კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის იწყებს სხვადასხვა ენაზე ლაპარაკს ერთ დროს ერთმანეთზე შეყვარებული ცოლ-ქმარი

დავეთანხმოთ მამაკაცებს, რომლებიც ამბობენ, რომ მათ უმრავლესობას სიყვარულის უნარი არა აქვს და შესაბამისად, ერთგულებიც ვერ იქნებიან?! ბუნებრივია, გამონაკლისები ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. არიან მამაკაცები, რომლებიც აღიარებენ, რომ სიყვარული საერთოდ არ შეუძლიათ. რაც შეეხება ქალებს, მათაც აქვთ ერთგულების პრობლემა. თუმცა, ასეთ დროს ისინი ამტკიცებენ, რომ არ შეხვდათ მამაკაცი, რომელიც ერთგულების სურვილს გაუჩენდათ. ამ ტიპის ქალები იშვიათად ქმნიან სრულფასოვან ოჯახს... წვალობენ, ეძებენ და ბოლოს მარტონი რჩებიან.

როდის არიან ისინი ბედნიერები, ან არიან კი საერთოდ?!

 

ლილიკო (41წლის): მიკვირს, როგორ გამიჩნდა თქვენთან საუბრის სურვილი ამ თემაზე. ვერიდები ხოლმე, რადგან არ ესმით ჩემი არც ქალებს და არც კაცებს. რა ვქნა?! – ნამდვილად არ მაქვს ქვიშაში თავი წარგული სირაქლემასავით. ვერასოდეს ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად არის. პირიქით, ძალიან რთულია ცხოვრება. ბრძოლა გვიწევს მუდმივად პარტნიორებთანაც და საკუთარ თავთანაც. მეც რომ არ ვარ იდეალური, ესეც ფაქტია...

– ანუ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მამაკაცები არასტაბილურები და მოღალატეები არიან?

– რა თქმა უნდა. თუმცა, მთლად ისეც არ არის საქმე, როგორც ქალების უმრავლესობას გვგონია. ანუ, არსებობს შემთხვევები, როცა კაცს უნდა, იყოს ერთგული და არ გამოსდის.

– „არ გამოსდის“, რას ნიშნავს?

– იმას, რომ არსებობს გარემოებები, ფაქტორები, რის გამოც კაცს არ გამოსდის, მთელი ცხოვრება ერთი ქალის ერთგული იყოს. შეხვედრის პირველ დღეს რომ ვითომ სიყვარულია, ეგრე არ არის. მე მჯერა, რომ კაცებსაც უნდათ ნორმალური ოჯახი და ხანგრძლივი, ბედნიერი ურთიერთობა ერთ ქალთან. მე ვერ წარმომიდგენია, ვის შეიძლება სიამოვნებდეს სკანდალი, ჩხუბი და გამიშვი-დამიჭირე, ეს ხომ აბსურდია?! ორჯერ მაქვს დანგრეული სერიოზული ურთიერთობა და ვიცი, რას ნიშნავს ეს. ძალიან განვიცადე ორჯერვე. კაცი არ ვარ, მაგრამ მეც მქონდა მომენტი, როცა ვერ გავუძელი ცდუნებას. პირველად მიღალატეს, მეორედ მე ვუღალატე. ერთ შემთხვევაშიც დავზარალდი და მეორე შემთხვევაშიც. მართლა არ მინდოდა, ვინმესთვის გული მეტკინა. ახლაც ვერ ვეუბნები ჩემს ქმარს, მორჩა ყველაფერი, აღარ მინდა შენთან, მივდივარ-მეთქი.

– მეუღლე გყავთ და არ შორდებით?

– ვერ ვშორდები, ჩემი პირველი ტკივილი და იმედგაცრუება რომ მახსოვს, მასაც იგივეს ვერ გავუკეთებ. მეცოდება, არ შემიძლია, მწარე სიმართლე მივახალო. ზოგჯერ ტყუილში ცხოვრება უკეთესია.

– თქვენ რატომ არ იცხოვრეთ ტყუილში – პირველ შემთხვევას ვგულისხმობ, ხომ ვერ აპატიეთ ღალატი?

– არ ვაპატიე, იმიტომ რომ, ყველაფერი ძალიან სააშკარაო გახდა. ხელისგულზე დაიდო. არ მოერიდა იმას, რომ მე გავიგებდი და გავბრაზდებოდი. დაიკიდა ჩვენი ურთიერთობა ბოლომდე. მე ასეთი უპასუხისმგებლო არ ვარ. შეიძლება, სწორედ ამით განვსხვავდებით ქალები მამაკაცებისგან.

– კაცებიც მალავენ ხოლმე თავიანთ „კრიმინალურ რომანებს“.

– ჩემი პირველი ქმარი მეუბნებოდა, მუხლები მეკეცება ატირებული ქალის დანახვაზეო, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა, მწარედ ეტკინა გული ჩემთვის. საერთო შვილი გვყავს და როცა ვხვდებით, სურვილი მიჩნდება, მაგრად ვეჩხუბო. იმიტომ არა, რომ მღალატობდა – ახლაც რომ ცდილობს მომატყუოს, იმიტომ. მოდის და მეუბნება, მე ღალატი არ მინდოდაო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.

– თქვენ ეს გაოცებთ და გაბრაზებთ?

– არა. არც მიკვირს და არც ვბრაზობ. ნაწყენი კი ვარ... მასთან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ მხოლოდ სამი წელი. თითქმის დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩემი ქმარი პირველი სამი წლის განმავლობაში ერთგული იყო... თუ ჩვენ შორის სიყვარული არ არსებობდა, მაშინ როგორ ცხოვრობდა ჩემთან? რატომ იყო აღფრთოვანებული და ვნებიანი?

– თქვენც ღალატობთ ქმარს და აგრძელებთ მასთან ცხოვრებას. თუ გიყვართ, რატომ ღალატობთ და თუ არ გიყვართ, რატომ ცხოვრობთ მასთან?

– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ მეც ჩემი პირველი ქმარივით ვიქცევი? შეიძლება, მაგრამ სიყვარული არის ჩემსა და ჩემს მეუღლეს შორის. თუმცა, ის საკმარისი იმ რაოდენობით არ არის, რაც მე სხვასთან შეხვედრის სურვილს არ გამიჩენდა. ახლა ვხვდები, რომ არსებობს გარემოებები, რის გამოც კაცს არ გამოსდის მთელი ცხოვრება ერთ ქალთან იყოს და ისე უყვარდეს, როგორც ურთიერთობის პირველ ეტაპზე. მე უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე ეს მიზეზები და გარემოებები. ადამიანი უნდა გინდოდეს თავისი ყველაფრით – გარეგნობით, ხასიათით, პრობლემებით. მის გვერდით უნდა იყო და მაინც გენატრებოდეს. ოთახში ჰაერზე მეტი უნდა იყოს. სული უნდა გიმღეროდეს და დაფრინავდე... ჩემთვის ეს არის სიყვარული, რომელსაც აღარაფერი სჭირდება და რომელიც, სამწუხაროდ, თითქმის არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, ცოლ-ქმარს შორის ასეთი გრძნობა თუ იარსებებს, ღალატზე ლაპარაკიც არ იქნება.

– თქვენ გქონდათ ასეთი სიყვარული?

– გამოდის, რომ არ მქონდა. ორმხრივი თუ არ იქნება ეს გრძნობა, მაშინ აზრი ეკარგება ყველაფერს. სხვადასხვა ენაზე იწყებს ლაპარაკს ცოლ-ქმარი. თუმცა, მაინც ჰგონიათ, რომ ერთმანეთი უყვართ და ეს გრძელდება იქამდე, სანამ მათ ცხოვრებაში ვიღაც არ გამოჩნდება და იმ დეფიციტს არ შეავსებს, რომელიც არსებობს, მაგრამ თვალით შეუმჩნეველია.

– თქვენ რა დეფიციტი გაქვთ მეორე მეუღლესთან.

– ეტყობა, იმ დოზით არ მიყვარს, რა დოზითაც საჭიროა. როგორც კი მის მიმართ პირველად ვიგრძენი აგრესიის განცდა, ეგრევე მივხვდი, რომ სიყვარულის დეფიციტი გაჩნდა. ის, რომ საყვარელი მყავს, ჩემთვის კომპენსაციაა.

– ვერ გავიგე?

– დიახ, კომპენსაციაა. იმიტომ რომ, ჩემთვის ქმართან ურთიერთობას სიხარული არ მოაქვს. ისიც აღარ არის ჩემზე „ჩაფრენილი“, როგორც ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ ერთი-ორი წლის განმავლობაში იყო... სურვილი აღარ აქვს, რომ მომიაროს და გამანებივროს. მას კი არ ვაბრალებ რამეს, ფაქტის კონსტატაციას ვახდენ. არ ვუყვარვარ ისე, როგორც უნდა ვუყვარდე და შესაბამისადაც იქცევა – საშუალო დონეზე.

– თქვენც ხომ არ გიყვართ ისე, როგორც უნდა გიყვარდეთ...

– აღარ მიყვარს. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენ შორის საერთოდ არც ყოფილა სიყვარული. თუმცა, მე კარგი ცოლი ვიყავი. რომ იტყვიან, სულს ვუბერავდი და მისთვის ვცოცხლობდი.

– უცნაურია, ამას აკეთებდით და საყვარელი გაიჩინეთ?

– დიახ და ამაში არაფერია გასაოცარი. როცა ვიგრძენი, რომ მისი მხრიდან ღალატის საშიშროება გაჩნდა, დავასწარი – მე ვუღალატე. ეს უკვე არის კომპენსაცია ჩემთვის. ვერ მიმიხვდით? ისე მაინც აღარ დამწყდება და მეტკინება გული. თან, რაღაც პერიოდებიც მჭირდება, რომ ძველი გრძნობა, ემოცია დამიბრუნდეს, რაც ქმრის მიმართ მქონდა. გონებაც უნდა გაცივდეს და გულიც. საყვარელთან ყველანაირად ვისვენებ და ძალებს ვიღდგენ. შეიძლება, სიყვარული მთლიანად გვფიტავს ადამიანებს. არ გამოვრიცხავ, რომ, როცა სიყვარული საკმარისი არ არის, იქ ერთმანეთიც ბეზრდება წყვილს. ჩემდა უნებურად, ვამჩნევ ჩემს ქმარს ისეთ ჩვევებსა და თვისებებს, რაც საშინლად მაღიზიანებს. საყვარელთან ეს ყველაფერი მავიწყდება.

– ანუ, გაქვთ „ფრენის“ საშუალება?! 

– ირონიას ვიმსახურებ? შეიძლება. არ გამოვრიცხავდი, რომ რეაქცია ასეთი გექნებოდათ. ალბათ, ვიმსახურებ ამ ირონიასაც და მზად ვარ, ჩემი წილი ლანძღვა-გინებაც მივიღო. ამით ნამდვილად აღარაფერი დამაკლდება.

– რატომ დაიწყეთ ერთად ცხოვრება კაცთან ცოლ-ქმრის სტატუსით, თუკი საკმარისი სიყვარული არ იყო თქვენ შორის?

– რას გეუბნებით, აბა? მაშინ დარწმუნებული ვიყავი, რომ იყო. მიხაროდა, რომ პირველ ურთიერთობაში გადატანილი იმედგაცრუების, ტკივილის შემდეგ, ახლა მაინც გამიმართლებდა... იყო გრძნობა და მიხაროდა. მიჭირს იმის მტკიცება, რომ ეს გრძნობა ნელ-ნელა გაქრა. შეიძლება, საერთოდაც არ იყო და მე მეჩვენებოდა. ადამიანი არაპროგნოზირებადი არსებაა. წინასწარ ვერაფერს დაამტკიცებ. ქმარი უნდა მყავდეს. გაივლის ეს მძიმე პერიოდი და ისევ ძველებურად ვიქნები მასთან. ამის იმედი მაქვს. კაცებიც ხომ ასე იქცევიან. თუ მათ ეპატიებათ – ჩვენც უნდა გვეპატიოს. მით უმეტეს, რომ ვერიდები სერიოზულ განხეთქილებას. ქმარი მაინც სხვა რამეა.

 

скачать dle 11.3