კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ირინა შეიკის კომპრომატებით სავსე ცხოვრება

რიანა „ლივერპულით” დაინტერესდა

ესპანური პრესის ვერსიით ლათინო-ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი რიანა „ლივერპულის” აქციების შეძენით დაინტერესდა. ჟურნალისტების მტკიცებით, რიანა, რომელიც ფეხბურთის აქტიური ქომაგი აღმოჩნდა, დიდიე დროგბასთან მეგობრობს და სწორედ კოტდივუარელმა ვარსკვლავმა ურჩია მას ერთ-ერთ ინგლისურ კლუბში ფულის დაბანდება. რიანას არჩევანი კი „ლივერპულზე” შეჩერდა. ჯერჯერობით, ოფიციალურად არც რიანას და არც „ლივერპულს” განცხადება არ გაუკეთებიათ. ცნობისთვის, გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რიანა აქტიურად ქომაგობდა ფეხბურთელებს და საკუთარ ინსტაგრამზე ფოტორეპორტაჟები მიჰყავდა სტადიონებიდან.

 

პელე მესამედ ქორწინდება

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი – „ფეხბურთის მეფე” პელე მესამედ ქორწინდება. 73 წლის ლეგენდის რჩეული 48 წლის იაპონური წარმოშობის ბიზნესლედი მარსია სიბელე აოკია. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შედგება ქორწილის ცერემონიალი. თუმცა, ცნობილია, რომ ახალდაქორწინებულები ბინას სან-პაულოში დაიდებენ. პელე ორჯერ იყო დაქორწინებული - 1966 და 1994 წლებში და ამ ქორწინებებიდან მას ხუთი შვილი ჰყავს.

 

ირინა შეიკის

კომპრომატებით სავსე ცხოვრება

რუსი ლამაზმანი ირინა შეიკი დიდი ხანია, „რეალის” ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს ოფიციალური საცოლეა. თუმცა, ეს ფაქტი ხელს არ უშლის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელს, რომ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე პიკანტური ფოტოები განათავსოს. სულ ახლახან, ირინამ საკმაოდ გულახდილი ფოტო დადო, მოკლე შორტებში გამოწყობილი ლამაზმანი ნახევრად შიშველ უცნობ მამაკაცთანაა წამოწოლილი. რონალდუსთვის ეს ფოტო მორიგი სარეკლამო ფოტოსესიის ნაწილია და მის ბედნიერებას ირინასთან, არაფერი ემუქრება. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კრიშტიანუ საკმაოდ ეჭვიანია.

скачать dle 11.3