რა მოხდა ამ დღეს
25 აგვისტო
1718 – ფრანგმა კოლონისტებმა დააარსეს ქალაქი ნიუ-ორლეანი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1875 – კაპიტანი მეთიუ უები გახდა პირველი ადამიანი, ვინც გადაცურა ლა-მანშის სრუტე.
1944 – ფაშისტებისგან გათავისუფლდა ქალაქი პარიზი.
1950 – ეკრანებზე გამოვიდა აკირა კუროსავას ფილმი „რასემონი“.
26 აგვისტო
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 55 – გაიუს იულიუს კეისარმა თავის არმიით მოაღწია ბრიტანელთა ნაპირებს. ეს იყო „ცივილიზებული მსოფლიოს“ პირველი გაცნობა ამ კუნძულთან.
1071 – მანაცკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა გაანადგურეს ბიზანტიელები და წაართვეს მათ სომხეთი და მცირე აზიის უდიდესი ნაწილი.
1498 – მიქელანჯელომ დაიწყო მუშაობა სკულპტურულ კომპოზიციაზე „პიეტა“.
1813 – დრეზდენის ბრძოლა – ნაპოლეონის უკანასკნელი გამარჯვება.
1883 – ვულკან კრაკატაუს უძველესი ამოფრქვევა (ინდონეზია) ითვლება უძლიერეს ამოფრქვევად ჩვენს ათასწლეულში.
1970 – ჯიმი ჰენდრიქსის უკანასკნელი გამოსვლა სცენაზე.
27 აგვისტო
1859 – ედვინ დრეიკმა ამერიკაში გათხარა პირველი ჭაბურღილი ნავთობის მოსაპოვებლად.
1912 – გამოქვეყნდა ედგარ ბეროუზის „ტარზანის თავგადასავალი“.
1939 – პირველი რეაქტიული თვითმფრინავის, „HE-178-ის“ პირველი გაფრენა (გერმანია).
1955 – გამოვიდა გინესის რეკორდების პირველი წიგნი.
28 აგვისტო
476 – არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ.
1963 – 200 000-ზე მეტმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა მარტინ ლუთერ კინგის მიერ ზანგების დისკრიმინაციის წინააღმდეგ მოწყობილ მარშში.
1996 – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას განქორწინება.
29 აგვისტო
1526 – ოსმალეთის იმპერიის საომარი მოქმედებების შედეგად, შეწყვიტა არსებობა უნგრეთის სამეფომ.
1758 – ნიუ-ჯერსიში შეიქმნა ინდიელთა პირველი რეზერვაცია.
1825 – ბრაზილია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1883 – თომას აპერნმა (კანადა) გამოიგონა პირველი ელექტროღუმელი.
1929 – დირიჟაბლმა „გრაფ ცეპელინმა“ პირველად შემოუფრინა დედამიწას.
30 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 30 – თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ.
1918 – ფანი კაპლანი თავს დაესხა ლენინს.
1983 – ამერიკელი გაიონ ბლუფორდი გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც კოსმოსში იფრინა.
31 აგვისტო
1914 – სანკტ-პეტერბურგს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ლენინგრადი.
1935 – ალექსეი სტახანოვმა პირველად დაამყარა თავისი შრომითი რეკორდი.
1955 – უილიამ კობმა (ჩიკაგო) პირველად წარუდგინა საზოგადოებას ავტომობილი მზის ბატარეებზე.
1997 – ავტოკატასტროფაში დაიღუპა დიდი ბრიტანეთის პრინცესა დიანა.