კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ვიცი, რომ არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელთა მეშვეობითაც ხდება კანიდან დეფექტების მოშორება. თუ შეიძლება, მოკლედ მიამბეთ ამ ტექნოლოგიების შესახებ.

პასუხი: თანამედროვე აპარატული ტექნოლოგიები (მაგალითად, ლაზერით ან ულტრაბგერით ზემოქმედება) ეხმარება დერმატოლოგებს კანის დეფექტების რადიკალურად მოშორებაში.

ელოს-ტექნოლოგია დაფუძნებულია სხივისა და ბიპოლარული რადიოსიხშირის ენერგიების ერთობლივ ზემოქმედებაზე. ეს პროცედურა სასიამოვნოდ მოქმედებს ორგანიზმზე და აჩქარებს კანის განახლების ბუნებრივ პროცესებს. შედეგად, ქრება სისხლძარღვთა „ვარსკვლავები“ და კუპეროზის სხვა ნიშნები, კანი იძენს ჯანსაღ ფერს. ამ მეთოდით შეიძლება, მოიშოროთ პიგმენტური ლაქები, აკნეს შემდეგ დარჩენილი ნაწიბურები, ფორების გაგანიერება, სახის ჭარბცხიმიანობა, მოდუნება და ჩამოკიდება.

ულტრაბგერითი თერაპია არეგულირებს კუნთების ტონუსს, აფართოებს სისხლძარღვებს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას კაპილარებში; აკეთებს ქსოვილის მიკრომასაჟს და აქრობს ნაწიბურებს.

ულტრაბგერაზეა დაფუძნებული ულტრაბგერითი მასაჟი, ფონოფორეზი, კავიტაციური ლიპოლიზი და სახის ულტრაბგერითი გაწმენდა.

კითხვა: რა სახის პროცედურაა კოლაგენ-მაინდუცირებელი თერაპია?

პასუხი: როლერის მიკრონემსი შედის კანის სიღრმეში, ასტიმულირებს უჯრედებს და უზრუნველყოფს ვიტამინებისა და აქტიური კომპონენტების უფრო ღრმად შეღწევას. შედეგად, ხდება კოლაგენის სინთეზის ბუნებრივი აქტივაცია, კანის განახლება და დაჭიმვა.

კითხვა: მაინტერესებს, რა არის კონკრეტული მიზეზი იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად, კანი დუნდება და ჩნდება ნაოჭები?

პასუხი: ზოგადად, კანის მოდუნება და ნაოჭების გაჩენა, შეიძლება, უამრავმა მიზეზმა გამოიწვიოს (არასწორი კვება, სიგარეტი, სტრესები და ასე შემდეგ), მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, კანის მოდუნებასა და ნაოჭების გაჩენას იწვევს კანში ტენიანობის შემცირება. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კანი შეიცავს 70 პროცენტ წყალს, ასაკის მატებისას კი, ეს პროცენტული მაჩვენებელი მცირდება, კანი კარგავს ტენიანობას და მასთან ერთად, სიმკვირვესა და ელასტიკურობას. ამიტომაც არის აუცილებელი, დამატენიანებელი კრემების სისტემატური გამოყენება 25 წლის ზემოთ.

კითხვა: ჟოლო რომ უნიკალური ხილია ჯანმრთელობისთვის, ყველამ იცის, მაგრამ, მაინტერესებს, რატომ იყენებენ მას კოსმეტოლოგიაში, რითაა ის სასარგებლო კანისთვის?

პასუხი. ჟოლოში შემავალი ვიტამინებისა და მიკროელემენტების წყალობით, ფერხდება კანის „ჭკნობა“ და აღდგება მისი ელასტიკურობა, სიმკვრივე. ეს კენკრა, ასევე, საუკეთესო მატონიზებელი საშუალებაა.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ ბოტოქსის ნემსების განმეორებით გაკეთება არაეფექტურია?

პასუხი: პაციენტების 30 პროცენტი, რომელმაც გაიკეთა პირველი თაობის ბოტულოტოქსინის ნემსები, აცხადებს, რომ მეორედ გაკეთების შემდეგ, ან ძალიან ხანმოკლე შედეგი მიიღეს, ან საერთოდ არ ჰქონიათ არანაირი შედეგი. მაგრამ, ახლახან ბაზარზე გაჩნდა ახალი, ეგრეთ წოდებული „სუფთა“ ბოტულოტოქსინი, რომელიც ასპროცენტიან შედეგს იძლევა.

 

 

скачать dle 11.3