კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

* პატარა, მაგრამ სწრაფმავალი სამხედრო გემებისგან შემდგარ ფლოტს, რომელიც საკმაოდ საშიშ ძალას წარმოადგენდა დიდი ხომალდებისთვის, მოსკიტებს უწოდებდნენ.

* ძველ რომში ნოემბერი მეცხრე თვე იყო.

* ცოტა ხნის წინ რამდენიმე ამერიკელი ბეისბოლისტი და კალათბურთელი დაადანაშაულეს გვერდითი შემოსავლებიდან გადასახადების დამალვაში. გვერდითი შემოსავლები კი ავტოგრაფებში ფულის აღება იყო.

* პოემაში გილგამეშზე „ბიბლიის“ ანალოგიური ისტორიაა მოთხრობილი – ადამიანი უკვდავებას გველის გამო კარგავს.

* ვარვარების ნათურის ვოლფრამის სპირალი-ძაფი პირველად 1909 წელს დაამზადეს.

* პეტრე ჩაიკოვსკიმ „წლის დროები“ მუსიკალური ჟურნალის „ნუველისტის“ შეკვეთით შექმნა, 12 ციკლი თანამიმდევრულად დაიბეჭდა 1876 წლის ჟურნალის თორმეტ ნომერში. 

* პლინიუსმა ეთიოპიის ცხოველთა სიაში შეიყვანა სფინქსი; აღწერაში კი მისი მოწითალო-წაბლისფერი ბეწვი, ბრტყელი მკერდი და გამოცანების სიყვარული მიუთითა.

* როგორც ცნობილია, აგათა კრისტი ვერ იტანდა ჭურჭლის რეცხვას. ამბობენ, რომ სწორედ მისმა იდეამ მისცა ბიძგი პირველი ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოგონებას.

* ტერმინი „ბანანის რესპუბლიკა“ პირველად გამოიყენა ო’ჰენრიმ ნაწარმოებში „მეფეები და კომბოსტო“.

* შვედურ საფეხბურთო კლუბ „ბალკანში“ თამაშობენ მხოლოდ ბალკანეთის ქვეყნების წარმომადგენლები.

* ჩინეთში ხშირად მიირთმევენ პატარ-პატარა, გამომშრალ მიდიებს – მათ ზღვის ბრინჯს უწოდებენ.

* ყველაზე მაღალი სპირალური კიბე ესპანეთის ქალაქ ბარსელონას გარეუბანში, საკვამლე მილის „ბიბლია ალმირალისის“ გარშემოა დამონტაჟებული. ის 217 საფეხურისგან შედგება.

* ძველად ხალხს მიაჩნდათ, რომ ელვა-ჭექის დროს ჯერ ელვას ხედავდნენ და შემდეგ კი ჭექა-ქუხილის ხმა ესმოდათ და ასე იმიტომ ხდებოდა, რომ, თვალები სახის წინა ნაწილში ჰქონდა, ყურები კი – უკან.

* 1932 წელს მეათე ოლიმპიური თამაშებისთვის ლოს-ანჯელესის რაიონში გაჩნდა დასახლება, რომელსაც დღესაც იგივე სახელი ჰქვია – „ოლიმპიური სოფელი”.

скачать dle 11.3