან ხშირად დავდიოდით კლუბებში. საქართველოში რომ ჩამოვედი, პირველ ფესტივალზე მიმიწვიეს. ვკურირებდი მუსიკოსებს და ასევე, მოდების ჩვენება მევალებოდა. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი, 17 წლის. ამას დაემატა „ყინულის ფესტივალი,“ რომელიც გუდაურსა და ბაკურიანში ტარდებოდა. აქ ვმონაწილებოდი, როგორც პროდიუსერი, მხოლოდ მუსიკალურ მხარეს ვკურირებდი. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც მინდოდა. მომწონდა, რასაც ვაკეთებდი ამიტომ, მივყევი ამ სფეროს ბოლომდე. პირველი, რამაც ჩემში ასე ვთქვათ, გადატრიალება მოახდინა, იყო „ბუქა შეიდი“. ამ პერიოდში, ასევე, ვმუშაობდი ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, მაგრამ მუსიკას სულ სხვა ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. შემდეგ უკვე, თვითონ დავიწყე თბილისში დიჯეების ჩამოყვანა.

– კონკრეტულად, რომელი კლუბისთვის ჩამოგყავდა თბილისში ეს ხალხი?

– 2008 წლიდან დღემდე ჩამოყვანილი მყავს 200 დიჯეიზე მეტი.  ვმუშაობდი „სვიჩში“, „ფეშენ-ტივის“ ბარისთვის,  ბათუმში კლუბ  „ტარაბუასთვის“ და სხვა ბევრ ადგილზე. იყო შემთხვევა, მეგობრებთან ერთად ვგეგმავდი ფესტივალის ჩატარებას, მაგრამ ომის პერიოდი დაემთხვა და სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. თუმცა, შემდეგ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, რამაც ჩვენც გაგვზარდა და ჩვენი მსმენელიც. აუცილებლად უნდა ვახსენო ლისის ტბის პროექტი, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ენერგეტიკითა და აურით.  ამ ფესტივალს, შეიძლება ითქვას, ვიწრო წრეში ვატარებთ, შეზღუდულია დასწრება. დღეს ჩამომყავს დიჯეები კაფე „გალერისთვის“ და მტკვარზე.

– დუბლინში ჩასვილსას, რატომ შეიცვალე იმიჯი?

– სიმართლე გითხრა, ახლა მეც მაგაზე ვფიქრობდი. არ მახსოვს, ალბათ, ფილმი ვნახე და მივბაძე რომელიმე გმირს. სულ ვუსმენდი მუსიკას, ამანაც გავლენა იქონია. ახლაც მეცინება, რომ მახსენდება. შარვალი მესმის კიდევ, მაგრამ მაისურს რატომ მოვაჭერი საყელო, ამას ვერ ვხვდები (იცინის). მაშინ ასე არავინ დადიოდა, მით უმეტეს, საქართველოში.

– ხშირად მოგზაურობ. ახლახან ჩამოხვედი ბარსელონიდან. უცხოეთში ვიზიტები შენს კარიერას ეხება თუ უბრალოდ, როგორც ტურისტი, ისე დადიხარ?

– ბარსელონაში ახლახან ვიყავი და მინდა ვთქვა, ეს იყო საუკეთესო მოგზაურობა, რომელიც კი ოდესმე მქონია. „რეალობად ქცეული ზღაპარი” დავარქვი (იცინის). პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ ისეთ ადამიანთან ვიყავი ჩასული, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩემთვის – ყველაზე მაგარი მეგობარია. ეს არის სოფო სუხიაშვილი. სოფო არის პიროვნება, რომელთან მეგობრობაც მხოლოდ კარგი კი არაა, ძალიან საინტერსოა. გოგო რომ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი სოფო სუხიაშივილი (იცინის). ასეთი კარგი მოგზაურობა, ჯერ მართლა არ მქონია. ეს, რა თქმა უნდა, ჩემს სფეროსაც ეხება, დავდივარ სხვადასხვა ფესტივალზე, კლუბებში და ასე შემდეგ. მაგრამ, არც ტურისტული  თვალსაზრისით ვიკლებ სიამოვნებას. ძალიან მაინტერესებს მათი კულტურა და ისტორია, მაგრამ უფრო ვცდილობ, ჩემს საქმეს მოვარგო ყოველი ქვეყანა.

– პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვი?

– მოდი, ზოგადად ვისაუბრებ. იმდენ საქმეში ვარ ჩართული და თითოეულს ძალიან ბევრ დროს ვუთმობ, ხშირად ვმოგზაურობ, ამიტომ, ძირითადად, აქცენტი აღებული მაქვს გართობაზე, სერიოზულად ჯერ არაფერს  ვფიქრობ. დროც არ მრჩება ამისთვის. მყავს მეგობარი გოგონა, მატილდა, რომელიც ფრანგია. მაგრამ, როგორც ასეთი, სერიოზული ურთიერთობა არ მაქვს.

– როგორ ფიქრობ, რა დონეზეა საქართველოში ელექტრონული მუსიკა?

– ჩემი აზრით, ჩვენთან, ელექტრონული მუსიკა საკმაოდ განვითარდა და ახლა უკვე მაღალ საფეხურზე დგას. ამას არ ვფიქრობ მხოლოდ მე, ასე მიიჩნევენ, აქ ჩამოსული დიჯეებიც.  როდესაც „კაზანტიპის“ პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკი მყავდა წაყვანილი სხვადასხვა ფესტივალზე, ძალიან მოეწონა. უკვე განვითარებულია ჩვენი პუბლიკა და ღამის კლუბები.

– თუ „კაზანტიპი“ უკრაინაში დაბრუნდება, შენც გაჰყვები?

– თუ  „დამისტვენენ“ აუცილებლად წავალ. ამ პროექტის ორგანიზატორებიდან ზოგი რუსია, ზოგიც ლიტველი და უკრაინელი. რატომაც არა, ეს იქნება საუკეთესო შემოთავაზება ჩემთვის. ეს ღონისძიება საქართველოში მინიმუმ 10 წელზეა გათვლილი. პროექტის პრეზიდენტი, ნიკიტა მარშუნოკი, თავად ისეთი პიროვნებაა, რომ გამორიცხულია, ეს ღონისძიება ცუდი იყოს. ვფიქრობ, ჩვენთან აუცილებლად გაამართლებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოსთვის. ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს.

 

скачать dle 11.3