ცნობილები „იგერიებენ“
უხეში ხუმრობის ლამაზად მოგერიებას, ისე, რომ უხერხულ სიტუაციაში არ ჩავარდეთ, ვერ ისწავლით, თუ ამის ნიჭი არ დაგყვათ. აი, ვის შეეძლო, თავის ადგილზე „მოესვა“ თავხედი და გესლიანი „ხუმარები“ უფრო მახვილგონივრული ხუმრობით:
ამერიკის პრეზიდენტი კელვინ კულიჯი VS ქალბატონი ვახშამზე თეთრ სახლში
ქალბატონი: ბატონო კულიჯ, ჩემს ნაცნობს დავენიძლავე... მითხ რა, რომ ვერ შევძლებდი, თქვენგან ორ სიტყვაზე მეტი „ამომექაჩა“.
კულიჯი: თქვენ წააგეთ.
უინსტონ ჩერჩილი VS ბერნარდ შოუ
შოუ: თქვენთვის ორი ბილეთი შემოვინახე – პრემიერაზე მობრძანდით და რომელიმე მეგობარი წამოიყვანეთ... თუ, რა თქმა უნდა, გყავთ.
ჩერჩილი: პრემიერაზე მოსვლას ვერ შევძლებ. მორიგ სპექტაკლზე მოვალ, თუ, რა თქმა უნდა, გაიმართება.
უინსტონ ჩერჩილი VS ბესი ბრედოკი
ბესი ბრედოკი: თქვენ ნასვამი ხართ.
ჩერჩილი: მართალია. თქვენ კი – შეუხედავი. მაგრამ, ხვალ დილით მე ფხიზელი ვიქნები, თქვენ კი – ისევ შეუხედავი.
მსახიობი ქალი ილკა ჩეიზი VS უცნობი მსახიობი
– მე ისე მომეწონა თქვენი წიგნი... ვინ დაგიწერათ?
– მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ! ვინ წაგიკითხათ?
ამერიკელი მსახიობი ჯონ ბერიმორი VS ქალების ტუალეტში
ქალბატონი: როგორ ბედავთ, ეს ხომ ქალბატონებისთვისაა?!
ბერიმორი შემოტრიალდა: ესეც ქალბატონებისთვისაა, ესეც!
ნილს ბორი VS რეპორტიორი
რეპორტიორი: თქვენ მართლა გჯერათ, რომ ნალი ბედნიერებას მოგიტანთ?
ბორი: რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, ამბობენ, მას ბედნიერება მათთვისაც მოაქვს, ვისაც ამის არ სჯერა.
აბრაამ ლინკოლნი VS სენატორი სტივენ დუგლასი
აბრაამ ლინკოლნს დებატებში სენატორმა სტივენ დუგლასმა ორსახოვანი უწოდა.
ლინკოლნი: შეხვედრაზე მივდივარ... როგორ ფიქრობთ, ამ სახით წავიდე?
სენატორი ფრიც ჰოლინგსი VS ჰენრი მაკმასტერი
სენატორს ოპონენტმა ნარკოტიკების ტესტის გავლა ურჩია.
ჰოლინგსი: მე გავივლი ნარკოტესტს, თუ თქვენ IQ-ს ტესტს ჩააბარებთ.
აბრაამ ლინკოლნი VS უცხოელი დიპლომატი
დიპლომატი: ბატონო ლინკოლნ, თქვენ თვითონ წმენდთ თქვენს ფეხსაცმელებს?
ლინკოლნი: დიახ. თქვენ კი ვისას წმენდთ ხოლმე?
როკ-მუსიკოსი ფრენკ ზაპა VS შოუმენი ჯო პაინი
ჯო პაინს შოუ ერთგვარად გესლიანად მიჰყავდა, ზოგი ამბობდა, რომ ამპუტირებული ფეხის გამო.
პაინი: ვფიქრობ, რომ გრძელმა თმამ ქალად გაქციათ.
ზაპა: თქვენ კი ხის ფეხმა – მაგიდად.
ოსკარ უაილდი VS ლუის მორისი
მორისი: ჩემ წინააღმდეგ შეთქმულებაა – დუმილის შეთქმულება. რა გავაკეთო?
უაილდი: შეუერთდი.