კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: სად შეიძლება, მოვათავსო ქლოროფიტუმი?

პასუხი: ეს ოთახის მცენარე ძალიან პოპულარულია. თუ სათანადო პირობებს შეუქმნით, ქლოროფიტუმი ორჯერ უფრო ლამაზი იქნება. შეგიძლიათ, ეს მცენარე დადგათ მაღალ ტუმბოზე, უმზეო ოთახში. 

კითხვა: ბარაქის ხე მილპება, რის ბრალია?

პასუხი: საერთოდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გამძლე ოთახის მცენარეა. მისი მთავარი მტერი ზედმეტი წყალია. ალბათ, მორწყვა მეტი მოგივიდათ. ამიტომ, წყალი შეუმცირეთ, იქნებ გადაარჩინოთ. თუ გსურთ, რომ უხვად დაიტოტოს, ტოტებს წვეროები წააჭერით და ფოთლებიდან მტვერი მოაცილეთ. ასე უფრო ლამაზი სანახავია.

კითხვა: როგორ გავახარო სპარსული ია?

პასუხი: სპარსული ია, ანუ ეკზაკუმი შეგიძლიათ, თესლით გაახაროთ. უნდა დათესოთ ადრიან გაზაფხულზე და შემდეგ გადარგოთ. მართალია,  ახალგაზრდა ეკზაკუმი კოხტა და კომპაქტურია, მაგრამ თანდათანობით იშლება და ფორმას კარგავს. ამიტომ, გირჩევთ, ზრდასრული მცენარე შეიძინოთ. 

კითხვა: რთული მოსავლელია თუ არა ჰოვეა?

პასუხი: ჰოვეა პალმის ერთ-ერთი სახეობაა. თუმცა, მათთან, ერთი დიდი უპირატესობა აქვს: ის ძალიან გამძლე მცენარეა და მოუვლელობასაც იტანს. იზრდება დაბალი ტენიანობის პირობებში. თუ სინათლეზე დადგამთ და ცოტას დაატენიანებთ, უკეთეს ჰოვეას მიიღებთ.

კითხვა: ოთახის პირობებში ვზრდი ზეთის ხილის ხეს, რომელმაც იყვავილა და შემდეგ ნაყოფი მოისხა, მაინტერესებს, თუ შეიძლება ამ ნაყოფის დაგემოვნება?

პასუხი: ოთახის პირობებში გაზრდილმა ზეთისხილის ხემ დაყვავილების შემდეგ შეიძლება, მართლაც მოისხას მცირე ზომის ნაყოფი, მაგრამ ეს ნაყოფი სპეციალური დამუშავების გარეშე არ იჭმევა.

კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე, რომ დეკემბერამ უხვად იყვავილოს?

პასუხი: ეს ჩვენთვის ნაცნობი კაქტუსი შლუმბერგერას ორი სახეობის ჰიბრიდია. მისი ღეროები ლამაზად დაკიდებული დიდი ზომის ყვავილებით ბოლოვდება. ბოტანიკოსებმა მრავალწლიანი შრომის შედეგად მიიღეს ახალი ფორმები – წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ყვითელი და ნარინჯისფერი ყვავილებით. თუ ამ მცენარის უხვი ყვავილობა გსურთ, დასვენების პერიოდში აუცილებლად სიმშრალესა და სიგრილეში უნდა ამყოფოთ და თქვენ წინ დეკემბერა ლამაზი ყვავილებით გადაიშლება.

კითხვა: ბინაში ჰემიგრაფისს ვზრდი, იქნებ მირჩიოთ, რა პირობებში ვამყოფო, რომ უკეთ გამოიყურებოდეს?

პასუხი: ჰემიგრაფისი მარადმწვანე მცენარეა. კაშკაშა სინათლე ხელს შეუწყობს ფოთლების სიხასხასესა და ყვავილობას. თაკარა მზეს მოარიდეთ და ზამთარში მინიმუმ 12-13 გრადუსზე ამყოფეთ. მოსწონს ოთახის ტემპერატურა 18-24 გრადუსი. ამ მცენარეს ძალიან უყვარს სხვა მცენარეების მიერ შექმნილი ტენიანი მიკროგარემო. რაც უფრო მაღალია ტემპერატურა, მით მეტი ტენიანობა სჭირდება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, მცენარე რეგულარულად მორწყეთ. ზამთრობით მორწყვის სიხშირე შეამცირეთ, ოღონდ მიწას ნუ გამოაშრობთ.

კითხვა: ვერაფრით ვზრდი პუანსეტიას, როგორ მოვიქცე?

პასუხი: პუანსეტია ძალიან რთულად იზრდება. ახლა ის დროა, როცა მცენარე სრულ სიბნელეში უნდა ამყოფოთ. ეს უნდა მოხდეს რვა კვირის განმავლობაში მაინც, რათა მცენარეს ყვავილები და ყლორტები ამოუვიდეს და შემდგომ უხვად იყვავილოს. მას ზრდის ყველა ეტაპზე უყვარს კაშკაშა, გაბნეული შუქი, თაკარა მზე კი ვნებს.

 

 

скачать dle 11.3