კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ვეღარ აკონტროლებს ნერვულ სისტემას ანრი ჯოხაძე და რატომ გადაწყვიტა მან საკუთარი ცხოვრებიდან ადამიანების გარკვეული კატეგორიის გაქრობა

ცხელი ზაფხულის მიუხედავად, ანრი ჯოხაძე უმეტეს დროს მაინც საქმეში ატარებს, რადგან, როგორც თავად ამბობს, დიდხანს უსაქმურად ყოფნა და დასვენება არ უყვარს. არც იმ ადამიანებივით წუწუნებს, ზამთარში სიცივით რომ არიან უკმაყოფილოები, ზაფხულში კი – სიცხით. ახლო მომავალში ანრი ნიკო გომელაურის ლექსზე დაწერილ სიმღერაზე კლიპის გადაღებას გეგმავს.

 

ანრი ჯოხაძე: არ ვჩერდები იქ, სადაც სიცხეა, შესაბამისად, საწუწუნოდ არც მაქვს საქმე. ადამიანი უნდა მიხვდე და შეეგუო იმას, რომ ზამთარში ცივა, ზაფხულში – ცხელა, სხვანაირად ვერ იქნება. უბრალოდ, მე ზამთარ-ზაფხულ სწორ თავშესაფარს ვეძებ და, შესაბამისად, არც მაქვს პრობლემა. უკვე იმ ასაკში ვარ, რომ თვითონ უნდა შევიქმნა თავშესაფარი, თან – ნებისმიერ ადგილას; წავიდე იქ, სადაც მსიამოვნებს ყოფნა. ირგვლივ ის ადამიანები არიან, რომლებთან ყოფნაც მსიამოვნებს და რომლებთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ბევრ პოზიტივს ვიღებ და გავცემ მათთვის. ბოლო ორი წელია, დავამუღამე და ყველას ვურჩევ, რომ გააქრონ ის ადამიანები თავიანთი ცხოვრებიდან, რომლებსაც დისონანსი შემოაქვთ რაღაც სახით. მერე ეს ისე აისახებოდა ჩვენზე, ანუ, მათზე ვინც არ ვართ ურთიერთობებში აგრესიულები, რომ მგრუზავდა. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, მათთან ურთიერთობა მინიმუმამდე დავიყვანო და, ისინიც, სავარაუდოდ, ხვდებიან, რომ მათთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს მათი გაუთავებელი ფსევდოდრამატული ცხოვრებით, რასაც თავად იგონებენ. არიან ადამიანები, რომლებსაც მე „მინუსზე დაგეგმარებულებს“ ვეძახი, ისინი ყველაფერში არაპოზიტიურს, აგრესიულს ხედავენ და ამას საშინლად გამოვყავარ წყობიდან. ეს, შეიძლება, ერთი შეხედვით არ მემჩნევა, მაგრამ, ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ ასეთი კატეგორიის ხალხი მაცოფებს: სულ მოღრუბრულები რომ დადიან და ყველაფერში უარყოფითს ხედავენ.

– შენ როგორი ადამიანი ხარ?

– საქმიანი ადამიანი ვარ: უსაქმური და საქმიანი. მუდმივად ჩემი საქმით ვარ დაკავებული, მუდმივად მინდა, სიახლე შემოვიტანო ჩემს ცხოვრებასა თუ შემოქმედებაში და ეს პოზიტიურად აისახება ჩემზე. თუ ადამიანები მიდრეკილები ვართ იმისკენ, რომ ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად ხდებოდეს „აბდეითები“, რა თქმა უნდა, ეს უარყოფითს არაფერს მოგვიტანს. ჩემთან საქმიანი ცხოვრების რიტმი უფრო ჭარბობს. რასაც საზოგადოება დასვენებას ეძახის – ჩაალაგეს ჩემოდნები, წავიდნენ, აიშხლართნენ მერე მთელი თვე და ისვენებენ – ვაკვირდები და ვერ ვხვდები: რას ისვენებენ, რა არის ეს დასვენება. ხუთი დღე ვიყავი ბათუმში წასული და, სანამ თბილისში ჩამოვიდოდი, კინაღამ გადავდექი ჭკუიდან, გავრეკე.

– უსაქმურობის გარდა, რა იწვევს შენი სულიერი მდგომარეობის შერყევას? 

– ძალიან გაწონასწორებული ვარ და, როცა ვბრაზდები, უნდა იცოდეთ, რომ მე მინდა და ვბრაზდები. თუმცა, ზოგჯერ სერიოზულადაც მაბრაზებენ. ადამიანებს იშვიათად ვეხები ხელით, რადგან, ვფიქრობ, რომ, შემიძლია, მაქსიმალურად ავიცილო თავიდან კონფლიქტი დიპლომატიური გზით. მაგრამ, თუ ხელით შეხებაზე მიდგება საქმე, დარწმუნებული იყავი, მართალი ვარ. როდის შეიძლება ადამიანი ხელით შეხებაზე გადავიდეს? როდესაც ის დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს თავს, ოღონდ, დაუმსახურებლად, უკვე ვეღარ აკონტროლებ შენს ნერვულ სისტემას. 

– საზოგადოების დიდ ნაწილს, იმას, ვინც მხოლოდ ტელევიზორიდან გიცნობს, უდარდელი ადამიანი ჰგონიხარ. 

– საზოგადოებას საკუთარ თავს ვაწვდი ისეთი სახით, როგორიც მათ უნდათ, რომ დამინახონ. ხანდახან ეს სულ არ გამომდის, მაგრამ, მაინც ვცდილობ. უდარდელი არავინ არის დედამიწის ზურგზე, უბრალოდ, მე მათ ჩემს პრობლემებს არ ვახვევ თავზე.

– თუმცა, როგორც ყველას, შენც გაქვს პრობლემები, არაერთი რთული პერიოდის გადატანა მოგიწია, თუნდაც ბავშვობაში... მახსოვს, ერთხელ მითხარი: მე პატიმრის შვილი ვარ, მამაჩემმა შვიდწელიწად-ნახევარი გაატარა ციხეში და კარგად ვიცი, ეს რას ნიშნავს, როგორი რთულია... ჩვენ, დედმამიშვილებმა, მთელი ჩვენი ბავშვობა „სვიდანიებზე“ გავატარეთო.  

– როდესაც მამა დაიჭირეს, მაშინ ერთი წლის ვიყავი, რეალურად, მამა არც მახსოვდა,  ის მერე, უკვე ციხეში გავიცანი და ამის შემდეგ უფრო მოხდა სხვა რაღაცეები. დედაჩემი იყო „მეხი“, სახლში მამის კულტს აყალიბებდა. თუ გავაბრაზებდით, მივიდოდა დენის ჩამრთველთან, ჩააქრობდა შუქს და ვითომ მამას გადასცემდა სიგნალს: ომარ, ბავშვები მაბრაზებენო, – და მერე ისევ აანთებდა შუქს. ეს იყო ჩვენთვის სიკვდილი: გვეგონა, მამამ ციხეში გაიგო, რომ ჩვენ რუსიკოს ვაბრაზებთ და მაშინვე მივჩმორდებოდით ხოლმე. მამასთან ურთიერთობიდან ბევრი რამ მახსოვს კარგად: მახსოვს, 3-4 წლისანები ვიყავით მე და ჩემი ძმა, როდესაც კოლონიაში მივედით და, მამაჩემი რომ ჩაეხუტა დედაჩემს, იცი, ეს რა იყო?!. ძალიან ვიეჭვიანე, დედას კალთა მოვაგლიჯეთ, რომ იქიდან წამოვეყვანეთ. საშინელი პროტესტი გაგვიჩნდა, ჩვეულებრივი ფსიქოზი დაგვემართა. მერე დედამ აგვიხსნა, რომ ის ჩვენი მამა იყო, მშობელი. ჭკვიანი ბავშვები ვიყავით და ყველაფერი სწორად გავიგეთ. თან, მაგდა უფროსია და მისი მაგალითი მამასთან მიმართებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამან კიდევ უფრო გაგვიადვილა შემდეგში მამასთან ურთიერთობა. ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მუდმივად რთულ პერიოდში ვცხოვრობ. არ ვიცი, ეს ჩემი ფარული მდგომარეობაა, კომპლექსები თუ სხვა რამ, მაგრამ, მგონია, რომ სულ რთულ მდგომარეობაში მიწევს ყოფნა. მუდმივად ბრძოლის რეჟიმში ხარ ადამიანი. 

– ჩვენს თაობას ძალიან ბევრი სირთულის, კატაკლიზმების გადატანა მოგვიწია. ეს არ იყო ადვილი და ჩვენს ქვეცნობიერში დღემდე ბევრი რამ არის დალექილი. 

– გეთანხმები და მიმაჩნია, რომ ამით ჩვენმა თაობამ ბევრი რამ ისწავლა. ის თაობა, რომელმაც არ გამოიარა, არ იგრძნო ცხოვრების ეს მკაცრი დარტყმები და საშინელებები, რაც ჩვენმა თაობამ 90-იან წლებში გადაიტანა,  მერე ამ წლების მსხვერპლი გახდა. ჩვენ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის დროს აღიზარდნენ; მათ, ფაქტობრივად, არ იცოდნენ ცხოვრების ანი და ბანი და ამ საშინელი პერიოდის მსხვერპლი გახდნენ, რადგან,  არ ეყოთ ძალა და ენერგია, რაღაცეებს გამკლავებოდნენ. ჩვენ უფრო მომზადებული შევხვდით ყველაფერს. ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც, ჯვალოს ტომარა რომ გადააცვა, მაინც მოვიხდენთ, დავამტკიცებთ, რომ კარგი ტიპები ვართ; საველე პირობებშიც შეგვიძლია, თუნდაც, კარიერის გაკეთება, სხვადასხვა სფეროში წარმატების მიღწევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან რომ აპროტესტებენ – გამოცდაზე „უნარებია“ ჩასაბარებელიო... უნარები არ არის ის, რასაც ჩვენ 90-იანი წლებიდან ვაბარებთ და არაერთხელ მოგვიწია ჩაბარება.

– რის მიმართ გაქვს განსაკუთრებული შიში?

– ხოჭოების მეშინია და, რა თქმა უნდა, უახლოესი ადამიანების დაკარგვის, თუმცა, ეს ყველას აქვს; კიდევ სიმაღლის, ოღონდ, პარაშუტით გადმოხტომის ან ფრენის  კი არა, სიმაღლიდან გადმოხედვის მეშინია. მაგრამ, ანძაზე არ გადავიღე კლიპი ჩემს ძმასთან ერთად?! ერთი სიკვდილი გავათავე, 5 კილოგრამი დავტოვე იქ, მაგრამ, რა მექნა?! 

– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?

– არაფერი, უბრალოდ, ზაფხულში კარგი თავგადასავლები მქონდა. მე მიყვარს სასიამოვნო, რომანტიკული თავგადასავლები. თუმცა, ეს მხოლოდ კურორტზე არ ხდება. „კაზანტიპზეც“ რისთვის მიდის ხალხი?! 

– ხომ არ მიდიხარ?

– არა, მე როცა მინდა, მაშინ მოვიწყობ „კაზანტიპს“, მოვიწვევ იმას, ვისაც მინდა და რა რაოდენობითაც მინდა, თან, ჩავრთავ საუკეთესო ელექტრონულ მუსიკას. 

– „ფეისბუქში” გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავარიაში მოყევი. 

– დავამტვირე მანქანა და ვაკეთებინებ. ბიძაშვილის ავტომობილთან გადავიღე ფოტო და მაშინვე დაწერეს: ახალი იყიდაო. თან, ნომერზე უწერია „ჯოხაძე“, თეთრი „X6“-ია, ბევრს გაუხარდა, ბევრმა კი გააპროტესტა, რად უნდა ამას მანქანაო – 10-ათასიანი ნომერიც კი შეშურდათ... 

 

скачать dle 11.3