კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ადგილებია ჩვენს დედაქალაქში ბიოლოგიურად საშიში და როგორ ავიცილოთ მათგან გამოწვეული სავალალო შედეგები

ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან ადამიანები ცდილობდნენ, ამოეცნოთ ის იდუმალი სამყარო, რაც მიწის ენერგიას ახლავს.  მეცნიერებამ,  მიწა დადებით და უარყოფით პათოგენურ ზონებად დაყო. თუმცა,  თანამედროვე ადამიანსაც საკმაოდ დიდი ინტერესი აქვს იმ ყველაფრის მიმართ, რაც ერთი შეხედვით, არ ჩანს. 

მიწას აქვს თავისი ძალა და ენერგია.  სხვადასხვა ადგილას მიწას განსხვავებული ძალა აქვს – უარყოფითი, ან დადებითი. ეს განპირობებულია მათი მდებარეობით, თუ რომელ  გეოპათოგენურ ზონაშია მიწა. ბუნებრივ პათოგენურ ზონას მიეკუთვნება ადგილები, სადაც გეოლოგიური ნაპრალებია, რომელთა ირგვლივაც ჩნდება ანომალიური ზონები, ასევე მიწისქვეშა მდინარეების ხეობები.  ასეთ ადგილებში მიწას, ძირითადად, უარყოფითი ენერგია აქვს. ასეთივე ენერგია აქვს მიწას იქ, სადაც აგებულია ტექნოგენური ნაგებობები, გვირაბები, მეტრო, საბადოები. მიწას დადებითი ენერგია აქვს თუ უარყოფითი, ამისი მიხვედრა მარტივადაც შეიძლება. ადამიანი დადებით ადგილზე კომფორტულად გრძნობს თავს, ბიოლოგიურად საშიშ ადგილას კი, შფოთვა ეწყება.

თუ რომელი საცხოვრებელი ზონაა საქართველოში გეოპათოგენური და საშიში და როგორ ავიცილოთ მისგან გამოწვეული საშიში შედეგები, ამასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ, უფოლოგ ერეკლე შონიას, რომელმაც საკმაოდ დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი ინფორმაცია მოგვაწოდა.

ერეკლე შონია: სახლის ან ეკლესიის ასაშენებლად, ჩვენი წინაპრები ხანგრძლივად ეძებდნენ და არჩევდნენ იმ ადგილს, რომელიც გეოპათეგონური არ იყო. მას, ვაზის ლერწმის საშუალებით ეძებდნენ, რათა ასეთი ადგილი, მათთვის დასვენებისა და ჯანმრთელობისთვის პოზიტიური ყოფილიყო. გავიდა წლები, განვითარდა მეცნიერება და დედამიწის ქერქის შესწავლა უფრო მაღალ დონეზე მოხდა. დღეს, არსებობს სპეციალური ბიოლოკაციური ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც, ადვილად დგინდება, რომელი ადგილია დედამიწაზე ბიოლოგიურად უსაფრთხო და რომელი საშიში. თუმცა, დღეს, ამას სათანადოდ აღარ ექცევა ყურადღება, ღრმად არ იკვლევენ დედამიწის ქანებს და მხოლოდ იმაზეა გაკეთებული აქცენტი, რამდენად მყარად აშენდება ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლი. იმაზე კი არავინ ფიქრობს, მომავალში, იქ მცხოვრები ადამიანის ჯანმრთელობაზე როგორ იმოქმედებს ის ენერგია, რომელიც მიწიდან ამოდის. არადა, სამწუხაროდ, უამრავი ქალაქია აშენებული ბიოლოგიურად საშიშ გეოპათოგენურ ზონაში, სადაც ხშირია მიწისძვრები, შიდა ქანებიდან ამოიფრქვევა ნეგატიური ენერგია და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი ადგილია იქ, სადაც ქალაქი სპიტაკია აშენებული და მოგეხსენებათ, იქ დედამიწის ბიოლოგიურმა რღვევამ, წლების წინ, რა შედეგები მოიტანა მიწისძვრის სახით. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც მსგავს გეოპათოგენურ კვლევებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და ამ მხრივ საშიშ ადგილას, არათუ საცხოვრებელ სახლს, სკვერებსაც კი არ გააშენებენ. 

ერთი სიტყვით, მიწისქვეშა ნაპრალებისა და იქ გამავალი წყლების შესწავლის გარეშე, ქალაქის კი არა, უბრალოდ, საცხოვრებელი სახლის აშენებაც კი სახიფათოა. ასეთ ადგილას ადამიანი განიცდის გამოსხივების ზემოქმედებას და ხანგრძლივად იქ ყოფნის დროს, როგორც კლინიკური, ისე ფსიქოლოგიური პრობლემებიც იჩენს თავს. დეპრესია, სტესი, ფსიქოზი, თვითმკვლელობა და სხვა ნეგატიური მოვლენები, მათ შორის, სულებისა და მოჩვენებების ხილვა, ხშირად ფიქსირდება იმ ადგილებში, სადაც დედამიწიდან ნეგატიური ენერგია მოდის.

– საქართველოში, მსგავსი გეოპათოგენური ზონები ბევრია? 

– საქართველოში, გეოფიზიკოსები წლებია, გეოპათოგენურ ზონებს სწავლობენ და თბილისის მიდამოებში, საშიშ ზონად ითვლება ორთაჭალის ნაწილი, სადაც გოგირდოვანი წყლებია; ასევე, იოსებიძის ქუჩის გარკვეული ზონა, რომლის ქვეშაც გადის მიწისქვეშა წყლები, გროვდება ქანებში და თუ კარგად დააკვირდებით შენობებიც კი დაზიანებულია. ასევე, კოსტავას ქუჩის ნაწილი, სადაც მიწისქვეშა წყლები დიდი რაოდენობით გროვდება, აგრეთვე მთაწმინდა-ვერის გარკვეული ნაწილი და დიდი დიღომი, რომელიც გაშენებულია, ისეთ ადგილას, სადაც მტკვრის ხეობა გადის და  მიწა გაჯერებულია მარილიანობით და მინარევებით. აქ დიდხანს ყოფნა სასურველი არ არის. 

– ვინც იქ ცხოვრობს, მათთვის ეს რამდენად საშიშია?

– მაგალითად, ვინც დიდი დიღმის დასახლებაში ცხოვრობს, მათთვის აუცილებელია, დღის განმავლობაში, ამ ტერიტორიას მოცილდნენ, ისეირნონ ბაღებში, სკვერებში და დაიმუხტონ ბუნების დადებითი ენერგეტიკით. მაგალითად, ვარაზის ხევისა და ვაკის პარკის ტერიტორიის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ, იქ გადის დიდი რაოდენობით მიწისქვეშა წყლები, დაძაბული გეოლოგიაა და დედამიწის ქერქიდან იფრქვევა რადიოაქტიური გამოსხივებები. ეს ჩვენმა წინაპარმა იცოდა და ამიტომაც გააშენა ასეთ ადგილას ხეები და სკვერები.  ბიოაქტიურ ადგილას აშენებული სახლები არ არის მყარი სეისმოლოგიური მოვლენებისთვის.

– თავი რომ დავანებოთ ჯანმრთელობას, გამიგია, რომ გეოპათოგენურ ზონაში ცხოვრება, ადამიანის ხასიათსა და მის გონებრივ შესაძლებლობაზეც მოქმედებს. ეს რეალურია?

– რასაკვირველია, გეოპათოგენურ ადგილას ცხოვრება, გარკვეულ საშიშროებას უქმნის ადამიანის არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ მის გონებრივ შესაძლებლობებსა და გუნება-განწყობასაც. თუმცა, გეოპათოგენური ზონა, ადამიანში ასევე ავითარებს ზებუნებრივ ნიჭს, თვითგანვითარებას უწყობს ხელს და ასეთ დაძაბულ ადგილას მყოფი ადამიანი, არ არის გამორიცხული, ნიჭიერებით გამოირჩეოდეს. ანუ, კოსმოსიდან წამოსულ ენერგიას გაცილებით ადვილად იღებენ გეოპათოგენურად აქტიურ ზონაში მცხოვრები ადამიანები.

– ძველი ხალხისგან ისიც გამიგია, რომ გეოპათოგენურ ზონას კარგად გრძნობს ცხოველი და თუ ის გარკვეულ ადგილას ვერ ისვენებს, ის გეოპათოგენური და საშიში ზონაა, ხოლო სადაც მშვიდად და კომფორტულად გრძნობს თავს, ეს პოზიტიური და ნებისმიერი ჩვენგანისთვის უსაფრთხო ადგილია. ამაზე რას გვეტყვით?

– ეს მეთოდი, საქართველოში ოდითგანვე არსებობდა. კერძოდ, სახლში შეუშვებდნენ კატას ან ძაღლს და სადაც ის კომფორტულად მოკალათდებოდა, იმ ადგილას დგამდნენ საწოლს ან სავარძელს. მიაჩნდათ, რომ ეს ადამიანისთვის უსაფრთხო ადგილი იყო, ხოლო, სადაც ცხოველი ვერ ისვენებდა და შფოთავდა – გეოპათოგენური და საშიში.  სოფლის განაშენიანების დროსაც, ხშირად, ამ მეთოდს იყენებდნენ ჩვენი წინაპრები ან ტრადიციული ბიოლოკაციური ჩარჩოებით ირჩევდნენ ასეთ ადგილებს და პოულობდნენ დედამიწაში ჩამალულ წყლებს – მაგალითად, ვაზის ლერწმის საშუალებით. ასე რომ, მიწას თავისი აურა აქვს და მისი გათვალისწინება აუცილებელია, თუ გინდათ, მშვიდად, კომფორტულად და ჯანმრთელად იცხოვროთ დიდი ხანი. 

 

скачать dle 11.3