კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალწული მარიამის ხელში ომოფორმა ელვასავით გაიბრწყინა

626 წელს იმპერატორ ირაკლის ზეობის ხანაში, სპარსი მხედართმთავარი ხოსრო გრიგალივით შეიჭრა ბიზანტიაში, ააოხრა ქალაქები, სოფლები და დიდძალი მოსახლეობა ამოწყვიტა. ამასობაში სკვითების ხაკანმაც მიაშურა კონსტანტინეპოლს და თავისი საბრძოლო ხომალდებით ზღვიდან ალყა შემოარტყა მას.

სანამ ქალაქის თავი ქალაქის კედლებს ამაგრებდა, პატრიარქი სერგი ჯვრით, ხატებით და ღვთისმშობლის „ოდიგატრიის“ ხატით კედლებს გარს უვლიდა, ცრემლებით ლოცულობდა და ღვთისმშობელს შეწევნას ევედრებოდა.

სკვითები ნაპირზე გადმოსხდნენ და შეტევა იმ ადგილიდან დაიწყეს, სადაც ცხოველსმყოფელი წყაროს ეკლესია იყო. მაგრამ ქრისტიანთა ქომაგმა და მისდამი მსასოებელთა მსწრაფლშემწემ თავისი რჩეული მეომრებით შემუსრა სკვითების სიმრავლე და აჩვენა, რომ ეს დამარცხება საწინდარი იყო მათი საბოლოო დაღუპვისა.

იმ დროს, როდესაც სკვითების ხაკანმა თავისი ხალხით აავსო ყურე, სპარსთა ლაშქარი ქალაქის კედლებს მიადგა დასანგრევად. ხმელეთზე შეტევა მოგერიებულ იქნა, ზღვაზე კი მტერი, რომელიც ვლაქერნის მონასტრის მხრიდან უტევდა ქალაქს, მძვინვარე ქარიშხალმა თავის ხომალდებითურთ უფსკრულში დანთქა.

იმდენად დიდი იყო ძალა სიხარულისა, რომელმაც ხალხში გაიღვიძა და შიში, რომელმაც მოიცვა მტერი, რომ თვით ქალები და ბავშვებიც კი მისდევდნენ მტერს ბოლომდე. როდესაც მზე ჩაესვენა და ჩამოდგა ღამე, ბარბაროსებმა ოთხთვალებით მოგორებული ქალაქის კედლების დასანგრევი მანქანები თავისი ხელით დაწვეს, შემდეგ კი თავლაფდასხმულები და უდიდესი დანაკარგით შეძრულები სიბნელეში გაუჩინარდნენ.

გავიდა 36 წელი. კონსტანტინეპოლს მეორედ მიადგნენ აგარიანელები. მტერმა დიდი ფლოტი მოაცურა ქალაქიდან. მთელი შვიდი წელი აპარტახებდა დედაქალაქის შემოგარენს და ყოველთვის დიდი დანაკარგებით ბრუნდებოდა უკან. ბოლოს გადაწყდა ქალაქის აღება. კონსტანტინეპოლს ალყა შემოარტყეს.

მართლმადიდებელმა ერმა ხელში აიღო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვარი და ღვთისმშობლის წმიდა ხატი, გარს შემოუარა კედლებს და ცრემლით შეევედრა ღმერთს შეწყალებას. და აი, აგარიანელებმა ჯარის ნაწილი მოხსნეს და ბულგარეთის დასაპყრობად გადაისროლეს. მან მწარე დამარცხება განიცადა. სულ მცირე ნაწილმა ჩამოაღწია უკან. აგარიანელთა გემები კი, რომლებიც შემჭიდროებულად იდგნენ კონსტანტინეპოლთან, სასწაულებრივად განადგურდნენ – ნაწილი ქარიშხალმა დალეწა, ნაწილი კი ბერძნებმა დაწვეს. სულ მცირე ნაწილმა გააღწია ეგეოსის ზღვაში და იქაც უმეტესობა ღელვისგან დაიღუპა.

ორი საუკუნის შემდეგ კონსტანტინეპოლი ღვთიმსშობლის მეოხებით მესამედ გადაურჩა აგარიანელთა შემოსევას. სკვითებმა და აგარებმა ისარგებლეს იმით, რომ ბიზანტიის მთავარი ძალები არაბეთთან საომრად იყო გადასროლილი და მოულოდნელად, ზღვიდან და ხმელეთიდან ალყაში მოაქციეს კონსტანტინეპოლი. ქალაქი განწირული ჩანდა. ტაძრებში ხალხი დღე და ღამე ლოცულობდა.

ვლაქერნის ტაძარში ღვთისმსახურებას სათავეში ედგა წმიდა პატრიარქი პოლიევქტი. მლოცველთა შორის იყვნენ ანდრია – ქრისტესთვის სალოსი და მისი მოწაფე ეპიფანე. ხალხთან ერთად ლოცულობდნენ იმპერატორი ლეონ ბრძენი და მისი მეუღლე წმიდა თეოფანია. შუაღამისას ღირსმა ანდრიამ და ეპიფანემ იხილეს წმიდანთა დასით გარშემორტყმული ღვთისმშობელი, რომელიც ჰაერში საკურთხევლიდან ხალხისკენ მოდიოდა. შემდეგ ღვთისმშობელმა დაიჩოქა და დიდხანს ლოცულობდა.

ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ ქალწულმა მარიამმა თავიდან ომოფორი (ეპისკოპოსის გრძელი, და ფართო ბაფთა მხრებზე სატარებელი) მოიხსნა და ხალხის თავზე განფინა. ქალწულ მარიამის ხელში ომოფორმა ელვასავით გაიბრწყინა და ტაძარი განათდა. ღირსი ანდრია მიხვდა, რომ კონსტანტინეპოლი გადარჩენილი იყო.

დილით პატრიარქმა, სამღვდელოებასა და ხალხთან ერთად, ლიტანიობის ჩატარებისას, ციხესიმაგრის კედლებს შემოუარა; შემდეგ კი ვლაქერნის ტაძარში შენახული ღვთისმშობლის შესამოსელი ბოსფორის წყლებში ჩაუშვეს. უცებ ზღვაზე საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და სკვითებისა და ავარების ნავები უფსკრულმა შთანთქა. ავართა ხაკანი, რომელიც ხმელეთიდან უყურებდა, როგორ იღუპებოდა მისი ფლოტი და თავად კი ვერაფერს შველოდა, უმწეობისგან გააფთრებული გულში ხელეს იცემდა. მისი ჯარის ნარჩენებმა სასწრაფოდ დატოვეს ბიზანტიის საზღვრები, მაგრამ შინ დაბრუნება ცოტამ თუ მოახერხა.

ასევე, ჩვენს თავზეც უხილავადაა განფენილი ღვთისმშობლის საფარველი მაშინ, როცა ცოდვებს ვინანიებთ და მთელი გულით ღვთისმშობლის იმედი გვაქვს.

скачать dle 11.3