კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

10 ექსცენტრიკული მდიდარი

1. მარკ ცუკერბერგი, მილიარდერი, სოციალური ქსელის Facebook-ის შემქმნელი (13,3 მილიარდი დოლარი). დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობნდენ, რომ მისი უცნაურობები შემოიფარგლებოდა მხოლოდ პათოლოგიური სიმორცხვით და დასვენების დღეებში მოწვეულ მეგობრებთან ფარიკაობით. მაგრამ, თავად განაცხადა, რომ გაიტაცა მეცხოველეობამ და მიირთმევს მხოლოდ იმ ცხოველის ხორცს, რომელსაც თვითონ კლავს.

2. კლაივ პალმერი, ავსტრალიელი ქვანახშირის მაგნატი, კომპანია Minerology-ის მფლობელი (0,8 მილიარდი). სურდა, ნამდვილი იურიული პერიოდის პარკი გაეშენებინა, კლონირებით აღდგენილი გადაშენებული სახეობებით. თუმცა, მეცნიერებმა სკეპტიკურად განაცხადეს, რომ სიცოცხლისუნარიანი გენეტიკური მასალის ნახვა შეუძლებელია. პალმერი იძულებული გახდა, უფრო რეალური, მექანიკური დინოზავრების პარკი გაეკეთებინა. ამასთან, მილიონობით დოლარი ჩადო „ტიტანიკის“ აღდგენაში, რომელსაც, სავარაუდოდ, 2016 წელს ჩაუშვებენ წყალში.

3. ალკი დევილი, ინტერნეტმწარმოებელი, საიტ FilmOn-ის შემქმნელი (1,9 მილიარდი). ის ინტერნეტის მომხმარებლებს მოუწოდებდა, შიშვლებს გაევლოთ ბარაკ ობამას წინ, და ჯილდოდ 100 000 დოლარს დაჰპირდა. მსურველები არ გამოჩნდენ, ამიტომ მაზანდა 1 მილიონამდე გაზარდა. ნიუიორკელმა ხუან როდრიგესმა სცადა, მაგრამ ობამას ნაცვლად პოლიციელებმა შეამჩნიეს.

4. ნიკოლას ბერგიუენი, საინვესტიციო კომპანია Bergruen Holdings-ის მფლობელი (2 მილიარდი). 45 წლამდე ნიკოლასი ამქვეყნიური ყველა სიამოვნებით ტკბებობდა. შემდეგ განაცხადა, რომ მატერიალური ფასეულობები სიამოვნებას არ ანიჭებს და გაყიდა ყველაფერი. ახლა ის უსახლკაროდ ითვლება. მოგზაურობს და დისტანციურად მუშაობს.

5. პოლ ალენი, კორპორაცია Microsoft-ის თანადამფუძნებელი (15 მილიარდი). მილიონები ჩადო ტელესკოპების განსაკუთრებული სისტემისა და ზემგრძნობიარე ანტენის დაყენებაში, რომელთაც მოაზროვნე უცხოპლანეტელთა სიგნალების მიღების იმედი აქვს.

6. ინგვარ კამპრადი, კომპანია IKEA-ს დამაარსებელი (3,3 მილიარდი). ყველაზე მდიდარი შვედი პრინციპულად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ყოველთვის იყენებს პენსიონერის ბარათს, რომ ნახევარ ფასად იმგზავროს.

7. დონალდ ტრამპი, მედიამაგნატი კაზინო TajMahal-ის და კონკურს „მის სამყაროს“ მფლობელი (3,3 მილიარდი). რესპუბლიკელებს უჭერს მხარს და ძალას და ფულს არ ზოგავს, დემოკრატიული პარტიის კანდიდატ ბარაკ ობამას დისკრედიტაციისთვის.

8. პიტერ ტილი, გადახდის სისტემის Paypal-ის დამაარსებელი (1,6 მილიარდი). სურვილი აქვს, შექმნას თავისუფალი საზოგადოება, ადამიანები თავიანთ ბედს თავად გადაწყვეტენ. „თავისუფლების კუნძულები“ მსოფლიო ოკეანეში იდრეიფებენ.

9. ლეონა ჰელმსმლი, სასტუმროთა ქსელ Helnsley Hotels-ის მფლობელი (2,5 მილიარდი). ისტორიაში „სიძუნწის დედოფლის სახელით შევიდა“. 2007 წელს გარდაიცვალა, ანდერძით ორ შვილიშვილს 5-5 მილიონი დაუტოვა, ორი კი უცენტოდ დატოვა. 12 მილიონი კი საყვარელ ძაღლს, მალტურ ბალონკას, სახელად ტრაბლს დაუტოვა. თუმცა, ნათესავებმა გაასაჩივრეს და ძაღლს 10 მილიონი წაართვეს.

10. ბრენსონი, კორპორაცია Virjin Group-ის დამფუძნებელი (4,6 მილიარდი). ცნობილია ეპატაჟური გამოხტომებით, ხან საჰაერო ბუშტით მოგზაურობს, ხან კაიტსერფინგით შიშველ მოდელებთან ერთად, ხან საქორწინო კაბით გამოცხადდება ახალდაქორწინებულთა სალონში. ამას წინათ, სანაძლეოს წაგების გამო, სტიუარდესად გარდაისახა და ძალიანაც იხალისა.

скачать dle 11.3