კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ბრუნდება გიგა კვენეტაძე საქართველოში და რა სიახლეს უმზადებს ის რუს და ქართველ მსმენელებს

ავტორ-შემსრულებელი გიგა კვენეტაძე უკვე წლებია, რუსეთში ცხოვრობს და იქაურ შოუ-ბიზნესში იკიდებს ფეხს.  მართალია, მის სიმღერებს ბევრი ცნობილი მომღერალი მღერის, მაგრამ, მისი თქმით, უკვე დროა, საკუთარ მუსიკალურ კარიერას მიხედოს და ამისთვის თავდაუზოგავადაც შრომობს. 

 

გიგა კვენეტაძე: ბევრ რამეს ვსაქმიანობ ერთად: ჩემს რუსულენოვან ალბომს  ვამთავრებ და სექტემბრიდან ცოცხალ ბენდთან ვიწყებ მუშაობას; ნელ-ნელა რუსეთის სხვადასხვა რეგიონში წავალ კონცერტებზე. სხვათა შორის, ცოცხალ ბენდთან ერთად, ახალი ალბომის გარდა, უნდა გავაკეთო ყველა ჩემი საავტორო სიმღერა, რომლებიც ცნობილი გახდა რუსეთში, რომ მოისმინოს მსმენელმა. 

– ანუ, უკვე მომღერლის კარიერაც დაიწყე?

– უკვე დროა, ცოტა დავაგვიანე კიდეც. 

– ამის პარალელურად, ალბათ, სიმღერების წერას განაგრძობ სხვა მომღერლებისთვის.

– რა თქმა უნდა. კატია ლელისთვის ვაკეთებ ამჟამად ერთ სიმღერას, რომელიც ძალიან კარგი გამოდის და, იმედი მაქვს, ქართველი მსმენელიც შეაფასებს სათანადოდ.

– კონცერტები თუ არის უკვე დაგეგმილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებ?

– ცოცხალ ბენდთან მექნება ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი – 14-15 სიმღერაა და, ალბათ, სამ თვეს მოიცავს სამუშაო პროცესი. მე და ჩემი პროდიუსერი, რომლის სახელიც ჯერ არ მინდა გავაჟღერო, ახალი წლიდან ჩავერთვებით სხვადასხვა ტურნეში. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამასთან ერთად, ერთ კლიპსაც გადავიღებ, რომელიც ოქტომბრიდან მინდა გავუშვა „რასკრუტკაზე” როგორც რუსეთში, ასევე, საქართველოში.

– მომავალი პროდიუსერის ვინაობას ისე ასაიდუმლოებ, ეჭვი მაქვს, ცნობილი ადამიანი უნდა იყოს.

– ქართველი მსმენელისთვის, მგონი, ცნობილია, მაგრამ, რუსეთში ძალიან წარმატებული პროდიუსერია და დღესდღეობით საინტერესო პროექტებს ხელმძღვანელობს. 

– ქართველია?

– არა. 

– გარდა სამუშაო რეჟიმისა, ზაფხულს როგორ ატარებ?

– მეგობრებთან ერთად აგარაკზე გავდივარ ხოლმე. საქართველოში ვეღარ ჩამოვაღწიე. ტელეფონით არ გამოდის საქმიანი მოლაპარაკებები და, ამიტომ, იმედი მაქვს, მალე ჩამოვალ. თან, მინდა, ჩემი ჩამოსვლა შემოქმედების მხრივაც ნაყოფიერი იყოს. ამიტომ, მირჩევნია, სექტემბერში ჩამოვიდე, სხვადასხვა გადაცემაშიც მივიღო მონაწილეობა და მაყურებელს თავი შევახსენო. ძალიან მომენატრა ჩემი მსმენელი და, იმედი მაქვს, მათაც მოვენატრე. 

– გიგა, ქართულად საუბარი მგონი უკვე გიჭირს, რადგან, რუსულად აზროვნებ.

– სამწუხაროდ, ასეა, მაგრამ, სულით და გულით ქართველი ვარ. 

– საქართველოში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?

– სამწუხაროდ, არა. იმდენად მწირი ბაზარია საქართველოში, რომ მანდ მე ვერ გავძლებ. როცა ადამიანი რუსეთში ცნობილი ხდება და რაღაც კონდინციამდე მიდის, მას უკვე უზრუნველყოფილი აქვს ცხოვრება. 

– რა დონეზე გაქვს ცხოვრება უზრუნველყოფილი?

– ჯერჯერობით საშუალოდ. 

– რა თანხაა საჭირო დღეს რუსეთში მომღერლის პოპულარიზაციისთვის?

– გარდა იმისა, რომ თანხა გაქვს, აუცილებლად უნდა გყავდეს წრე, რომელიც ამ თანხის სწორად დახარჯვაში დაგეხმარება. ამისთვის კი საჭიროა, 200 000 ევროდან ზევით. 

– და თუ ეს თანხა სწორად ვერ დახარჯე, შესაძლოა, შედეგი ვერ მიიღო?

– რა თქმა უნდა! ბევრი შემთხვევა ვიცი ასეთი. ამიტომ, მხოლოდ ფული არ არის საკმარისი. ყველაფერი ასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. აქ, რუსეთში, არის კომპანიები, რომლებიც იღებენ ნახევარ მილიონ დოლარს და გპირდებიან, რომ ერთ წელიწადში პოპულარულ სახედ გაქცევენ, მაგრამ, მე ასეთი კომპანიების არ მჯერა, ვერ ვენდობი. 

– პოპულარობისთვის ძალიან ხელსაყრელია სხვადასხვა მუსიკალური პროექტი, რომლის საშუალებითაც მომღერალს ეძლევა შანსი, ფართო მასისთვის გახდეს ცნობილი. შენ არ გიცდია, რომელიმე შოუში მიგეღო მონაწილეობა და იმ 200 000 ევროს დახარჯვის გარეშე გამხდარიყავი კიდევ უფრო ცნობილი? 

– მიცდია და გამიკითხავს კიდეც, მაგრამ, ეს ყველაფერი მაინც თანხებთან არის დაკავშირებული. არავინ თქვას, რომ, ვინც მსგავს პროექტებში გავიდა, მხოლოდ ნიჭის წყალობით მოახერხა. ზუსტად ვიცი, რომ ყველას თანხა აქვს გადახდილი. მიხვიდე, ქასთინგი გაიარო და შედეგი მიიღო – ასე არ ხდება. ეს პროექტები რუსეთის ცენტრალურ არხზე კეთდება, რომელიც შენს ფეისს „არასკრუტკებს,“ რაც იმას ნიშნავს, რომ ხვალ გექნება კონცერტები, გექნება ფული და ასე შემდეგ. 

– ბევრ ქართველ მომღერალს მიუღია მონაწილეობა, მაგალითად, უკრაინულ „ვოისში“ და ასე შემდეგ. გინდა თქვა, რომ ყველას ფული აქვს გადახდილი?

– უკრაინა და სხვა ქვეყნები არ მაინტერესებს, არ ვიცი, მე ვამბობ, რაც რუსეთში ხდება.

– რამდენი თანხაა საჭირო, მაშინ, ის მითხარი.

– 50 000 ევროდან იწყება, გააჩნია.

– ანუ, რა ეტაპამდე უნდა მიხვიდე?

–  რა თქმა უნდა. ფინალზე ზედმეტია საუბარი – იქ უკვე სხვა თანხებია.   

– გამოდის, რომ უფულოდ ვერაფერს ვერ იგებ?

– უფულოდ არასდროს არაფერი გამოსულა და არც გამოვა. შენ ფულს ხარჯავ იმაში, რომ ცნობილი სახე გახდე და ამით ხვალ გაცილებით მეტი ფული იშოვო. ლამაზი თვალებისთვის და იმისთვის, რომ ნიჭიერი ხარ, არაფერი ხდება და ეს ყველამ იცის. როგორ მიგიღებს საზოგადოება, მოეწონება თუ არა შენი რეპერტუარი – ეს უკვე მეორე ეტაპია და შენზეა დამოკიდებული. პოპულარული აქ ზვერევიც არის, მაგრამ, სხვა მიმართულებით, თორემ, მისი სიმღერები არავის არც უნდა და არც მოსწონს. ის სამოდელო სფეროშია პიპულარული და იქ უფრო მეტი პლუსები აქვს, ვიდრე მუსიკალურ სფეროში. 

– შენ თუ გიცდია სხვა სფეროში მოგესინჯა შესაძლებლობები?

– არა, ვფიქრობ, არც არის საჭირო. დამატებით შემოსავალზე არ მიფიქრია. 

 

скачать dle 11.3