კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: ძალიან მინდა, ფრანგული ბულდოგის შეძენა. ზოგმა მირჩია ამის გაკეთება, ზოგმა კი – პირიქით. მის შესახებ ყველაფერი მაინტერესებს, მაგრამ იქნებ მითხრათ, რა აქვთ სუსტი ამ ჯიშის წარმომადგენლებს?

პასუხი: პირდაპირ გეტყვით, ცხვირი. ცხელ ამინდში მათი ბევრი სირბილი არ შეიძლება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი ძალიან ცივ ამინდში მათი გარეთ ყოფნა. მოკლებეწვიანია და ზამთარში ხშირად ნახავთ ტანისამოსით. იმის გამო, რომ ძაღლი დიდთავაა და ასეთი ცხვირით კარგად ვეღარ სუნთქავს, ორგანოების განვითარება ისე არ ხდება, როგორც უნდა მომხდარიყო. ამიტომ, დედალ ბულდოგებს მშობიარობა უჭირთ და ხშირად საკეისროს გაკეთება ხდება საჭირო. ეს გახლავთ თანამედროვე სელექციის უარყოფითი მხარე, რომელსაც დღესდღეობით ებრძვიან. 

კითხვა: რამდენიმე სიტყვით, იქნებ მითხრათ, ძაღლის ყურის ჰიგიენის შესახებ. ანუ როგორ უნდა დავიცვათ ის?

პასუხი: ძაღლის და ადამიანის ყური ერთნაირი აგებულებისაა. ყურს სჭირდება გამოწმენდა და სისუფთავე. ზოგ ძაღლს იმხელა ყურები აქვს, საჭმლის ჭამის დროს უკრავენ, რომ არ დაესვაროს. დასვრილი ყურებიდან ინფექცია შიგნით გადადის. თუ ძაღლს ჩამოყრილი ყურები აქვს, კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ჩხირით უნდა გაუწმინდოთ. მოუვლელობის გამო, ძაღლებს ყურის ტკივილი ეწყებათ და თავის ქნევას იწყებენ. ამიტომ, როცა ძაღლი თავს იქნევს, ყურის ძირზე ხელი უნდა მიაჭიროთ და მაშინვე იგრძნობთ, რომ მას რაღაც აწუხებს. არის სპეციალური ხსნარი, რომელსაც   ძაღლს ყურში ჩააწვეთებთ პროფილაქტიკის ან მკურნალობის მიზნით. შესაბამისად, ძაღლს ვეღარ ერევა ინფექცია. თმიანი ყურები შიდა მხრიდან უნდა ამოიკრიჭოს, რომ ყური არ ჩაახუროს. ამას ძაღლი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ. 

კითხვა: ძაღლი ცოფზე მყავს აცრილი 10 თვის წინ. არის თუ არა საშიში ეს პერიოდი, თუ ვინმეს უკბინა? ანუ, იმას ვგულისხმობ, რომ ვაქცინის უმეტესი დრო გასულია. 

პასუხი: ცოფზე აცრიდან, ვაქცინით იმუნიტეტი უმეტესად 12 თვეს გრძელდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალმა აცრილმა ძაღლმა თუ ვინმე დაკბინა, ის საშიში არ არის. აცრა არ იძლევა 100%-იან გარანტიას. დაკბენის შემთხვევაში, აუცილებელია, ძაღლი მოვაქციოთ ვეტერინარული ზედამხედველობის ქვეშ, ხოლო დაკბენილმა აუცილებლად უნდა მიმართოს რაბიოლოგს. საგულისხმოა და გასათვალისწინებელი ასევე, ის ფაქტორი, თუ რა ვითარებაში მოხდა დაკბენა. ხშირად ხდება ისე, რომ ცხოველი არანაირ აგრესიას არ ავლენს, არ აღენიშნება ცოფის ნიშნები, მაგრამ თამაშის დროს შეიძლება, დაკბინოს, ან დადორბლოს ადამიანი. ასევე, ცხოველის გაბრაზების შემთხვევაში, აუცილებელია, ცხოველებთან მოქცევის წესების დაცვა. ყველა დაკბენის და დადორბვლის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ რაბიოლოგს, მიუხედავად იმისა, აცრილია თუ არა ცხოველი.   

 

 

скачать dle 11.3