კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩემი ბიძაშვილის ქმარი მშობლებმა სახლიდან გააგდეს

ერთი ბიძაშვილი მყავს, თეიკო, რომელთან ერთადაც გავიზარდე. ძალიან ჩუმი და წყნარი იყო ბავშვობაში და დიდობაშიც ასეთი დარჩა. ისე მოხდა, რომ 16 წლისა მოტყუებით წაიყვანა ახალგაცნობილმა ბიჭმა, დაქალის ძმის მეგობარმა, გეგამ, რომელიც მაშინ 25 წლის იყო. კერძო სასწავლებლის სადარბაზოსთან დაუდარაჯდა მანქანით, ვითომ შემთხვევით შეხვდა და უთხრა, ნინოსთან და მის ძმასთან მივდივარ სახლში და, თუ გინდა, შენც წამოდიო. ესეც ენდო, ჩაუჯდა მანქანაში და ორი საათის შემდეგ ნინოს ნაცვლად სადღაც რაიონში წაიყვანა ნათესავთან. მშობლებმა რომ მიაკითხეს, აღარ წამოჰყვა, რადგან, გეგა მუხლებზე დაჩოქილი უხსნიდა სიყვარულს და თვალებზე ცრემლმომდგარი იფიცებოდა, თუ წახვალ, თავს მოვიკლავო. სინამდვილეში არც კი იცოდა, უყვარდა თუ არა, რადგან იმ ბიჭს წესიერად არ იცნობდა და, თანაც, არ იყო ასეთ რამეებში გამოცდილი თავისი ზოგიერთი დაქალივით. მოკლედ, თეიკო გათხოვდა. დედამთილ-მამამთილმა ძალიან კარგად მიიღო რძალი და, რომ იტყვიან, ორივეს ხილისგულზე დაჰყავდა, მაგრამ გეგას თავისი სიყვარულის ფიცი ნახევარ წელიწადში დაავიწყდა და ცოლს, პრაქტიკულად, არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. იჯდა საწყალი გოგო მთელი დღეები სახლში და ქმარს ელოდა, ის კი ხან ძალიან გვიან ბრუნდებოდა, ხანაც ზედიზედ რამდენიმე ღამეს სხვაგან ათევდა. ყველაფერთან ერთად, გეგა უსაქმური, უხასიათო და სერიოზული ნარკომანი აღმოჩნდა. თეიკომ ეს რომ გაიგო, ისე ინერვიულა, მუცელი მოეშალა, მაგრამ თავის მშობლებს მაინც არაფერი უთხრა და ასე გულში იკლავდა დარდსა და ტკივილს. დედ-მამა და ორი გათხოვილი და, თავიანთი ქმრებიანად, ძალიან ეჩხუბებოდნენ გეგას, მაგრამ იმას ყველა და ყველაფერი ფეხებზე ეკიდა. ერთადერთი, რასაც ცოლისგან მოითხოვდა, შვილების გაჩენა იყო და სამი შვილი (სამივე ბიჭი) ზედიზედ გააჩენინა, თუმცა, არც ამან მოაბრუნა ოჯახისკენ. რამდენიმე წლის შემდეგ კი ისიც გაირკვა, რომ თურმე, საყვარლებიც ჰყავდა, თან, თეიკოს კარგი ნაცნობები. მოკლედ, საწყალ გოგოს ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა და, ერთ დღესაც, დედამთილ-მამამთილს უთხრა, მივდივარ და ბავშვებიც თან მიმყავსო. ამის პასუხად დედამთილმა ჩაულაგა თავის შვილს ჩემოდანი და, პრაქტიკულად, სახლიდან გააგდო. რძალსა და შვილიშვილებს კი მამამთილმა ცალკე ბინა უყიდა, ყველანაირად მოუწყო და დღემდე თან ჰყვება.

თეიკომ ახლახან გაიგო, რომ გეგას შერიგება უნებებია და ძმაკაცებს სთხოვს ამ საქმეში შუამავლობას, მაგრამ, იმათაც უარი უთხრეს – შენ ასეთი ცოლ-შვილის ღირსი არ ხარო. შვილებმაც კი არ მოისურვეს მამასთან შეხვედრა – ამდენი წელია, ერთხელ არ მოუკითხავს ჩვენი ამბავი და ახლა არც ჩვენ გვაინტერესებს, თვითონ როგორ არისო. უფროსი ბიჭი 13 წლის არის, შუათანა – 11-ის, უმცროსი კი – 10-ის. არც ისეთი პატარები აღარ არიან, ვინმემ თავის ჭკუაზე ატაროს. თეიკოს ვატყობ, თუკი ბავშვები მოინდომებენ მამის დაბრუნებას, მზად არის, ყველაფერი აპატიოს ქმარს, რაზეც ჭკუიდან ვიშლები. ყველაზე მეტად კი ის მაგიჟებს, რომ ერთადერთხელ მიაკითხა გეგამ ბავშვებს და მაშინაც ის ბოზი ეჯდა მანქანაში, ვის გამოც ცოლ-შვილი მიატოვა. სხვათა შორის, ის ქაჯი საკმაოდ ცნობილი ოჯახის შვილია, ეგრეთ წოდებულ ელიტაში გასული და, მით უფრო მიკვირს, რა ჯანდაბად უნდა უწიგნური, გაუნათლებელი, უსაქმური და უკაპიკო ნარკომანი გეგა?!

სალომე, 30 წლის.

скачать dle 11.3