კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გადაწყვიტა კაცად გადაკეთებულმა ქართველმა ქალმა წლების შემდეგ ცოლის საქართველოში ჩამოყვანა და რისი ეშინია მას

ქართველმა ქალმა, რომელიც 12 წლის წინ მოსკოვში კაცად გადაკეთდა, 5 წლის წინ გერმანიაში ცოლი მოიყვანა, ერთი თვის წინ კი, საქართველოში შვილის გასაჩენად, ხელოვნური განაყოფიერებისთვის ჩამოვიდა, ინტერვიუს ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი აზიატი მამაკაცია, რომელიც ცოლზე ეჭვიანობს და წინააღმდეგია მეუღლის ბუნებრივი გზით დაფეხმძიმებისა.

 

– თავიდანვე მინდა, გითხრა, რომ ვერაფრით დავიჯერე, როცა შენზე მითხრეს, ადრე ქალი იყო და კაცად გადაკეთდაო.

– ქალობა არასდროს მეტყობოდა. ბიჭებისგან მხოლოდ სასქესო ორგანოთი განვსხვავდებოდი და მაშინ ვხვდებოდი ამას, როცა თანატოლ ბიჭებთან ერთად, ქუჩაში მოშარდვას ვერ ვახერხებდი. 

– თანატოლებთან ურთიერთობას როგორ ახერხებდი?

– დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთი დავიბადე და შესაბამისად, ვერასდროს ვხვდებოდი, როცა მეუბნებოდნენ გოგოსავით მოიქეციო, ეს რას ნიშნავდა.  როცა სკოლაში  შევედი, მერე დაიწყო ჩემი პრობლემები, პიროვნული ჭიდილი საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან. გოგოები თავის „სასტავში“ არ მიიღებდნენ და ბიჭები იმიტომ არ მიძმაკაცდებოდნენ, რომ გოგო ვიყავი.

– თავად გოგოების „სასტავში“ გინდოდა ყოფნა თუ ბიჭების?

– რა თქმა უნდა, ბიჭების. ვაკეში დავიბადე და ჩემი კლასელები ძალიან პრანჭიები იყვნენ, ერთმანეთს ათას სისულელეს ახარბებდნენ და ემარიაჟებოდნენ. მე კიდევ  მაგრად არ მაინტერესებდა ვიღაცის მაქმანებიანი კაბა. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი კედებს და ფეხბურთს ვითამაშებდი. კაბაში სუფთა საფრთხობელას, ჩუჩელას ვგავდი (იცინის).

– როდის გაგიჩნდა ქალებთან ურთიერთობის სურვილი?

– პატარა რომ ვიყავი, გაუთვითცნობიერებლად გოგოებს სულ ვაწვალებდი. ეს, ერთის მხრივ, სექსუალური ლტოლვაც იყო და იმის ინტერესიც, რა გვქონდა საერთო. სულ მაინტერესებდა ისინი შიშვლები მენახა, რომ გამეგო როგორები არიან გოგოები.

– ბიჭების მიმართ არ გქონდა იგივე ინტერესი?

– რა თქმა უნდა, მათ მიმართაც მქონდა, რადგან სულ მიკვირდა ფეხზემდგომელა როგორ ფსამდნენ და მე რატომ არ შემეძლო ასე. ბევრჯერ ვცადე მიმებაძა, მაგრამ ყოველი მცდელობა კრახით დასრულდა (იცინის). პირველად რომ დავინახე განმასხვავებელი ნიშანი, მაშინ მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

– წეღან საკუთარ თავთან პიროვნული ჭიდილი ახსენე და დიდხანს გაგრძელდა?

– იქამდე, სანამ ოპერაცია არ გავიკეთე. ეს საზოგადოებასთან ჭიდილი უფრო იყო, ვიდრე საკუთარ თავთან. მაგრამ, საკუთარ თავს სწორედ საზოგადოების გამო ვებრძოდი. მე კი ვიცოდი რომ მე, მე ვიყავი და ისეთი მომწონდა საკუთარი თავი, როგორიც ვიყავი, მაგრამ სხვებს არ მოვწონდი და ამის გამო, უამრავი დამცირება ავიტანე.

– გოგოობის პერიოდში ბიჭთან სექსი გქონდა?

– კი. სხვათა შორის პატარა ასაკშივე, რადგან როგორც გითხარი, გაცხოველებული ინტერესი მქონდა ყველას და ყველაფრის მიმართ.

– ახლა, როცა უკვე კაცი ხარ, გეი ურთიერთობაც გაქვს?

– არა. მაშინ, როცა ბიჭთან მქონდა ურთიერთობა, სულ მინდოდა, რომ კაცის როლში მე ვყოფილიყავი. მაგრამ, დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს არ გამომდიოდა. თუმცა, ხშირად დომინანტი მე ვიყავი, ისევე როგორც ქალებთან სექსის დროს.

– იმ დროის თბილისში არ გიჭირდა პარტნიორის მოძებნა?

– იმ დროს კი არა, მგონი, დღესაც ჭირს საქართველოში არატრადიციული ურთიერთობისთვის პარტნიორის მოძებნა, მაგრამ ყველაზე მეტად ზაფხული მიყვარდა, რადგან სოფელში მივდიოდი დასასვენებლად, სადაც ერთი შეყვარებული გოგო მყავდა. მძულდა აგვისტოს ბოლო, როცა იძულებით მომათრევდნენ თბილისში.

– შენი სოფლელი შეყვარებული ახლა სად არის?

– როგორც ვიცი, გათხოვდა და შვილებიც ჰყავს. ალბათ, უვლის ქმარს და ცხოვრობს ბედნიერად, თუმცა დარწმუნებული ვარ, იმას, რასაც გაუცნობიერებლად ბავშვობის ასაკში ვაკეთებდით, მასზე გარკვეულ კვალს დატოვებდა.

– ოჯახი როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას ბიჭად გადაკეთების თაობაზე?

– საკმაოდ ლოგიკური იყო ჩემი გადაწყვეტილება და მათგანაც – ბუნებრივი რეაქცია. განათლებული, კარგად აღზრდილი და ადეკვატური მშობლები მყავს და მათ უფრო მაპატიეს, ვიდრე მე საკუთარ თავს. მათი დახმარებით შევძელი საკუთარი პიროვნების პოვნა და ადამიანად დარჩენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე საკუთარ თავს და ისინი შვილს დაკარგავდნენ.

– რატომ გადაწყვიტე ოპერაციის მოსკოვში გაკეთება?

– 10-12 წლის წინ, საქართველოში ეს წარმოუდგენელი იყო. თუ არ ვცდები, პირველი ოპერაცია ბიჭის ქალად გადაკეთების მას შემდეგ გაკეთდა, რაც მე მოსკოვში გამოვიცვალე სქესი. ამის შემდეგ მოსკოვში დავრჩი და იქ დავიწყე ახალი ცხოვრება. მოგვიანებით, გერმანიაში გადავბარგდი, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი და ცოლად მოვიყვანე.

– მეგონა, მეუღლე რუსი იყო.

– კი რუსია, მაგრამ ისიც ემიგრანტი. 

– ბანალური კითხვაა, მაგრამ როგორ გაიცანით ერთმანეთი? უფრო სწორად, როგორი იყო მისი რეაქცია, როცა გაიგო, რომ ადრე გოგო იყავი?

– ჩვენ კლუბში გავიცანით ერთმანეთი და იმ საღამოსვე გვქონდა სექსი. მაპატიე, ასეთ სიტყვებს რომ ვამბობ, ეს ხომ ქართული პრესაა – დაწერეთ, რომ დავამყარეთ მჭიდრო კონტაქტი. ზოგადად, ეს თემა ჩემთვის დახურული იყო და არავის ვეუბნებოდი ადრე რომელი სასქესო ორგანოთი ვმოძრაობდი. თან, ხამი მექალთანე ვიყავი და არც ერთ ლამაზ გოგოს ხელიდან არ ვუშვებდი. მაგრამ, როცა ჩვენი ურთიერთობა სერიოზულ ფაზაში შევიდა, მერე მოვუყევი და უფრო მეტად შევუყვარდი. თანაც, ჩვენ, საბჭოთა კავშირი გვაერთიანებდა და გვიმყარებდა ურთიერთობას, ერთ ენაზე ვსაუბრობდით ამის პირდაპირი მნიშვნელობით. რაც შეეხება მის რეაქციას, ყველაზე მაგარი სექსი სწორედ იმ ღამეს გვქონდა, როცა ყველაფერი მოვუყევი და ვუთხარი, ადრე ქალი რომ ვიყავი.

– შვილის ყოლის სურვილი არ გაქვთ?

– ახლა სწორედ ამ მიზეზით ვართ ჩამოსულები თბილისში. გვინდა, ინვიტრო განაყოფიერებით გავაჩინოთ შვილი. ორი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და ხომ იცი, როგორც საქართველოში ამბობენ, ღმერთი სამობით არისო.

– თბილისში რატომ გადაწყვიტეთ შვილის გაჩენა?

– აქ გაცილებით იაფია და თან ევროპული სტანდარებით კეთდება. გადანერგვა პირველად გერმანიაში გაიკეთა ჩემმა მეუღლემ და შესაბამისად, ვამჯობინეთ, ახლა თბილისში გვეცადა ბევრი, მაგრამ ისეთი მოხიბლულია საქართველოთი და ქართველი კაცებით, მეშინია, ბუნებრივი გზით არ დაფეხმძიმდეს (იცინის).

– ეჭვიანი ხარ? ასე რატომ ფიქრობ?

– ისე, ხუმრობა იქით იყოს და რაც ჩამოვედით, სულ ვეჭვიანობ, დაძაბული ვარ. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, მაგრამ ვხვდები, რომ ყურები სპილოსავით გამეზარდა და თვალებიც ფართოდ გავახილე, რომ რამე არ გამომეპაროს. არადა, ეჭვიანი არასდროს ვყოფილვარ. იმ დღეს ხუმრობით მითხრა, უცნობის სპერმის ყიდვას, არ ჯობია ვინმე ჯანმრთელი მამაკაცი ვნახო და ჩუმად მისგან გავაჩინოო, რაზეც საშინელი რეაქცია მქონდა. 2 დღე არ ველაპარაკებოდი.

– გამოდის, ტიპური აზიატი მამაკაცივით აზროვნებ?

– მე არ ვიცი, აზიატი მამაკაცივით თუ ევროპელი ქალივით ვაზროვნებ, მაგრამ რაოდენ გასაკვირადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მე ჩემი პრინციპები მაქვს ცხოვრებაში. მე კაცი ვარ და არ დავუშვებ, ჩემმა ცოლმა სხვა კაცისგან ბუნებრივი გზით გააჩინოს შვილი. მესმის, რომ გადანერგვა რთული პროცესია და დიდ ენერგიას თუ მოთმინებას მოითხოვს, მით უმეტეს, როცა ორი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ისიც მესმის, რომ ძალიან უნდა დედა გახდეს, მაგრამ იმას არავითარ შემთხვევაში, არ დავუშვებ, რომ ბავშვი ღალატის გზით ჩაისახოს.

– გამაკვირვე!

– ჩემი ცოლიც გაკვირვებული დარჩა, ისეთი რეაქცია მქონდა მის უკბილო ხუმრობაზე. აი, ხომ ხედავთ, ახლაც სახე და ინტონაცია შემეცვალა, რომ გამახსენდა.

 – იმ აზრსაც ხომ არ იზიარებ, კაცმა შეიძლება უღალატოს და ქალმა არაო, რომ ამბობენ.

– მე ღალატის წინააღმდეგი ვარ. არ აქვს მნიშვნელობა ქალი იქნება თუ კაცი – ღალატი ღალატია, მით უმეტეს, ბავშვი ღალატის შედეგად, ჩემთვის დაუშვებელია.

 

скачать dle 11.3