კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სასწაულებს აკეთებს ნანა ნებიერიძის ოქროს თევზი კიკი და რატომ ვერ გაყიდა მან შვილიშვილები

ნანა ნებიერიძის სახლში უსაყვარლესი ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლი ცხოვრობს, სახელად მეილო. ერთი შეხედვითაც მიხვდებით, რომ გატუტუცებული და განებივრებული ჰყავს მის დედობილს. ნანა, ძალიან თბილი და მოსიყვარულეა, მაგრამ მაილოც არანაკლებ მის მიმართ. ასე რომ, დედობილსა და შვილობილს შორის, ისეთი ურთიერთობაა, ნამდვილ დედა-შვილს რომ შეშურდება. რატომ ვერ გაყიდა შვილიშვილები ნანა ნებიერიძემ, საიდან მოხვდა მაილო მის ოჯახში და რატომ დაესწრო მის მშობიარობას, ამაზე თავად მოგიყვებათ.

 

ნანა ნებიერიძე: ბავშვობიდან მყავდა ცხოველები სახლში – ძაღლებიდან დაწყებული, ქათმებით, კატებით, კუთი, ზღვის გოჭითა და თევზებით დამთავრებული. მათთან ერთად ვიზრდებოდი. ფრინველები დიდად არ მიყვარს, თუმცა ისინიც მყოლია. ბოლოს მყავდა „ბოქსიორის” ჯიშის ძაღლი და ვგიჟდებოდით მასზე – აფონია ერქვა, უჭკვიანესი იყო. ძალიან მივეჩვიეთ, შეგვიყვარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, კიბო დაემართა და ვერ ვუშველეთ. იმდენი ტრაგედია მაქვს გადატანილი ჩემი ცხოველების გამო, მიკვირს, კიდევ როგორ შემრჩა ნერვები. ჩვენს სახლში ცხოველს როგორც ოჯახის წევრს, ისე ვუყურებთ და მათი სიკვდილი, ნამდვილი ტრაგედიაა. სამი-ოთხი ძაღლი მოგვიკვდა და რაც მაშინ ვიტირე და განვიცადე, იგივეს ალბათ, ვეღარ გადავიტან. მათი სასაფლაოც მაქვს და დავდივარ ხოლმე. კოჯრის გზაზე არიან დასაფლავებულები და სულ ვნერვიულობ, მშენებლობა არ წამოიწყონ იმ ადგილას და არ დავკარგო ჩემი ოთხფეხა ოჯახის წევრთა საფლავები. ბავშვობაში მუსიკაზე დავდიოდი, თავს არ ვიქებ, მაგრამ, საკმაოდ ნიჭიერი გახლდით და კარგი პერსპექტივებიც მქონდა ამ მხრივ. სახლში მყავდა უჯიშო ძაღლი, სახელად ჩარლი. ეს სახელი იმიტომ დავარქვით, რომ ჩარლი ჩაპლინივით, სასაცილოდ დადიოდა (იცინის). დედა და მამა მუშაობდნენ, არ ეცალათ რომ გამყოლოდნენ და მუსიკაზე მარტო დავდიოდი. ჩარლი კი, სულ მაცილებდა, მელოდებოდა და მერე უკან მომყვებოდა. მოკლედ, მუსიკაზე ერთად დავდიოდით. ტრამვაიშიც ჩემთან ერთად მგზავრობდა. ნამდვილი კავალერი იყო ჩემთვის.  სამწუხაროდ, დაბერდა და მოკვდა. არ დამავიწყდება, ასე მეგონა, სამყარო ჩამოიქცა, მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა, ვერ წარმომედგინა. მაგრამ, გავიდა დრო და შევეგუე მის გარეშე სიარულსაც და ცხოვრებასაც.

– დღეს, უსაყვარლესი ძაღლი ცხოვრობს შენთან. თქვენს ურთიერთობას რომ ვაკვირდები, ვხვდები როგორი გათამამებული და განებივრებული გყავს. ხომ ასეა?

– ნამდვილად ასეა. დღეს, უსაყვარლესი ძაღლი – მაილო მყავს. ის ჩემი მეორე შვილია (იცინის). დედაჩემს საკუთარი სახლი აქვს, მაილოს უყვარს ეზოში თავისუფლად ნებივრობა და ამიტომ, დედასთან მყავს დატოვებული. როცა ცუდ ხასიათზე ვარ, გავრბივარ, მაილოს ვეხუტები, ვეთამაშები, ველაპარაკები და ცუდი განწყობაც ქრება. ისეთი პოზიტივია მაილო, ვერ გეტყვით.

– როგორ მოხვდა მაილო შენთან?

– მამა „ავჩარკის” ძაღლების ფანი იყო, გიჟდებოდა მათზე და ძირითადად, ისინი გვყავდა სახლში. მაილოსნაირი პატარა ძაღლი, არასდროს გვყოლია. ფილმი „ნიღაბი” რომ ვნახე, გადავწყვიტე, შემეცვალა სტერეოტიპი და ისეთი ძაღლი მიმეყვანა სახლში, როგორიც ამ ფილმშია. ჯეკ რასელ ტერიერი პოზიტიური, ენერგიული ძაღლის ჯიშია. ჩემს ხასიათში ზის და ზუსტად ასეთი მაილო მჭირდებოდა (იცინის). ეს ძაღლი არ არის, ჩემი ნამდვილი შვილია. ვამბობ ხოლმე, მე ორი გოგო მყავს სახლში-მეთქი. იმაზე ფიქრიც კი არ მინდა, რომ ამას რაიმე შეიძლება, დაემართოს და დავკარგო. ჩემი მაილო ორი წლის წინ, მეგობარმა მაჩუქა დაბადების დღეზე და უბედნიერესი ვიყავი. ახლა ორი წლის და სამი თვისაა, პირველად რომ ვნახე თვე-ნახევრის იყო, ნამდვილი ბურთი, უსაყვარლესი, გიჟი, არანორმალური და უთბილესი. საქართველოში, ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის ძაღლები იშვიათია. მაილოს და-ძმაც ჰყავდა, მაგრამ ისინი გააშვილეს. მშობლები კი ასაკოვანი იყვნენ და ამიტომ, გადავწყვიტე, მე ვიყო მისი დედიკო (იცინის). 

– მაილო ბიჭის სახელია, შენი შვილობილი კი გოგოა. რატომ გადაწყვიტე, გოგოსთვის ბიჭის სახელი დაგერქმია?

– მართალია, გოგოა, მაგრამ რადგან ფილმში მაილო ჰქვია, მეც გადავწყვიტე, ბიჭის ეს სახელი დამერქმია. დედა ბერძენი ჰყავს, მამა კი – რუსი, ასე რომ, სერიოზული ნაჯვარია. თავისი ექიმიც ჰყავს და სულ კონტროლზე ვართ. ცოტა ცანცარაა და სიარული კი არ იცის, მარტო დარბის. იცით როგორ მიირთმევს?

– როგორ?

– მაგიდასთან აქვს თავისი ადგილი, სკამზე ახტება, მოკალათდება და ნამდვილი ადამიანივით ჭამს სუფრასთან. თან, თვალებში გიყურებს, იჭყიტება, ვინ რას მივირთმევთ (იცინის). ისე გავათამამეთ, რომ ჰგონია, ყველაფრის უფლება აქვს სახლში. კატაც მყავს, თათულია და მაილო და თათულია დაქალები არიან. თათულიას მამაჩემის ფეხებთან სძინავს ღამით, მაილოს კი – დედაჩემთან.  

– ესე იგი, მესამე გოგოც გყავს?

– არა, თათული ჩემი გოგო არ არის, უბრალოდ, ჩვენი ოჯახის წევრია. ის ძალიან გიჟმაჟია, მაგრამ   მაილოს კარგად უგებს და მისი დაქალია. არ დაგიმალავთ, თათულია ისე არ მიყვარს, როგორც მაილო და ეს მან იცის.

– მაილო გოგოა და ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელიც ჰყავს, არა?

– სასეირნოდ რომ გავდივართ მე და ჩემი გოგო, ძალიან პოპულარულია და მას ყველა ცნობს,  ეფერება. შვილებიც ჰყავდა – სამი უსაყვარლესი ლეკვი, ერთიი ბიჭი და ორი გოგო, ანუ ჩემი შვილიშვილები. მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ქალბატონო ნანა, ყიდვა გვინდა და რამდენად მოგვყიდით ლეკვებსო. მე კი ვპასუხობდი, შვილიშვილებს არ ვყიდი-მეთქი (იცინის). ბევრი მეხვეწებოდა, მაგრამ არ გამიყიდია, გავაჩუქე. 

– სიძე როგორ მოძებნეთ?

– სიძე სოფლელი მყავს და ახლა ვეძებ, ნაღდ თბილისელს (იცინის). სხვათა შორის, ერთი შვილიშვილი მამას ვაჩუქეთ. ასეთი წესი ყოფილა, რომ ერთი შვილი აუცილებლად მამას უნდა მისცე. ისე ვინერვიულეთ მაილოს ორსულობასა და მერე მშობიარობაზე... ნამდვილი კოშმარი გადავიტანეთ.  როგორც გითხარით, ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ენერგიულები არიან და მთელი ორსულობა, ანუ ორ-თვენახევარი დარბოდა და დახტოდა. სამი-ოთხი დღე რომ გადასცდა მშობიარობას, ავტეხეთ პანიკა და საკეისრო გავუკეთეთ. არ დამავიწყდება, ექიმმა მითხრა, დაესწარი საკეისრო კვეთას, შენი დახმარება დაგვჭირდებაო. ცოტა შევშფოთდი, რადგან სისხლის დანახვისაც კი მეშინოდა, მაგრამ მაილოს ვჭირდებოდი იმ მომენტში და ეს შიში გადავლახე. ეს იყო ნამდვილი ადრენალინი და არ ვფიქრობდი შიშზე. რთულად გადავიტანე მაილოს ნარკოზი და მშობიარობა, თან ახალდაბადებული ლეკვებიც ვერ იყვნენ კარგად და ვლოცულობდი – ღმერთო, გადამირჩინე ჩემი გოგო და შვილიშვილები-მეთქი. ჩემი გოგო ხასიათით და ცხვირით ძალიან მგავს (იცინის). ჩემსავით ენერგიული და მოძრავია, უყვარს ურთიერთობები. სახლში რომ მოვდივარ და თვალებში ჩავხედავ, ზუსტად ვხვდები, რა უნდა, რა უჭირს და როგორ ხასიათზეა. ამას წინათ, მივედი სახლში და რომ შევხედე, დედას ვუთხარი, რაღაც სჭირს მაილოს-მეთქი. გაეცინა, ჰო, ვერ ეძინა კარგად და შენ საიდან მიხვდიო (იცინის). ზუსტად ვიცი, როდის სტკივა მუცელი, როდის უნდა მოფერება, გასეირნება და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ოქროს თევზიც მყავს სახლში.

– ოქროს თევზი, სურვილებს რომ ასრულებს ისეთი?

– (იცინის). სურვილებს არ მისრულებს ჩემი ოქროს თევზი, მაგრამ რომ მელაპარაკება, ფაქტია. სასწაულებს აკეთებს, რომ მოგიყვეთ, ბევრი არ დაიჯერებს, იფიქრებენ, ნებიერიძე გაგიჟდაო. ხომ ამბობენ, თევზი არ ლაპარაკობსო? ჩემი თევზი კი სულ მელაპარაკება. რომ დამინახავს ხტუნავს, გავივლი, მომყვება, გამოვივლი, ისევ მომდევს და თან პირს ამოძრავებს, თითქოს მეუბნება რაღაცეებს, მიყვება. 

– რა ჰქვია შენს მოლაპარაკე ოქროს თევზს?

– კიკი ჰქვია. იცით, ამას წინათ რა იკადრა? სახლში დაღლილი მივედი, არ მქონდა მასთან საუბრის თავი და სავარძელში იქვე, ახლოს დავჯექი. კიკი ახტა, კუდი მოიქნია და წყალი მომასხა, ანუ მაგრძნობინა, მელაპარაკეო (იცინის). სასწაული ვინმეა და აკვარიუმში კი არა, ვაზაში ცხოვრობს. ასე უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ზღვის გოჭიც მყავდა, სახელად რატატუი. ისეთ ხმას გამოსცემდა, გვაოგნებდა. რატატუი, მაილოს მეგობარი იყო. დაღოღავდა ოთახებში და თუ მაცივრის კარის ხმას გაიგებდა, კი არ მოდიოდა, მოფრინავდა, მეც მაჭამეთ რამეო (იცინის). აი, ასეთი – ადამიანების, ცხოველებისა და თევზების იდილიაა ჩემს ოჯახში დღესაც. 

 

скачать dle 11.3